საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia

საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia

Share

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ოფიციალური გვერდი The National Archives of Georgia is LEPL of the Ministry of Justice of Georgia.

საქართველოს ეროვნულ არქივი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ექვემდებარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. აქ დაცულია მილიონობით დოკუმენტი ქართული სახელმწიფოებრიობის, კულტურის, ხელოვნების ისტორიის შესახებ, მე-9 საუკუნიდან დღემდე.

საქართველოში პირველი სახელმწიფო არქივი 1920 წელს შეიქმნა, ხოლო საქართველოს ეროვნული არქივი 2006 წელს ჩამოყალიბდა. It holds millions of documents about the Geor

13/05/2026

🔹აბრეშუმის შარფი
ზომა: 50x50 სმ

👉 ეროვნული არქივის საიმიჯო პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1 / პეკინის #40

Photos from საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia's post 09/05/2026

ეროვნული არქივი ევროპელ კოლეგებთან პროფესიული მიმართულებით თანამშრომლობას აღრმავებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ეროვნული არქივების ევროპული საბჭოს (EBNA) 51-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

უმნიშვნელოვანესი პროფესიული ღონისძიება კვიპროსის სახელმწიფო არქივის ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციის პარალელურად ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა, შეხვედრები გამართა არქივების საერთაშორისო საბჭოსა (ICA) და მისი ევროპული განყოფილების (EURBICA) თავმჯდომარეებთან; ევროპელ კოლეგებთან განიხილა პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ ახალი ინსტიტუციური კავშირების საშუალებით ეროვნული არქივი თანამშრომლობას გააღრმავებს ბრიტანეთისა და ფინეთის არქივებთან ელექტრონული არქივაციის მიმართულებით, ლუქსემბურგისა და პოლონეთის არქივებთან - ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სამშენებლო სტანდარტების თემაზე, საბერძნეთის ეროვნულ არქივთან - დოკუმენტების რესტავრაცია/კონსერვაციის საკითხებზე.

წლევანდელ კონფერენციაზე ევროპელმა არქივისტებმა და დარგის სპეციალისტებმა საარქივო სფეროში არსებული ძირითადი გამოწვევები და პრიორიტეტები მიმოიხილეს.
ისაუბრეს მდგრადი საარქივო საცავების შექმნის აუცილებლობაზე, დოკუმენტების დიგიტალიზაციაზე, დოკუმენტური მემკვიდრეობის დაცვაზე, არქივების მიგრაციაზე, საერთაშორისო საარქივო თანამშრომლობასა და არქივების როლზე კულტურული მეხსიერების შენარჩუნებაში.

საქართველოს ეროვნული არქივისთვის EBNA-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანი პროფესიული შესაძლებლობა და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

06/05/2026

✨ გილოცავთ გიორგობას!

„წმინდა გიორგის საყდარი. ყრმის დახსნა ტყვეობიდან“.
მინიატურა ხელნაწერიდან „ლექსად თქმული წმინდა გიორგის ცხოვრება“.

ავტორი: დათუნა ქვარიანი; XVII საუკუნის ბოლო მესამედი.

🌐 ეწვიეთ ეროვნული არქივის გვერდს და იხილეთ „ლექსად თქმული წმინდა გიორგის ცხოვრების“ ფაქსიმილური გამოცემის ელექტრონული ვერსია: https://archive.gov.ge/ge/sametsniero-publikatsiebi/leksad-tkmuli-tsminda-giorgis-tskhovreba-1

05/05/2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პატრიარქ ეფრემ II-ის კუთვნილი ჯვრით (ჯვარი ამჟამად დაცულია სამების საკათედრო ტაძარში).

ექსპონატი გამოფენიდან „პატრიარქი ილია II“.

1990-იანი წლები.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ექსპოზიციას, რომელიც პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეტაპებს ასახავს, მაისის ბოლომდე უმასპინძლებს.

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1 / პეკინის #40.

დათვალიერება თავისუფალია.

Photos from საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia's post 04/05/2026

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - მონაწილე 204 სკოლის გუნდიდან 54 გადავიდა.

ნახევარფინალურ თამაშში, რომელიც 2 მაისს ერთდროულად გაიმართა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, VIII-XI კლასების მოსწავლეებისგან შემდგარი საჯარო და კერძო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ მონაწილეები, რომელთაც 13 და მეტი ქულა დააგროვეს.

ვიქტორინის ნახევარფინალური და ფინალური ეტაპი, „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით ტარდება. ფინალურ ეტაპზე, რომელიც 23 მაისს თბილისში გაიმართება, გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან და სხვადასხვა პრიზითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ნახევარფინალის შედეგების სანახავად ეწვიეთ პროექტის გვერდს: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2026-1

საგანმანათლებლო პროექტს 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა.

პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

03/05/2026

85 წლის წინათ, 1941 წლის 3 მაისს, დაიბადა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი.

ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონი პირველად 1962 წელს, 21 წლის ასაკში გახდა. მან მსოფლიო ჩემპიონატი კიდევ ოთხჯერ – 1965, 1969, 1972, 1975 წლებში – დაასრულა ტრიუმფით. ნონა გაფრინდაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის, ხოლო ევროპული ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებულია.

ფოტო გადაღებულია 1960 წელს.

02/05/2026

გილოცავთ ქუთაისობას!

საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი - ქუთაისი - გამორჩეულია თავისი ისტორიით. მას ქვეყნის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

საქართველოს ეროვნული არქივი ქალაქის ისტორიის შესახებ მრავალფეროვან მასალას ინახავს.

ეწვიეთ ეროვნული არქივის ვებგვერდს, შეავსეთ კითხვარი და გაიგეთ, როგორ იცნობთ ქუთაისს:
https://archive.gov.ge/ge/quiz/kutaisi-1

01/05/2026

1 მაისი მსახიობ დოდო აბაშიძის დაბადების დღეა.

ფოტოზე: დოდო აბაშიძე ალექსანდრეს როლში, მხატვრული ფილმი „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“.

1969 წელი.

ეწვიეთ ეროვნული არქივის ვებგვერდს და ონლაინ დაათვალიერეთ გამოფენა „დოდო აბაშიძე“. ექსპოზიცია მოიცავს მსახიობის თეატრალური და კინოროლების ამსახველ ფოტოებს, პორტრეტებსა და საოჯახო არქივში დაცულ სურათებს.

გამოფენის ბმული: https://archive.gov.ge/ge/2024-1/dodo-abashidze-100-1

29/04/2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პირჯვრის წერას ასწავლის სოხუმელ ბავშვებს.
პატრიარქისგან მარჯვნივ: მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა), უკან: მიტროპოლიტი ამბროსი (ქათამაძე), მარცხნივ: მამა ელიზბარი (ოდიშვილი). სოხუმის საკათედრო ტაძრის წინ, 1991 წელი.

ექსპონატი გამოფენიდან „კათოლიკოს-პატრიარქი ილია II“.

გამოფენა, რომელიც 22 აპრილს გაიხსნა და მაისის ბოლომდე გაგრძელდება, ასახავს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეტაპებს.

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1 / პეკინის #40, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი.

დათვალიერება თავისუფალია.

26/04/2026

26 აპრილი დიმიტრი ყიფიანის დაბადების დღეა

ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და მთარგმნელი დიმიტრი ყიფიანი გორის მაზრის სოფელ მერეთში 1814 წლის 14 (26) აპრილს დაიბადა. საქართველოს ეროვნული არქივი მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ საინტერესო მასალას ინახავს.

ეწვიეთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდს და დაათვალიერეთ დიმიტრი ყიფიანის შესახებ მომზადებული მულტიმედიური გამოფენა.

ონლაინგამოფენაზე წარმოდგენილია ფოტომასალა, წერილობითი დოკუმენტები და პერიოდული გამოცემები, რომლებიც დიმიტრი ყიფიანის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს ასახავს. მათ შორისაა შექსპირის „ვენეციელი ვაჭრის“ თარგმანი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნების დოკუმენტები, მისი წერილი ეგზარქოს პავლესადმი და სხვა დოკუმენტები.

🔗 გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/dimitri-qifiani-1

24/04/2026

160 წლის წინათ, 1866 წლის 24 აპრილს, დაიბადა კალისტრატე ცინცაძე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1932-1952 წლებში.

1893 წელს კალისტრატე მღვდლად აკურთხეს და მსახურობდა დიდუბის ტაძარში, 1903 წლიდან კი ქაშვეთის ტაძრის მღვდელმსახური იყო. 1924 წელს პატრიარქ ამბროსის მიერ გენუის კონფერენციაზე გასაგზავნი წერილის შედგენაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს; 1925 წელს ნინოწმინდის ეპისკოპოსად ეკურთხა, ებოძა მიტროპოლიტის ხარისხი და დაინიშნა პატრიარქის თანამოსაყდრედ. 1927 წლიდან ეპისკოპოსი კალისტრატე განაგებდა მანგლისის ეპარქიას. 1932 წლის 24 ივნისს საეკლესიო კრებამ ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია.

გარდა საეკლესიო მსახურებისა, პატრიარქი კალისტრატე დაკავებული იყო ნაყოფიერი საზოგადოებრივი და სამეცნიერო საქმიანობით: სხვადასხვა დროს იყო საეკლესიო მუზეუმის მდივანი, ქართული საღვთისმსახურო წიგნების შემსწორებელი კომისიის წევრი, მცხეთის ტაძრების აღორძინების კომიტეტის მდივანი, ქართული ფილარმონიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. ავტოკეფალისტების მოძრაობაში. დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული სიძველეებისა და ისტორიული ძეგლების გადარჩენაში.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


1, Vazha-Pshavela Avenue
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00