26/03/2024
საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა
საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური ახალგაზრდულის გაერთიანება
26/03/2024
25/05/2023
დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - ზუსტად 105 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის გამო, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული 3 წლის შემდეგ შეწყვიტა - 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა
საქართველოს უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა, 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ეცნო, მოგვიანებით, კი უზენაესი საბჭოს არჩევნებიც დაენიშნა. არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა და ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, პარტიამ "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" გაიმარჯვა.
რეფერენდუმში მონაწილეობა საქართველოს მოსახლეობის 90,3%-მა მიიღო, რომელთაგან 98.9%-მა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა. 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. იმავე წლის 26 მაისს კი, საქართველომ პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია აირჩია.
23/05/2023
ტელეკომპანია ტვ პირველზე გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რომ თითქოს საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური პარტია და მისი ლიდერი არიან პრორუსები ან პუტინის რუსეთის მხარდამჭერები. სიუჟეტი შეეხებოდა, ჩვენს თანამშრომლობას ყველაზე დიდი პროდასავლურ პარტიასთან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან"
გულისტკენით, გვინდა გამოვეხმაუროთ ამ დეზინფორმაციას. ჩვენ ვართ ომის ვეტერანები, ვინც 90 იანებშიც და 2008 - შიც იბრძოლა რუსების, ოკუპანტების წინააღმდეგ. საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად დაგვიცავს ჩვენი სამშობლო, მტერი რუსეთისგან. ჩვენ, დიდ უმრავლესობას დღემდე აწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები, იმ ჭრილობების და ფსიქოლოგიური სტრესის გამო, რაც ომს ახლავს. ვფიქრობთ, პატივისცემას ვიმსახურებთ და არა ასეთი იარლიყების მიკერებას.
ჩვენ გვსურს, საქართველოსა და ჩვენი შვილებისთვის ევროპული მომავალი. ჩვენ გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რუსული გავლენების ხელისუფლების მარცხში და ამ გზაზე ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ ძალასთან და
განსაკუთრებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანებაა...
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
Tbilisi
