🔷კონკურსის „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
წარმოდგენილი 300-მდე ნამუშევრიდან ჟიურიმ 10 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა, მათ შორის გამარჯვებული სამეული და სპეციალური ნომინაციების მფლობელები. მათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 10-17 წლის ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ.
🎬იხილეთ ვრცლად მედიაპროექტი „სახელმწიფო პროგრამები დევნილებისთვის“ 👇
#აფხაზეთისსაინფორმაციოცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრი
ისტორიები, მოგონებები, იმედი… მედიაპროექტები აფხაზეთის შესახებ, რომლებიც შერიგებას და დროებით დაშორებული საზოგადოების გაერთიანებას ემსახურება.
🏥ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთის“ ზუგდიდის ფილიალში აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ.
🔷ღონისძიება აფხაზეთის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთი“-ს ინიციატივით გაიმართა.
#აფხაზეთისსაინფორმაციოცენტრი
01/06/2026
🔷მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს ნინოობას აღნიშნავს.
აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრი გილოცავთ ამ დღესასწაულს!
#აფხაზეთისსაინფორმაციოცენტრი
01/06/2026
🔷აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრი ბავშვთა დაცვის დღეს გილოცავთ! ✨
#აფხაზეთისსაინფორმაციოცენტრი
🔷სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სამშვიდობო სწავლების ცენტრი“ გაიხსნა, რომელიც მიზნად ისახავს სამშვიდობო ინიციატივებში სტუდენტების ჩართულობის გაძლიერებას.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიხსნა ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მაკეტი.
დასასრულს კი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა თეატრალური წარმოდგენა „სოხუმში დაბრუნება“ გამართეს.
#აფხაზეთისსაინფორმაციოცენტრი
🔷აფხაზეთის ა.რ უმაღლეს საბჭოში თენგიზ ნასარიძეს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.
აფხაზეთის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ისაუბრა ავტონომიური რესპუბლიკის სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ფისკალური ადმინისტრირებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების მიმართულებით ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებზე.
#აფხაზეთისსაინფორმაციოცენტრი
🔷23-ე ბრიგადის შტაბის უფროსი გურამ ღურბელეიშვილი გადაცემაში „ერთი გმირის ისტორია“ აფხაზეთის კონფლიქტის უმძიმეს დღეებს იხსენებს და იმ მოვლენებზე საუბრობს, რომლებმაც არაერთი ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
პოლკოვნიკი გვიამბობს ბრძოლის, ტკივილისა და თავდადების გზაზე, რომელიც თანამებრძოლებთან ერთად გაიარა. განსაკუთრებული სიამაყით იხსენებს ქართველ გმირებსა და მეთაურს გენო ადამიას, რომლის სახელიც დღემდე რჩება მებრძოლების სიმამაცისა და თავგანწირვის სიმბოლოდ.
#აფხაზეთისსაინფორმაციოცენტრი
🔷აფხაზეთის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მოადგილესთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმის, მარიამ კარბაიას პროდუქციის გამოფენას დაესწრო.
მეწარმის საქმიანობის განვითარებასა და პროდუქციის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო აფხაზეთის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საგრანტო პროგრამამ, რომელიც დევნილი მეწარმეების მხარდაჭერასა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
#აფხაზეთისსაინფორმაციოცენტრი
🔷„აფხაზეთის ფერ(ებ)ით - თაობათა დიალოგი“ - ამ სახელწოდებით სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახელოვნებო რეზიდენციაში „არტ-ვილა გარიყულაში“ შემოქმედებითი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
🎨პროექტის ფარგლებში ჩატარდა ხატვისა და ფერწერის მასტერკლასები და ვორქშოპები. სოხუმის ალექსანდრე შარვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები შექმნეს.
ღონისძიების მონაწილეები ასევე შეხვდნენ ცნობილ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, გურამ ოდიშარიას.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველო“-ს მხარდაჭერით განხორციელდა.
#აფხაზეთისსაინფორმაციოცენტრი
🔷თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, შვილმკვდარ დედებთან შეხვედრა გაიმართა.
მათ აფხაზეთის ა.რ. იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და „მინთი მარკეტის“ კომერციული დირექტორი ამირან ტორონჯაძე შეხვდნენ.
75 ოჯახს სასაჩუქრე პარკები გადაეცა. გარდა ამისა, სამინისტრო მათ ერთჯერად მატერიალურ დახმარებასაც გაუწევს.
#აფხაზეთისსაინფორმაციოცენტრი
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
თამარაშვილის 15ა
Tbilisi
0177
Opening Hours
| Monday | 10:00 - 18:00 |
| Tuesday | 10:00 - 18:00 |
| Wednesday | 10:00 - 18:00 |
| Thursday | 10:00 - 18:00 |
| Friday | 10:00 - 18:00 |
