Central Harmonization Unit of the Ministry of Finance of Georgia

Central Harmonization Unit of the Ministry of Finance of Georgia

Share

ჰარმონიზაციის ცენტრი (სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი)

ჰარმონიზაციის ცენტრი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი (სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი), რომელიც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვას, განვითარებასა და ამ საკითხების კოორდინაციას, ცენტრალური ხელისუფლების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში

12/03/2026

გაცნობებთ, რომ დაიწყო რეგისტრაცია შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაზე.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია .👇

📢 ფინანსთა სამინისტროს აკადემია იწყებს რეგისტრაციას საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაზე.

პროგრამა მიზნად ისახავს, ქვეყნის მასშტაბით, შიდა აუდიტის საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად მიახლოვებას, შიდა აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლების გზით.

📝 საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა შემუშავებულია ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის - ჰარმონიზაციის ცენტრისა და OECD-SIGMA-ს მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.

პროგრამის მოდულები:
📑 I მოდული — შიდა აუდიტის საფუძვლები
📑 II მოდული — შიდა აუდიტის პრაქტიკა
📑 III მოდული — მმართველობა, სტრატეგია, რისკის მართვა და კონტროლი
📑 IV მოდული — ადგილობრივი კანონმდებლობა

პროგრამის ღირებულება: 5000 ₾

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1 მაისი
ფორმატი: ჰიბრიდული (პირისპირ, ონლაინ)
📅 თარიღი: I და II მოდული: 25 მაისი – 1 ნოემბერი
III და IV მოდული: 2 ნოემბერი – 7 მარტი

▶️ დეტალური ინფორმაცია:https://mofacademy.ge/Content/files/Audit.pdf

▶️ სარეგისტრაციო ბმული: https://e.mofacademy.ge/ka/Course/MyInterests/1333

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომაშვილი
📱მობ: +995 591 32 03 10
📧 [email protected]

#ფინანსთასამინისტროსაკადემია
#შიდააუდიტისსერტიფიცრებისპროგრამა

Photos from Central Harmonization Unit of the Ministry of Finance of Georgia's post 11/03/2026

მიმდინარე წლის 3–5 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო ესპანეთში, ქალაქ მადრიდში, გამართულ პლენალურ სხდომაზე.

სამუშაო შეხვედრები ორგანიზებული იყო PEMPAL-ის შიდა აუდიტის პრაქტიკოსთა საზოგადოებისა (IACOP) და ესპანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის შიდა კონტროლის უწყების (IGAE) მიერ.

შეხვედრა გახსნა მარია ხოსე გუალდამ, ესპანეთის ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტისა და ხარჯების სახელმწიფო მდივანმა.

პლენარული შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა:

ესპანეთის საჯარო შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის რეფორმები, მათი ინსტიტუციური მოდელი, სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკული გამოცდილება.

შიდა აუდიტის ანგარიშგების გაუმჯობესების პრაქტიკა, ანგარიშების გავლენიანობის ზრდის გზები და გლობალური ტენდენციები.

ასევე, ყურადღება გამახვილდა შიდა აუდიტის ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებასა და სამომავლო განვითარების პრიორიტეტებზე.

ვიზიტის ფარგლებში, გაზიარებულ იქნა ესპანეთის სამეფოს, მადრიდის წყალმომარაგების სახელმწიფო საწარმოში (Canal de Isabel II ) შიდა აუდიტისა და შიდა კონტროლის პრაქტიკა.

შეგახსენებთ, რომ PEMPAL-ი აერთიანებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 23 ქვეყანას და წარმოადგენს ჰარმონიზაციის ცენტრების პროფესიული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც დაარსებულია მსოფლიო ბანკის მიერ.

27/02/2026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრმა უმასპინძლა აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროს დელეგაციას.

ვიზიტის განმავლობაში დელეგაცია გაეცნო სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ძირითად მიმართულებებს, შიდა აუდიტის განვითარების გამოცდილებასა და რისკებზე დაფუძნებულ მიდგომებს, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.

გამართული შეხვედრები და ვიზიტები ემსახურებოდა გამოცდილების გაზიარებასა და ორ ქვეყანას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებას.

Photos from ფინანსთა სამინისტრო / Ministry of Finance of Georgia's post 26/02/2026
27/01/2026

საქართველოში დაფუძნდა საქართველოს შიდა აუდიტორთა ეროვნული ასოციაცია, რომელიც წარმოადგენს შიდა აუდიტორთა ინსტიტუტს (IIA) საქართველოში.

შიდა აუდიტორთა ინსტიტუტი (The IIA) არის შიდა აუდიტის სფეროს ლიდერი და მთავარი მარეგულირებელი ორგანიზაცია. 1941 წელს დაარსებული ინსტიტუტი დღეს 200000-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს და ადგენს გლობალურ სტანდარტებს (GIAS), რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ეყრდნობიან.

IIA Georgia-ს საქართველოში დაფუძნება მნიშვნელოვანი ეტაპია
რაც ხელს შეუწყობს შიდა აუდიტორების - პირდაპირ წვდომას მსოფლიოში აღიარებულ ახალ გლობალურ სტანდარტებთან (GIAS). უზრუნველყოფს: საერთაშორისო სერტიფიცირების მხარდაჭერას CIA (Certified Internal Auditor). წვდომას უახლეს საერთაშორისო კვლევებზე, ტრენინგებსა და გლობალურ გამოცდილებაზე.

IIA Georgia-ს დაფუძნება ნიშნავს მეტ წვდომას გლობალურ ცოდნაზე, პროფესიულ სერტიფიცირებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე. აღნიშნული ინიციატივა გააძლიერებს მმართველობისა და შიდა კონტროლის კულტურას ქვეყანაში.

ვულოცავთ პროფესიულ საზოგადოებას ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და ვუსურვებთ IIA Georgia-ს წარმატებულ საქმიანობას.

მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიწერეთ მათი გვერდი

ლინკი: https://www.facebook.com/profile.php?id=61578904293393

24/12/2025

ქალაქ რუსთავში, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ინიცირებით საფუძველი ჩაეყარა სამუშაო-პრაქტიკული შეხვედრების ახალ ფორმატს „დაძმობილებას“ (TWINNING). პირველი შეხვედრა ჩატარდა ქვემო ქართლის რეგიონის შიდა აუდიტორებთან.

ახალი ფორმატის მიზანს წარმოადგენს ეროვნულ დონეზე, ქვეყნის შიგნით დაგროვილი საუკეთესო პრაქტიკისა და პროფესიული გამოცდილების კოლეგიალური გაზიარება, შიდა აუდიტის ინსტიტუციური მდგრადობის გაძლიერება და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის განმტკიცება.

შეხვედრა გახსნა სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირმა გელანტია-ახვლედიანმა. მან ხაზი გაუსვა ეფექტიანობის აუდიტის აუცილებლობას და მის გავლენას მუნიციპალური პროგრამების შედეგებზე. ამასთან, მონაწილეებს გააცნო ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიმდინარეობა და გამოწვევები მერიებში.

შეხვედრის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის წარმომადგენლებმა — თამაზ ჯვარიძემ და ლელა წიკლაურმა, მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტორებს გაუზიარეს შიდა აუდიტის ფუნქციის განხორციელების საუკეთესო პრაქტიკა, ეფექტიანობის აუდიტის დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება, მათ შორის, შიდა აუდიტის სტრუქტურული მოწყობა, მენეჯმენტთან და საკრებულოსთან კომუნიკაციის მექანიზმები, აუდიტის ობიექტების შერჩევის კრიტერიუმები და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა კიკნაძე, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტის წარმომადგენლები.

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი გააგრძელებს ზემოაღნიშნულ პრაქტიკულ სამუშაო ფორმატს დანარჩენ რეგიონებშიც ქვეყნის მასშტაბით, რაც ხელს შეუწყობს კოლეგიალური პრაქტიკის გაზიარებით შიდა აუდიტის ფუნქციის გაუმჯობესებას.

აღნიშნული სამუშაო-პრაქტიკული შეხვედრა წარმოადგენს „დაძმობილების“(TWINNING) პროექტის ნაწილს, რომელიც გათვალისწინებულია 2025–2028 წლების „სახელმწიფო შიდა კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში“.

Photos from Central Harmonization Unit of the Ministry of Finance of Georgia's post 17/12/2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ინიცირებით საქართველოს, ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „შიდა კონტროლის სისტემები ეფექტიანი მმართველობისთვის“.

საჯარო ლექციას გაუძღვნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის წარმომადგენლები - ირმა გელანტია-ახვლედიანი და ელეონორა ლომინეიშვილი, ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი - ნიკო რევიშვილი.

შეხვედრა გახსნეს სტუ-ის ვიცე-რექტორმა, თამარ ლომინაძემ და ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა - რუსუდან ქუთათელაძემ.

ლექციის მიზანი იყო სტუდენტებში პროფესიული ინტერესის გაღვივება და ორგანიზაციებში შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლება. სპიკერებმა განმარტეს რისკების მართვის სისტემა, მათ შორის კორუფციული რისკების მართვის მნიშვნელობა ორგანიზაციული წარმატებისა და რესურსების ეფექტიანი განკარგვის უზრუნველსაყოფად.

გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის მიმდინარეობას და მის მნიშვნელობას საქართველოს საჯარო მმართველობის განვითარებისთვის.

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი განაგრძობს ძალისხმევას, რათა შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის მიმართულებებით ხელი შეუწყოს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას.

ეფექტიანი შიდა კონტროლის სისტემის მდგრადი ინტეგრაციისთვის საჯარო მმართველობაში, კრიტიკულად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მოტივირებული და კვალიფიციური ახალგაზრდა რესურსის მოზიდვა.

Photos from Central Harmonization Unit of the Ministry of Finance of Georgia's post 09/12/2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის მონაწილეობით საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ორგანიზაციაში ეფექტიანი შიდა კონტროლის სისტემები“.

ღონისძიებაში სპიკერებად მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლები — გიული ჭკუასელი და ირმა გელანტია-ახვლედიანი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი — დავით მოდებაძე, და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა აუდიტის მენეჯერი — დავით გოგუაძე.

ლექციის მიზანი იყო სტუდენტებში პროფესიული ინტერესის გაღვივება და ორგანიზაციებში შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის მექანიზმების გაცნობა.

სპიკერებმა დეტალურად განმარტეს რისკების მართვის სისტემის მნიშვნელობა, ორგანიზაციული წარმატებისა და რესურსების ეფექტიანი განკარგვის უზრუნველსაყოფად.

გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის მიმდინარეობას და მის მნიშვნელობას საქართველოს საჯარო მმართველობის განვითარებისთვის.

შეხვედრა გამოირჩეოდა სტუდენტების მაღალი ჩართულობით — მათ შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სიმულაციურ პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დისკუსიებში, რაც შეხვედრას მეტად ინტერაქტიულ და პრაქტიკულ ხასიათს სძენდა.

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი განაგრძობს ძალისხმევას, რათა შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის მიმართულებებით ხელი შეუწყოს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას. ეფექტიანი შიდა კონტროლის სისტემის მდგრადი ინტეგრაციისთვის საჯარო მმართველობაში კრიტიკულად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მოტივირებული და კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მოზიდვა.

Photos from Central Harmonization Unit of the Ministry of Finance of Georgia's post 30/10/2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრისა და საერთაშორისო პროფესიული გაერთიანება - PEMPAL-ის თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 21-23 ოქტომბერს, მოლდოვაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „აუდიტი პრაქტიკაში და ჰარმონიზაციის ცენტრების გამოწვევები“. კონფერენციას ესწრებოდნენ ჰარმონიზაციის ცენტრის წარმომადგენლები და საჯარო სექტორის შიდა აუდიტორები 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

კონფერენციის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

• უზრუნველყოფილი იქნა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე შიდა აუდიტის (IA) სტრატეგიისა და სტრატეგიული დაგეგმვის გლობალურ შიდა აუდიტის სტანდარტებთან (GIAS) შესაბამისობაში მოსაყვანად საუკეთესო პრაქტიკისა და გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება;

• სამუშაო ჯგუფების ფორმატში გაიცა საბოლოო რეკომენდაციები მდგრადობის აუდიტის სახელმძღვანელოს დასასრულებლად და ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელოს გასაუმჯობესებლად;

• მოლდოვისგან მისი სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის დანერგვის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და უკუკავშირის უზრუნველყოფა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციას ესწრებოდა 500-ზე მეტი ონლაინ მონაწილე, მათ შორის ქართველი შიდა აუდიტორებიც. კონფერენციას ონლაინ მოდერაციას უწევდა ჰარმონიზაციის ცენტრის ხელმძღვანელი გიული ჭკუასელი.

შეგახსენებთ, რომ PEMPAL-ი აერთიანებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 23 ქვეყანას და წარმოადგენს ჰარმონიზაციის ცენტრების პროფესიული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც დაარსებულია მსოფლიო ბანკის მიერ.

ENG:

Within the framework of cooperation between the Harmonization Unit of the Ministry of Finance of Georgia and the international professional association PEMPAL, an international conference titled: “Audit in Practice and Challenges of Harmonization Unite” was held in Moldova on October 21–23 of this year.

The conference was attended by representatives of Harmonization Unite and public sector internal auditors from more than 30 countries.

During the conference, the following activities were carried out:

• Identification of best practices and solutions to align internal audit (IA) strategies and strategic planning at the central and local levels with the Global Internal Audit Standards (GIAS);
• In the format of working groups, final recommendations were provided for the completion of the Sustainability Audit Manual and the improvement of the Performance Audit Manual;
• Moldova shared information and provided feedback on the implementation of its public internal control and internal audit reforms.

It should also be noted that the conference was attended by more than 500 online participants, including Georgian internal auditors. The online session was moderated by Giuli Chkuaseli, the Head of the Harmonization Unit of Georgia.

For reference, PEMPAL unites 23 countries from Europe and Central Asia and serves as an international platform for sharing professional experience and best practices among Harmonization Units and Internal Auditors, established by the World Bank.

17/10/2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრისა და საერთაშორისო პროფესიული გაერთიანება - PEMPAL-ის თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 21-23 ოქტომბერს, 10 საათზე დაგეგმილია მორიგი საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს საჯარო სექტორის შიდა აუდიტორებისათვის.

კონფერენციის მსვლელობისას განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

• ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე შიდა აუდიტის (IA) სტრატეგიისა და სტრატეგიული დაგეგმვის გლობალურ შიდა აუდიტის სტანდარტებთან (GIAS) შესაბამისობაში მოსაყვანად საუკეთესო პრაქტიკისა და გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება.
• IACOP-ისგან ინფორმაციის მოპოვება მდგრადობის აუდიტის სახელმძღვანელოს დასასრულებლად და ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელოს გასაუმჯობესებლად;
• მოლდოველი კოლეგებისგან სახელმწიფო შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის რეფორმების შესახებ ინფორმაციის მიღება და უკუკავშირის გაზიარება.

საერთაშორისო კონფერენციას მოდერაციას გაუწევს ქნ. გიული ჭკუასელი PEMPAL IA COP აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ღონისძიება გაიმართება Zoom პლატფორმაზე, უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ინგლისურ ენაზე.

შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ბმულის გამოყენებით:

შეხვედრის ლინკი: https://lcmagency-eu.zoom.us/j/87259240208?pwd=cVYbq67mjI8260b5onez101LdCjR5t.1

Meeting ID: 872 5924 0208
Passcode: LCM2025

კონფერენციის მონაწილეები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ონლაინ სერტიფიკატით.

Photos from Central Harmonization Unit of the Ministry of Finance of Georgia's post 12/07/2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, შიდა კონტროლის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ასოცირებული ფინანსური მენეჯმენტის ოფიცრის, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მოადგილის, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის ფუნქციის ხელმძღვანელებსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის ფუნქციის ხელმძღვანელის მოადგილის მონაწილეობით.

შეხვედრის მიზანი იყო აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსუბული პროექტების აღმასრულებელ უწყებებში, ADB-ის მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგის გაუმჯობესების გზების ძიება. აღსანიშნავია, რომ ADB-ის მრავალმილიონიან პროექტებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შიდა აუდიტის როლი შიდა კონტროლის მონიტორინგის განხორციელების მიზნით.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შიდა აუდიტის 2026 წლის სამოქმედო გეგმებში გათვალისწინებული იქნება ABD-ის მიერ დაფინანსებული პროექტები. ასევე, განხილული იქნა შიდა აუდიტის ფუნქციის გაძლიერებისა და დამატებითი ღონისძიებების საჭიროებები. აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა გამოხატა მზადყოფნა შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოს სამუშაო შეხვედრები და სხვადასხვა აქტივობები, რომელიც დაეხმარებათ კვალიფიკაციის ამაღლებასა და ინფორმაციის გაზიარებაში.

Photos from Central Harmonization Unit of the Ministry of Finance of Georgia's post 17/06/2025

სახელმწიფო ხარჯების მართვის კოლეგათა ქსელის - შიდა აუდიტის პრაქტიკის საზოგადოების PEMPAL IACOP-ის და მონტენეგროს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით, ქალაქ ბუდვაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე - „ჰარმონიზაციის ცენტრების გამოწვევები“.

აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის - ჰარმონიზაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, გიული ჭკუასელმა და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ელეონორა ლომინეიშვილმა.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

მონტენეგროში მიმდინარე შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის რეფორმების პროგრესი და არსებული გამოწვევები;

შიდა აუდიტის ფუნქციის როლი საჯარო სექტორში მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით;

ასევე, განახლდა შიდა აუდიტის სახელმძღვანელოს შაბლონი, ახალ გლობალურ შიდა აუდიტის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად;

სამუშაო სესია დაეთმო მსჯელობას ეფექტიანობის აუდიტის უპირატესობებზე და მიზნებისა და ინდიკატორების შემუშავების საუკეთესო პრაქტიკებზე.

მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირება შიდა აუდიტის ფუნქციის საქმიანობაში და შესაბამისი ინდიკატორების შემუშავება და დანერგვა წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც უკვე ინერგება ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის, ავსტრიასა და ბელგიაში. ამ მიმართულებით გამოცდილებისა და კოლეგიალური პრაქტიკის გაზიარება, ასევე იყო აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

შეგახსენებთ, რომ PEMPAL-ი აერთიანებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 23 ქვეყანას და წარმოადგენს ჰარმონიზაციის ცენტრების პროფესიული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც დაარსებულია მსოფლიო ბანკის მიერ.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


16 Gorgasali Street
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00