GNFC - Georgian National Film Center

Call Directions Website Contact the organization

GNFC - Georgian National Film Center საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი Georgian National Film Center

The National Film Center sets state policy in the film sector.

ეროვნული კინოცენტრი

ეროვნული კინოცენტრი განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას კინოს სფეროში. კინოცენტრი წარმოადგენს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შეიქმნა ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის მიზნით. The Film Center is a legal entity of public law under the Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia tasked with providing state support to national cinematography.

📣 ქართული კინოს კიდევ ერთი წარმატება!📽️ ქართველი რეჟისორის მამუკა ტყეშელაშვილის აფხაზეთის თემაზე შექმნილმა ანიმაციურმა ფ...
06/10/2026

📣 ქართული კინოს კიდევ ერთი წარმატება!

📽️ ქართველი რეჟისორის მამუკა ტყეშელაშვილის აფხაზეთის თემაზე შექმნილმა ანიმაციურმა ფილმმა „როცა ზღვა იყო მშვიდი“ მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე 🥈 ვერცხლის მედალი მოიპოვა!

🌎 ანიმაციური ფილმი მსოფლიოს 500-ზე მეტ ქალაქში გამართულ ჩვენებებზე 100,000-ზე მეტმა მაყურებელმა იხილა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.

🎉 საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს რეჟისორსა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.

✨ ანიმაციური ფილმი “როცა ზღვა იყო მშვიდი” ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

🎞️ 2 ოქტომბერს შვეიცარიაში, ციურიხის კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმის - “გურია” - პრემიერა შედგა.  🎊 ეროვნული კინ...
03/10/2026

🎞️ 2 ოქტომბერს შვეიცარიაში, ციურიხის კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმის - “გურია” - პრემიერა შედგა.

🎊 ეროვნული კინოცენტრი ულოცავს რეჟისორსა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს!

🎬 ეროვნული კინოცენტრი აცხადებს პროექტების მიღებას პირველი (სადებიუტო) სრულმეტრაჟიანი ფილმების 2026-2027 წლის წარმოების დ...
29/09/2026

🎬 ეროვნული კინოცენტრი აცხადებს პროექტების მიღებას პირველი (სადებიუტო) სრულმეტრაჟიანი ფილმების 2026-2027 წლის წარმოების დაფინანსების მიზნით.

📅 პროექტები მიიღება 2026 წლის 29 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით.

🔗 კონკურსის დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე: https://www.gnfc.ge/ka/competitions/ფილმწარმოების-და-დიტრიბუციის-დაფინანსება/Debut-feature-films-2026

28/09/2026

ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორი, ლევან დვალი, გადაცემაში „დღე პირველ არხზე“ ეროვნული კინოცენტრის მიმდინარე საქმიანობისა და ქართული კინოინდუსტრიის მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ:

🔹 ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი;
🔹 ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა“;
🔹 სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიკე";
🔹 ფილმის „გურია“ მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე;
🔹 ანიმაციური ფილმის „როცა ზღვა იყო მშვიდი“ წარმატება ოტავას საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზე;
🔹 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების დაფინანსების კონკურსი;
🔹 სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმების დაფინანსების კონკურსი.

აფხაზეთის თემაზე შექმნილმა მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა „როცა ზღვა იყო მშვიდი“ ოტავას საერთაშორისო ანიმაციურ ფესტ...
27/09/2026

აფხაზეთის თემაზე შექმნილმა მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა „როცა ზღვა იყო მშვიდი“ ოტავას საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა:

🏆 ანიმატორთა გილდიის პროფესიული ჯილდო საუკეთესო მხატვრობისთვის;
🏆 მაყურებლის პრიზი - საპატიო აღნიშვნა.

ფილმი ეძღვნება საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკულ თარიღს, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს.

ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

ვულოცავთ შემოქმედებით ჯგუფს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.

Screen Daily: ევროპის კინოაკადემიის ყოფილ თავმჯდომარეს, მაიკ დაუნის (Mike Downey), ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფეს...
25/09/2026

Screen Daily: ევროპის კინოაკადემიის ყოფილ თავმჯდომარეს, მაიკ დაუნის (Mike Downey), ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალზე კინოინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცემა.

იხილეთ სტატია ბმულზე

Agnieszka Holland and Georgian director Temur Babluani are also being honoured.

ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმში სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ნიკე“ მე-2 გამოშვება გაიმ...
23/09/2026

ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმში სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ნიკე“ მე-2 გამოშვება გაიმართა.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იყო 17 ქვეყნის 28 ფილმი - სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ნამუშევრები. ერთი კვირის განმავლობაში გაიმართა საკონკურსო, არასაკონკურსო და სპეციალური ჩვენებები, ქართული სპორტული კინოს რეტროსპექტივა, მასტერკლასები და შეხვედრები ქართველ და უცხოელ კინემატოგრაფისტებთან და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან.

🎬 ეროვნული კინოცენტრი აცხადებს პროექტების მიღებას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დაფინანსების მიზნით.📅 პრო...
22/09/2026

🎬 ეროვნული კინოცენტრი აცხადებს პროექტების მიღებას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დაფინანსების მიზნით.

📅 პროექტები მიიღება 2026 წლის 22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით.

🔗 კონკურსის დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე: http://gnfc.ge/ka/competitions/ფილმწარმოების-და-დიტრიბუციის-დაფინანსება/short-films-2026

ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის, ფილმის „გურია“ ჩვენებით გაიხსნა...
21/09/2026

ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის, ფილმის „გურია“ ჩვენებით გაიხსნა. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ გახსნის ცერემონიას, ქართული და ევროპული კინოს წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი მამუკა ბლიაძე, ფესტივალის ორგანიზატორები და სხვა ოფიციალური პირები.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა ცნობილი პოლონელი რეჟისორი, „ოსკარის“ სამგზის ნომინანტი და ევროპის კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტი აგნეშკა ჰოლანდი, რომელსაც კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

რვა დღის განმავლობაში ბათუმი კიდევ ერთხელ იქცევა კინოს ქალაქად და ქალაქის ოთხ სხვადასხვა სივრცეში 100-მდე ფილმის ჩვენებას უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა მოიცავს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება იხილოს აღდგენილი ქართული კინომემკვიდრეობა. ამასთან, წელს პირველად, პატარა მაყურებლისთვის ნაჩვენები იქნება აღდგენილი ქართული ანიმაციური ფილმები.

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ბათუმის მერია, „ქართული ფილმი“, საქართველოს ეროვნული არქივი და იტალიის საელჩო საქართველოში.

საქართველოს კინემატოგრაფიის  ეროვნულმა ცენტრმა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ ინდუსტრიულ ბაზრობ...
19/09/2026

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ ინდუსტრიულ ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა. ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა, ლევან დვალმა, უცხოელ პარტნიორებთან ქართული კინოს საერთაშორისო პოპულარიზებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართა.

„ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი უდიდესი კინოფესტივალია, რომლის ფარგლებშიც წელს პირველად გაიმართა მასშტაბური კინობაზრობა. ქართული კინოს პოპულარიზაციისთვის, ასეთი მასშტაბის კინობაზრობაში მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შესაძლებლობა მოგვეცა, მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ქართული ფილმები წარგვედგინა. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ტორონტოს ფესტივალის ორგანიზატორებს, განსაკუთრებით ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობის გაყიდვებისა და პარტნიორობის უფროს დირექტორს, რაჰულ რამანს, რომლის უშუალო მხარდაჭერითაც საქართველო ტორონტოს ფესტივალის ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროგრამების დირექტორმა, ლევან დვალმა.

ტრიბეკას, სიდნეისა და სხვა წამყვანი საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებთან ერთად, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ქართული კინოს უცხოელი პარტნიორებისთვის წარდგენის შესაძლებლობები განიხილეს.

კინობაზრობაზე ქართულმა დელეგაციამ გაცნობითი შეხვედრა გამართა ევროპული კინოს პოპულარიზაციის ორგანიზაციის (EFP - European Film Promotion) გენერალურ დირექტორთან, ირინა იგნატიევ-ლემკესთანაც, რომელიც ევროპულ პლატფორმას 2026 წლიდან ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული კინოცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ევროპული კინოს პოპულარიზაციის ორგანიზაციასთან, რომელიც ევროპულ კინოინსტიტუტებს აერთიანებს.

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი 10-20 სექტემბერს იმართება. ფესტივალის ფარგლებში, წელს პირველად ჩატარდა კინოფესტივალის ოფიციალური სრულმასშტაბიანი კინობაზრობა, რომელსაც 80-მდე ქვეყნის 6300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.

Address

Davit Aghmashenebeli Avenue 164
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322999200

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GNFC - Georgian National Film Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to GNFC - Georgian National Film Center:

Shortcuts

Share