ნოტარიუსთა პალატის განცხადება
▶️გაცნობებთ, რომ პროფილაქტიკური სამუშაოების გამო მიმდინარე წლის 17 სექტემბრის 21:00 საათიდან 20 სექტემბრის 09.00 საათამდე პერიოდში გაითიშება ელექტრონულ სანოტარო რეესტრთან წვდომა.
▶️მოქალაქეებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ მითითებულ პერიოდში ვერ დამოწმდება სანოტარო მოქმედებები.
✅გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული.
Notary Bureau / სანოტარო ბიურო
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Notary Bureau / სანოტარო ბიურო, Notary public, Tbilisi.
20/05/2020
დღეიდან სანოტარო ბიუროები ეტაპობრივად გაიხსნება - ბიუროს საერთო ფართობი არის არანაკლებ 30 კვ. მეტრისა;
25/02/2020
❓რა ხდება მაშინ, თუ მოანდერძეს ორი ან მეტი ანდერძი აქვს შედგენილი?
👉 სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებულია სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძის უპირატესობა. შესაბამისად, თუ ერთმა პირმა რამდენიმე ანდერძი შეადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი შედგენილია სანოტარო ფორმით, დანარჩენი კი – არა, უპირატესობა სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს ენიჭება.
🔺ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ სანოტარო წესით არის შედგენილი ორი ან მეტი ანდერძი, მათ შორის უპირატესობის საკითხი ამგვარად წყდება:
🔺თუ მოანდერძემ რამდენიმე ანდერძი შეადგინა, მაგრამ ისინი ავსებენ და მთლიანად არ ცვლიან ერთმანეთს, მაშინ ყველა ანდერძი ინარჩუნებს ძალას.
🔺წინა ანდერძი ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი განკარგულებები შეცვლილი არ არის შემდგომი ანდერძით.
👉 სანოტარო ანდერძი არ შეიძლება მოიშალოს სხვა ფორმის ანდერძით.
22/10/2019
📣 დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება
🔸 დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება. შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში #98, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესს არეგულირებს, 1-ლი ნოემბრიდან შევა ძალაში.
🔸 ახალი რეგულაციების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა. საკანონმდებლო სიახლე, ერთი მხრივ, იცავს საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მათი პირადი მონაცემების არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან, მეორე მხრივ კი მიმართულია საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის - ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნებისაკენ, რასაც უკანონოდ, სხვისი დოკუმენტით საზღვრის კვეთამ ან კიდევ ევროპულ სივრცეში რამდენიმე პასპორტით მოძრაობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას.
🔸 ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება.
📌 ახალი პასპორტის ასაღებად პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების ცნობა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოში მყოფმა მოქალაქემ უნდა წარადგინოს სერვისების განვითარების სააგენტოში, საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ კი - საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში.
✔ მოქალაქის მიერ შესაბამისი საბუთების ჩაბარების შემდეგ, სერვისების განვითარების სააგენტო გააუქმებს დაკარგულ (მოპარულ) პასპორტს, მისი გაუქმების შესახებ პერსონალური მონაცემების სტანდარტის დაცვით ინფორმაციას მიაწვდის ინტერპოლს და მოქალაქეზე გასცემს ახალ პასპორტს.
📌 ახალი რეგულაციები არ გავრცელდება 1-ლ ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე.
04/10/2019
სააღსრულებო ფურცელი
ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები;
ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას;
ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე;
ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააღსრულებო ფურცლის ან/და იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ აჩერებს აღსრულებას.
სააღსრულებო ფურცლის მისაღებად უნდა მიმართოთ იმავე ნოტარიუსს, სადაც გაფორმდა ხელშეკრულება. თუმცა, თუ აღნიშნული ნოტარიუსი მოქმედი აღარ არის, შეგიძლიათ, ნებისმიერ ნოატრიუსს მიაკითხოთ.
საზღაური: სააღსრულებო ფურცლის გაცემა 100 ლარი.
ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასურია 2.0 ლარი.
25/09/2019
საქორწინო ხელშეკრულება
მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას.
საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე მისი რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს. საქორწინო ხელშეკრულება ქორწინების რეგისტრაციამდე უნდა დაიდოს, თუ ერთ-ერთი მეუღლე მაინც მხარდაჭერის მიმღებია.
საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე.
საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობანი და – დავის შემთხვევაში – სასამართლოში მიმართვის უფლება.
საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ან შეწყდეს ნებისმიერ დროს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
საქორწინო ხელშეკრულება წყდება განქორწინებისას.
საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობით და დასტურდება სანოტარო წესით.
ამ ვებგვერდის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია იმის შესახებ, მიმდინარეობს თუ არა სამემკვიდრეო საქმისწარმოება გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) დანაშთ ქონებაზე, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სანოტარო ბიუროებში.
Notary სამემკვიდრეო საქმის წარმოება არ მიმდინარეობს
24/09/2019
საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურდება შემდეგი სანოტარო მოქმედებები:
1. ანდერძის დადასტურება 9 ლარი
2. ანდერძის გახსნის შესახებ ოქმის შედგენა 5 ლარი
3. ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება 2 ლარი
4. დოკუმენტის თარგმანის სისწორის დამოწმება თითოეული გვერდისთვის 1 ლარი
5. დოკუმენტის ასლისა და დოკუმენტიდან ამონაწერის სისწორის დამოწმება თითოეული გვერდისთვის 0.5 ლარი
6. იმ დოკუმენტის ასლის გაცემა, რომელიც ინახება სანოტარო ბიუროში 3 ლარი
7. მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურება 10 ლარი
8. საზღვაო პროტესტის შესრულება 300 ლარი
9. მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება 2 ლარი
10. მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება 2 ლარი
11. დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება 2 ლარი
12. მოქალაქის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის ფაქტის დადასტურება 2 ლარი
13. ნოტარიუსის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების გადაცემა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის 3 ლარი 9
14. განცხადების პროექტის შედგენა 1 ლარი
15. განცხადების ან უწყების ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ მოწმობის გაცემა 2 ლარი
16. ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა ქონების შეფასების გარეშე 20 ლარი
17. სააღსრულებო ფურცლის გაცემა 100 ლარი.
ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის (გარდა დოკუმენტის ასლის დედანთან სისწორის დამოწმების რეგისტრაციისა) საფასურია 2.0 ლარი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით).
23/09/2019
👉 მინდობილობის დისტანციურად დამოწმება
👉 საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ონლაინ რეჟიმში სრულდება.
👉 ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე პირს.
სანოტარო აქტის ონლაინში დამოწმებას ახოციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი ნოტარიუსი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.
👉 ონლაინ რეჟიმში მინდობილობა/რწმუნებულების დამოწმების პროცესს უნდა ესწრებოდეს ორი პირი:
1. ხელმომწერი - პირი, რომელიც მარწმუნებლის (მინდობილობის გამცემის) ნაცვლად, მისი თხოვნით ხელს აწერს სანოტარო აქტს.
ხელმომწერი შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე.
2. მოწმე - პირი, რომელიც მოწმის სტატუსით ესწრება სანოტარო მოქმედების შესრულებას და ასევე ხელს აწერს სანოტარო აქტს.
👉 მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილე რომელიმე მხარის და/ან ნოტარიუსის ნათესავი აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით, ასევე სანოტარო მოქმედების მონაწილე იურიდიული პირის დაქირავებული პირი
21/09/2019
მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ:
ა) კანონით მემკვიდრეობის დროს – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;
ბ) ანდერძით მემკვიდრეობისას – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.
კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან:
I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.
II. მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.
III. მესამე რიგში – ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.
IV. მეოთხე რიგში – ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები.
V. მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.
21/09/2019
ვის მივმართო სამკვიდრო მოწმობის მისაღებად?
გარდაცვალების მოწმობის მიღების შემდგომ, სამკვიდრო მოწმობის მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოთ ნოტარიუსს. განცხადება რეგისტრირდება ელექტრონულ სანოტარო რეესტრში და საქმეს აწარმოებს მხოლოდ მხოლოდ ერთი ნოტარიუსი. მემკვიდრეს უფლება აქვს განცხადება წარადგინოს ნებისმიერ ნოტარიუსთან. თუ თქვენ არ ხართ ერთადერთი მემკვიდრე და აღმოჩნდა, რომ თქვენამდე ნოტარიუსს განცხადებით მიმართა სხვა მემკვიდრემ, სამკვიდრო საქმეს დაასრულებს ის ნოტარიუსი, ვისაც თავდაპირველი განცხადება წარედგინა.
რა ვადაში მივმართო ნოტარიუსს?
სამკვიდროს მოწმობის მიღების მოთხოვნით ნოტარიუსთან განცხადების წარდგენა უნდა მოხდეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში. განცხადების წარდგენა შესაძლებელია გარდაცვალების მოწმობის საფუძველზე. განცხადების ტექსტის შედგენას, თქვენი უფლება-მოვალეობების განმარტებას და ყველა სხვა დანარჩენ საკითხში თქვენს სამართლებრივ გაცნობიერებას უზრუნველყოფს ნოტარიუსი. თუ ეს ვადა დარღვეულია წარუდგენთ ნოტარიუს დოკუმენტებს, რომლითაც მას დოკუმენტალურად დაარწმუნებთ, რომ თქვენ ფაქტობრივად მიიღეთ მამკვიდრებლის ქონება.
როდის მივიღებ სამკვიდრო მოწმობას?
სამკვიდრო მოწმობა გაიცემა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ დროს.
ნოტარიუსმა მითხრა უარი...
ნოტარიუსი უარს აცხადებს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, ნოტარიუსი გასცემს დადგენილებას, სადაც მიეთითება უარის საფიუძვლები. მათითებული საფუძვლების აღმოფხვრის შემდეგ, მემკვიდრეს შესაძლებლობა აქვს, კვლავ მიმართოს ნოტარიუსს.
როგორ დავარეგისტრირო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უძრავი ქონება?
სამკვიდრო მოწმობა რეგისტრაციისათვის წარედგინება საჯარო რეესტრს. თუ მამკვიდრებლის ქონება უკვე რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში, ნოტარიუსი, რომელსაც აქვს ამისათვის საჯარო რეესტრის ავტორიზაცია, რეგისტრაციისათვის განცხადების წარდგენას თავად უზუნველყოფს და თქვენ რეესტრში მისვლა აღარ მოგიწევთ.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Address
Tbilisi
Opening Hours
| Monday | 10:00 - 18:00 |
| Tuesday | 10:00 - 18:00 |
| Wednesday | 10:00 - 18:00 |
| Thursday | 10:00 - 18:00 |
| Friday | 10:00 - 18:00 |
| Saturday | 10:00 - 18:00 |
