ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo

ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo

Share

პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველო"

30/05/2026

მოჭრილი კუდიგორის მთა და “ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის პირად ინტერესებს შეწირული ისტორიული ტერიტორია

30/05/2026

🟡 "როგორ დავიჯერო, რომ ძალიან აინტერესებთ ჯაშუშების დაკავების საკითხი მაშინ, როდესაც გააუქმეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და არ განახლებულა უსაფრთხოების სფეროში მთავარი კონცეპტუალური დოკუმენტები".

ლანა გალდავა

29/05/2026

🟡 "ის საგარეო-პოლიტიკური კურსი, რომელიც გააჩნი ამ რეჟიმს არის თავიდან ბოლომდე ანტიქართული".

გრიგოლ გეგელია

29/05/2026

🟡 "დანაშაულის განცდა იმიტომ კი არ აქვთ, რომ პოლიციელები ბიჭს სასტიკად გაუსწორდნენ, რომ გაუსაჯაროვდათ ამაში ხედავენ პრობლემას, ეს როგორ დაუშვეს და დაემართათ".

თაზო დათუნაშვილი

29/05/2026

სოფელ ნაფარეულის მიტოვებული საბავშვო ბაღი - კორუმპირებული ოცნების სახე

29/05/2026

🟡 "არ ვიცი სარჯველაძეს რატომ ჰგონია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ინფორმაციის მოძიება, დარეკვა და გარკვევა, ჯანდაცვის რა სისტემაა შვეიცარიაში. როგორ მოუვიდა საერთოდ თავში შეედარებინა ჩვენი და მათი ჯანდაცვის სისტემა?! ის მედიკამენტი, რომელზეც არის საუბარი, ერთი გამოიყენება უკვე შვეიცარიაში და მეორეს "სვიზმედიკმა მისცა ავტორიზაცია. ეს ხალხი არის უბრალოდ მატყუარა და მიზანტროფი".

ვატო სურგულაძე

29/05/2026

"ქართული ოცნების" რეჟიმმა დღეს მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ მისთვის საქართველოს ნებისმიერი წარმატება არის მიუღებელი.

დღეს სრულიად ევროპული კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპა მზადაა საქართველოს ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაციის საკითხი აქციოს მოლაპარაკების ერთ-ერთ საგნად ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

ეს არის წინადადება, რომელსაც ორი ხელით მიესალმება ნებისმიერი ნორმალური, ქვეყნის მოყვარული
ხელისუფლება. მეტიც, ეს არის ის რისთვისაც თვითონ უნდა იბრძოდეს, მუშაობდეს და იღლებოდეს ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება, მაგრამ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პრემიერმა პასუხად ევროპას მორიგ ჯერზე დაუწყო თითის ქნევა, რადგან ეს არის დავალება, რომელიც მან უნდა შეასრულოს.

კობახიძეს, რომელიც გუშინ იმასაც ვერ იხსენებდა, როგორ სცემდა ხარება ადამიანებს საკუთარ მანქანასთან ერთი წლის წინ, დღეს ახერხებს გაიხსენოს, რომ თურმე ათწლეულების განმავლობაში ევროპული ბიუროკრატია ქართველი ხალხის წინააღმდეგ ყოფილა მომართული.

დიახ, ის ევროპული ბიუროკრატია, რომელიც ათწლეულების მანძილზე აფინანსებდა ქართველი ერის განვითარებას, ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის განვითარებას, ის ბიუროკრატია, რომელმაც მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და მოგვცა შანსი გადაგვედგა ნაბიჯი კეთილდღეობისა და მშვიდობისკენ მანამ, სანამ კობახიძის თანაგუნდელები ასობით მილიონით და ჯამში მილიარდობით ძარცვავდნენ ღარიბი ხალხის ბიუჯეტს ქვეყანაში, სადაც ბავშვებისათვის წამალს არ ყიდულობენ, მოხუცები კი გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობენ.

"ძლიერი საქართველო - ლელო" მიესალმება საქართველოს ერთგული მეგობრის, კაია კალასის წინადადებას. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა საქართველო გავათავისუფლოთ რეჟიმისგან, რომელიც მიზანმიმართულად ჭრის ყველა იმ ტოტს, რაზეც ჩვენი სტაბილურობაა დამოკიდებული და შევქმნათ ეროვნული ხელისუფლება, რომელიც
გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რასაც ევროკავშირი სთავაზობს ქართველ ხალხს ჩვენი საუკეთესო ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად" — გრიგოლ გეგელია

29/05/2026

მოქალაქეთა მხარდაჭერის და კოორდინაციის ცენტრი მუშაობას განაგრძობს!

საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით და ჩვენი გუნდის იურისტები მყისიერად დაგეხმარებიან

29/05/2026

ის, რაც გუშინწინ მოხდა, არის სისტემური დანაშაული! პრობლემა ის არის, რომ არც გორის პოლიციის ხელმძღვანელი, არც სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი არ გადადგა. ამაზე უნდა საუბრობდეთ თქვენ! მე დღეს პროტესტის ნიშნად ვტოვებ სხდომას! — ვატო სურგულაძე

29/05/2026

🟡 "თბილისში 10 000-ზე მეტი ავარიული შენობაა, სადაც ათობით ოჯახი ცხოვრობს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ და როცა ამ ადამიანების გამოყვანაზე ვსაუბრობდი მერიისგან და მათ შორის კალაძისგან ვიღებდი პასუხს, რომ საკუთრების უფლება ხელშეუხებელია და ვერავის აიძულებდნენ შენობის დატოვებას, მაგრამ ახლა, აბანოთუბნის ტერიტორიაზე, როცა მათი ინტერესები იკვეთება, ექსპროპრიაციის გზით უნდათ ადამიანების საკუთარი ტერიტორიებიდან გამოყვანა".

ნიკა ჩერქეზიშვილი

29/05/2026

LIVE 🟡 კაია კალასის განცხადება და კობახიძის კაპიტულანტური პასუხი, რომელიც არ პასუხობს ქვეყნის ეროვნულ და სუვერენულ ინტერესს | გრიგოლ გეგელიას ბრიფინგი

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Station Square 2
Tbilisi
0100