16/05/2025
ჩვენი სკოლის ფოიეში მეშვიდე კლასი გიმასპინძლებთ გამოფენა "Art-პოსტერი" -ს ექსპოზიციაზე💗💥
მეშვიდე კლასელები გაერთიანდნენ და შექმნეს პოსტერები, ლიტერატული ნაწარმოებების, ფილმების, სერიალების, ანიმაციისა თუ მათთვის საყვარელი სპოტსმენების თემატიკის მიხედვით, პოსტერის შესაქმნელად გამოიყენეს სხვადასხვა მობილური აპლიკაციები, დაამუშავეს ფოტოები და ამობეჭდეს პოსტერების სახით💗💥
პედაგოგი: ირინე ჩუტკერაშვილი
გელით💗💥
15/05/2025
თეატრის თემა ამჯერად მეხუთე კლასში გრძელდება, მოსწავლეებმა თეატრის მხატვრის ამპლუა მოირგეს, დახატეს პერსონაჟები, ესკიზები, ჩაცმულობა, აქსესუარები, შექმნეს ნიღბები და მოირგეს როლები, კლასში გააცოცხლეს პატარა ეპიზოდები სპექტაკლიდან...
გამოთვეს მოსაზრებები, იმსჯელეს გუნდურ სამუშაო პროცესზე...
პედაგოგი: ირინე ჩუტკერაშვილი.
14/05/2025
მეოთხე კლასში ხელოვნების გაკვეთილზე სახალისო ატქივობა "ჩრდილების თეატრი" შევასრულეთ....
პატარებმა შეარჩიეს ლიტერატურული ნაწარმოები,დახატეს ესკიზები, თავისი ხელით დაამზადეს სპექტაკლის თოჯინა პერსონაჟები და გააცოცხლეს ისინი სცენაზე...
აღმოვაჩინეთ რომ თეატრი უამრვი პროფესიის ადამიანს აერთიანებს და აქ მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა...💗
პედაგოგი: ირინე ჩუტკერაშვილი💗
30/04/2025
გამოფენა სახელწოდებით ...."და როგორია შენი სახლი?!" ჩვენი სკოლის ფოიეში გიმასპინძლებთ.
მე-7 კლასელების "სახალისო არქიტექტურის" თემის ირგვლივ ერთიანდებიან და გვთავაზობენ მათი ფანტაზიით შექმნილ ესკიზებს, რომლთა დათვალიერება მართლაც სიამოვნებას მოგანიჭებთ🥰
ხელოვნება გვაერთიანებს!!!💗
05/02/2025
📍 5 თებერვალს, 69-ე საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მე-5¹ კლასში ჩატარდა სახალისო გაკვეთილი...უნიჭიერესი ბავშვები კითხულობდნენ სხვადასხვა ავტორთა ლექსებსა და მოთხრობებს... გაკვეთილი საკმაოდ ემოციური იყო...
📍პედაგოგი მარი კუჭუხიძე.
27/12/2024
📍 10-1 კლასში პროექტ ,,გარდატეხის ასაკის თავისებურებების" ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
📌 პროექტის ავტორები:
ელენე თვალაბეიშვილი,
ლალიკო მოდებაძე,
ნათია პაპავა,
მარიამ მალიჩავა,
მარიამ მახათაძე,
ცოტნე სართანია.
📌 მოსწავლეებმა ბავშვებს დაურიგეს ,, ფლაერები" გარდატეხის ასაკის თემატიკით და აჩვენეს საინფორმაციო ვიდეო.
ბავშვებმა გაკვეთილზე გააფერადეს ,,ფლაერები",მიიღეს მეტი ინფორმაცია და რჩევა გარდატეხის ასაკთან დაკავშირებით.
27/12/2024
📍 10-1 კლასში პროექტ ,,გარდატეხის ასაკის თავისებურებების" ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
📌 პროექტის სახელია "გარდატეხის ასაკი".
პროექტის ავტორები არიან:
დეა ოზაშვილი,
ბარბარე მუმლაძე,
ნინი ხაჩიძე,
მარიამ ტოგონიძე.
📌 პროექტის ბავშვებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ ნახატების შეჯიბრი სადაც რამოდენიმე გამარჯვებული იქნებოდა.
პირველ რიგში, ბავშვებს რომ უკეთ გაეცნოთ თინეიჯერობის ასაკი, ნინი გელიაშვილმა და ბარბარე წიკლაურმა მოიწვიეს ფსიქოლოგი, რომელიც დაეხმარა ბავშვებს დეტალურად შეესწავლათ თუ რა იყო რეალურად გარდატეხის ასაკი, საიდან და როგორ იწყება ეს ყველაფერი, და ა.შ.
📌 ბავშვებს ევალებოდათ ნახატების შესრულება იმის მიხედვით თუ როგორი წარმოედგინათ თინეიჯერობის ასაკი, პროექტის ბავშვებმა ეს ნახატები ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით შეაფასეს, და გამოარჩიეს სამი გამარჯვებული. ხოლო ნახატები, იმ მიზნით რომ ბავშვების ნაშრომი მთელ სკოლას ენახა, სკოლის კედლებზე გამოფინეს.
27/12/2024
📍 10-1 კლასში პროექტ ,,გარდატეხის ასაკის თავისებურებების" ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
📌 პროექტის სახელია "ცხოველების თერაპია", პროექტის ორგანიზატორები კი არიან: მარიამ ტერელაძე და ნინი ტყემალაძე.
📌 პროექტის ბავშვებმა გამოთქვეს აზრი ცხოველების
მოვლასთან დაკავშირებით. ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილებები. ისაუბრეს საფრთხეებზე და ზიანზე რომელიც შეიძლება ცხოველმა მოგვაყენოს. ისაუბრეს იმათზე თუ როგორ ცვლის ცხოველი ადამიანის ხასიათს, უპატრონო გარეთ მყოფ ცხოველებზე. ბავშვებს დავეხმარეთ იმის გააზრებაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს ცხოველს ადამიანის ცხოვრებაში
19/12/2024
📍 2024 წლის 18 დეკემბერს 69-ე საჯარო სკოლის 10¹-მა და 11¹-მა კლასებმა ( პედაგოგი: მზია გოგოჭური) ჩაატარეს მათემატიკის საახალწლო ფესტივალი.
სპეციალურად ამ დღისთვის შექმნეს ამოცანები საახალწლო თემაზე და ერთმანეთს წარუდგინეს პრეზენტაციები, ბოლოს კლასებს მოუწიათ “ბლიც კითხვებზე” პასუხების გაცემა.
ფესტივალმა ჩაიარა ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად.
12/12/2024
📍 დამთავრდა 2024-2025 წლის 69-ე სკოლის მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, ძალიან ბევრი საინტერესო და დაძაბული თამაში ჩატარდა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, გადაეცა თასი და იწოდა 2024-2025 წლის, 69-ე სკოლის საუკეთესო გუნდად.
📍 გამარჯვებული გუნდი: 12²
📍 ვუსურვებთ წარმატებებს
26/11/2024
📍 დასრულდა მინი ფეხბურთის ჯგუფური ეტაპები, გამოვლინდნენ თითო ჯგუფიდან 2 გამარჯვებული, რომლებიც ერთმანეთს ნახევარფინალებში შეხვდებიან, წინ კიდევ დიდი სანახაობა გველოდება.
📍გასული გუნდები:
ჯგუფი ა: I-11³
II-9³
ჯგუფი ბ: I-11¹
II-12²