ეროვნულ დემოკრატიული პარტია National Democratic Party of Georgia

ეროვნულ დემოკრატიული პარტია National Democratic Party  of Georgia

Share

იდეოლოგია - მემარჯვენე-ცენტრისტული; ქ? იდეოლოგია - მემარჯვენე-ცენტრისტული; ქრისტიანული დემოკრატია Ideology - Right - centrist, Christian democracy

24/04/2026
21/04/2026

დღევანდელი საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა.

საკუთარი მავნე განზრახვების განსახორციელებლად, რეჟიმს სასიცოცხლოდ სჭირდება თავის წიაღში სტაბილურობა; თუმცა ეს სტაბილურობა მისთვის შეუძლებელ ამოცანად იქცა: სწრაფად ვიწროვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ივანიშვილი ენდობა, რომ ძალაუფლება დააყრდნოს.

ამ მდგომარეობამდე ავტოკრატი ოლიგარქი ქართული საზოგადოების უწყვეტმა და გაუტეხელმა წინააღმდეგობამ მიიყვანა. არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკა, საერთაშორისო სანქციებთან ერთად, რეჟიმს ვითარების ნორმალიზების შესაძლებლობას არ აძლევს; „ქართულ ოცნებაში“ ნდობის კრიზისი ღრმავდება.

ოპოზიციის ალიანსი გააგრძელებს არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკას მანამდე, სანამ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საყრდენს ბოლომდე არ გამოვაცლით და მიტაცებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხის სამსახურში არ დავაბრუნებთ.

ამის შემდეგ ჩვენი ამოცანა იქნება კანონის უზენაესობის და სამართლიანობის დამკვიდრება, გათელილი სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს შეუქცევადი დაბრუნება ევროატლანტიკური განვითარების ისტორიულ გზაზე.

26 მაისს, 19:00 საათზე, მსვლელობა თსუ-ს I კორპუსიდან პარლამენტამდე!

გამარჯვებისთვის - ერთად, ბოლომდე!

20/04/2026

ალიანსში შემავალი პარტიები: “ახალი“, “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის”, “დროა”, “ეროვნულ დემოკრატიული პარტია, “ევროპული საქართველო”, “თავისუფლების მოედანი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ფედერალისტები”, მიზანშეწონილად მიიჩნევს საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე:

ალიანსი შეიქმნა უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად: პროდასავლური პოლიტიკური ძალებისა და ქართული საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო გათავისუფლდეს ივანიშვილის არალეგიტიმური რუსული რეჟიმისგან.

ალიანსის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს წევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემის რეჟიმში საქმიანობა და ურთიერთთავდასხმებისაგან თავშეკავება. პოლიტიკური მოსაზრების გამოხატვაში პოლიტიკური ლიდერის (მით უფრო, პოლიტიკური პატიმრის) შეზღუდვა არ წარმოადგენს ალიანსის არც კომპეტენციას და არც მიზანს, თუმცა, პერსონალური თავდასხმები, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრინციპებს, მათ შორის დათქმას იმის შესახებ, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.

ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის კონფრონტაციული განცხადებებისგან და იყოს მის მიერ საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული.

16/04/2026

ოპოზიციური ალიანსის განცხადება
ოპოზიციის ალიანსი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის რეჟიმის საბოლოო დასასრული აუცილებლად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით გაფორმდება. ასეთი არჩევნები მოსაპოვებელია და უწყვეტი პროტესტის ერთ-ერთი ცენტრალური მოთხოვნაც სწორედ ესაა.

ჩვენ გვჯერა, რომ არჩევნები კენჭისყრის დღემდე გაცილებით ადრეა მოსაგები, რაც ფართომასშტაბიანი წინააღმდეგობით, რეჟიმზე საერთაშორისო წნეხის გაძლიერებითა და სანდო პოლიტიკური ალტერნატივის შექმნითაა შესაძლებელი, რამაც საბოლოოდ უნდა ჩამოშალოს რუსული რეჟიმი.

ყველას მოგიწოდებთ 26 მაისს შემოუერთდეთ ოპოზიციის ალიანსის მიერ დაანონსებულ აქციას. ერთად დავაჩქაროთ რეჟიმის დასასრული.

12/04/2026

ოპოზიციის ალიანსი ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად.

უნგრეთი წარმოადგენს ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილს, რაც ვიქტორ ორბანის მხრიდან მარცხის აღიარებაშიც მკაფიოდ გამოიხატა: ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება დემოკრატიული ტრადიციის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. უნგრეთის მყარი და მკაფიო პოზიცია რუსეთთან და თავისუფალი სამყაროს სხვა მტრებთან მიმდინარე დაპირისპირებაში უაღესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის.

ვუსურვებთ უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებას და იმედს გამოვთქვამთ რომ უნგრელი ხალხის არჩევანით შექმნილ ახალ რეალობაში არსებითად შესუსტდება ევროკავშირში და მთლიანად თავისუფალ სამყაროში პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლენა და გაღრმავდება უსაფრთხოების სფეროში თავისუფალ ერთა თანამშრომლობა.

05/04/2026

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ აკრძალა სადიგოვის ექსტრადიცია, რადგან ჩათვალა, რომ ეს სადიგოვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

რეჟიმის ნაბიჯი არის პირადი შურისძიება, ივანიშვილის მიმართ სადიგოვის კრიტიკული დამოკიდებულების გამო.

ოპოზიციის ალიანსი მხარდაჭერას ვუცხადებთ აფგან სადიგოვს და მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მონიტორინგი გაუწიოს ამ შემთხვევას, ჟურნალისტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.

04/04/2026

გილოცავთ უფალი იესო ქრისტეს დიდებით შებრძანებას იერუსალიმში, ბზობას!

31/03/2026

ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას!

31/03/2026

ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას.

26 მაისამდე, ეროვნული მობილიზაციის კამპანიის ფარგლებში შევიკრიბებით ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში.

და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, შევიკრიბებით თბილისში.

გამარჯვებისთვის, ერთად, ბოლომდე!

https://www.facebook.com/share/16nkf4cUMH/

შემოგვიერთდით მითითებულ ლინკზე, https://whatsapp.com/channel/0029VbC7b9P4dTnEb1xhI82O გახდით კამპანიის what's app ჩატის წევრი, ვიმუშაოთ ერთად!

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


S***a Rustaveli Avenue 21
Tbilisi
0108