20/03/2026
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ჩატარდება სამეცნიერო სემინარი. "საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების კვლევა საქართველოს ტერიტორიაზე." შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების 2022 წლის გრანტის (FR-22-2882) დასკვნითი ანგარიში
პროექტის ხელმძღვნელი - ნაზიბროლა ბეგლარაშვილი;
კორდინატორი - მიხეილ ფიფია;
მომხსენებელი - მიხეილ ფიფია.
27/02/2026
27 თებერვალს, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი. დღის წესრიგში იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტით დაფინანსებული პროექტის (FR-22-4765)
"ქ. ქუთაისის ატმოსფეროში PM2.5 და PM10-ის გავრცელების გამოკვლევა ექსპერიმენტული დაკვირვებებითა და კომპიუტერული მოდელირებით" - საბოლოო ანგარიში. მომხსენებელი ნათია გიგაური.
13/12/2025
2025 წლის 11 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ჩატარდა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნილი აკადემიის დაარსების 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ბუნებრივი ეკოსისტემების შესწავლა და მდგრადი გამოყენება კლიმატის თანამედროვე ცვლილების პირობებში“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 29 ინსტიტუციის (მათ შორის ავტრიიდან, გერმანიიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან) 120-ზე მეტმა მეცნიერმა, მათ შორის, დოქტორანტებმა და სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებმა.
On December 11, 2025, the Institute of Hydrometeorology of Georgian Technical University hosted an International Scientific Conference entitled “Study and Sustainable Use of Natural Ecosystems under Conditions of Modern Climate Change,” dedicated to the 85th anniversary of the founding of the Georgian National Academy of Sciences.
The conference brought together more than 120 participants from 29 institutions, including researchers from Austria, Germany, Azerbaijan, and Ukraine, as well as doctoral candidates and students at various academic levels.
13/11/2025
2025 წლის 6-8 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მიერ ორრგანიზებული პირველი საერთაშორისო კონფერენცია „გეოფიზიკის თანამედროვე პრობლემები“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მაღალი დონის მეცნიერებმა საქართველოდან, იტალიიდან, გერმანიიდან, სლოვენიიდან, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, ბელარუსიიდან და სხვა. მეცნიერებმა წარადგინეს ახალი თანამედროვე კლევების შედეგები, განხილული იქნა მრავალი გლობალური საკითხი და ახალი სამეცნიერო მეთოდები. ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გამოქვეყნდა კონფერენციის მასალების (ნაშრომების) კრებული. კრებული კონფერენციის მასალებით ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://openlibrary.ge/handle/123456789/10715
On November 6-8, 2025, the 1st International Conference “Modern Problems of Geophysics” organized by the M. Nodia Institute of Geophysics and the Institute of Hydrometeorology of the Georgian Technical University was held at Ivane Javakhishvili Tbilisi State University. High-level scientists from Georgia, Italy, Germany, Slovenia, the Chechen Republic, Belarus, and others participated in the conference. Scientists presented the results of new modern researches, discussed many global issues and new scientific methods. A book of conference materials (papers) was published on the basis of Ivane. Javakhishvili Tbilisi State University. The book with conference materials is available at the following link: http://openlibrary.ge/handle/123456789/10715
05/11/2025
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია- მიხეილ ნოდიას სახელობის პრემია- მიენიჭათ: ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს, მთავარ მეცნიერ თანამშრომელს, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორ ელიზბარ ელიზბარაშვილს, თსუ-ს გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებს - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორ ავთანდილ ამირანაშვილს, აკადემიურ დოქტორებს: ოთარ ვარაზანაშვილის და გიორგი გაფრინადაშვილს შრომათა ციკლისათვის -„ბუნებრივი საშიშროებები საქართველოში: პარამეტრული კატალოგების შედგენა და კანონზომიერებების გამოკვლევა“.
გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების კონკურსის შედეგები
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადე.....
29/10/2025
2025 წლის 21-23 ოქტომბერს ქ. ბაქოში, აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - The 7-th Eurasian Conference “Risk-oriented Design and Operation of Infrastructure Systems: Sustainability Paradigm”, რომელშიც მონაწილეობდნენ მეცნიერები 27 ქვეყნიდან. კონფერენციას ესწრებოდნენ და მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სტუ-ს ჰიდრიომეტეოროლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა: ინსტიტუტის დირექტორმა - მიხეილ ფიფიამ; მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა - ალექსანდრე სურმავამ, უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა - ნაზიბროლა ბეგლარაშვილმა.
On October 21-23, 2025, an international scientific conference - The 7-th Eurasian Conference “Risk-oriented Design and Operation of Infrastructure Systems: Sustainability Paradigm” was held at the Azerbaijan State Oil and Industry University in Baku, in which scientists from 27 countries participated. The conference was attended and participated in by employees of the Institute of Hydrometeorology of the Georgian Technical University: Director of the Institute - Mikheil Pipia; Main scientist - Aleksandre Surmava, Senior scientist - Nazibrola Beglarashvili.
08/10/2025
დღეს სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში შედგა სამეცნიერო საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელიც მიეძღვნა ღვაწლმოსილი მეცნიერების სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი მელაძის და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ალექსანდრე სურმავას შესაბამიდან 95 და 80 წლის იუბილეებს.
საბჭოზე სიტყვით გმოვიდა ისტიტუტის დირექტორი, გეოგრაფიის დოქტორი მიხეილ ფიფია და იუბილარებს გადასცა საპატიო ადრესები. გამომსვლელებმა (ლ.ინწკირველი, ე.ელიზბარაშვილი, გ.კორძახია, თ.გიგაური) აღნიშნეს იუბილარების დიდი დამსახურება აგრომეტეოროლოგიის, მეეტეროლოგიის და ეკოლოგიის დარგების განვითარებაში. საბჭოს წევრებმა იუბილარებს უსურვეს ჯანმრთელობა, ოჯახური ბედნიერება და ახალი შემოქმედებითი წარმატებები.
26/09/2025
ა.წ. 25 სექტემბერს სტუ-ის ნიკო ნიკოლაძის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის პროექტი FR-21-1996 „ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მყინვარების დეგრადაციის კვლევა და „საქართველოს მყინვარების ელექტრონული ატლასის“ შექმნა“ სადემონსტრაციო დღე - საბოლოო შედეგების განხილვა,. პროექტის ხელმძღვანელი - გ. კორძახია, შემსრულებლები: ლ. შენგელია (კორდინატორი), გ. თვაური, მ. ძაძამია, გ. გულიაშვილი, ს. ბერიძე, ნ. არუთინიანი, მ. შენგელია. მომხსენებელი - გ. კორძახია, თანამომხსენებელი - ნ. არუთინიანი.
ატლასი განთავსებულია სტუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის პორტალზე: https://www.ecohydmet.ge/Glaciers-atlas.html
17/09/2025
2025 წლის 12 სექტემბერს სტუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი. სემინარზე გაკეთდა საგრანტო პროექტის - „საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროება და მისი შერბილების რეკომენდაციები“ (FR-21-1677) - საბოლოო შედეგების პრეზენტაცია.
On September 12, 2025, a scientific seminar was held at the Institute of Hydrometeorology of GTU. The seminar presented the final results of the grant project – “Avalanche danger on the roads of the mountainous regions of Georgia and recommendations for its mitigation” (FR-21-1677).