მწვანეები • Mtsvaneebi

მწვანეები • Mtsvaneebi

Share

მწვანე მოძრაობა სოციალური და გარემოს სამართლიანობის მისაღწევად.

13/12/2024

ვუერთდებით 💚✊🇬🇪🇪🇺

Photos from აპრილი • Aprili's post 20/11/2024

🏳️‍⚧️🕯️ გვახსოვს წლების განმავლობაში მოკლული არაერთი ტრანსგენდერი ადამიანის სახელი, რომელიც სოციალურ სტიგმას, პოლიტიკური ნების არარსებობასა და პირდაპირ პოლიტიკურ ჰომო და ტრანსფობიას ემსხვერპლა. წელს, მსოფლიოს მასშტაბით, 350 ტრანს ადამიანის მკვლელობის შემთხვევა აღირიცხა.

ამასთან, ხშირია შემთხვევები, როცა უკიდურესი სიღარიბის, ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობისა და ხელმისაწვდომობის ნაკლებობის, საზოგადოებისგან და სახელმწიფოსგან ნაწარმოებ თვითსიძულვილის თუ გარიყვის გამო, ტრანს ადამიანების ნაადრევად გარდაცვალების შემთხვევებზე ვიგებთ.

ახლა, როცა “ქართულმა ოცნებამ” სიძულვილის კანონები მიიღო და ტრანს ადამიანებს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სერვისებს უზღუდავს, ამასთან, ხელს უწყობს სოციალურ იზოლაციას, ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე რისკის ქვეშაა.

ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ტრანს და ქვიარ ადამიანების გამოყენება, მათზე იერიში უნდა შეწყდეს!

15/11/2024

გაყალბებული არჩევნების შემდეგ, დამთრგუნველი უსამართლობის პირობებში კიდევ უფრო მძაფრად ვგრძნობთ რომ აქ არ და ვერ დავასრულებთ ჩვენს საერთო ბრძოლას.
✨ როგორც არ უნდა განვიცდიდეთ ახლა მომხდარს, ფაქტი ერთია - ვერავის გვიხსნის უიმედობა.
პირველ რიგში,
✅ გავიხსენოთ ყველა ის მიზეზი, რის გამოც სრულიად გააზრებულად ჩავერთეთ ანტიდემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში;
✅ გავიხსენოთ ყველა ის ფასეულობა, რომელთა დაცვაც ასე სჭირდება ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს და რომელთა დაცვის ვალდებულება გაგვაჩნია კიდეც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი წინა თაობების წინაშე;
✅ შევახსენოთ თავებს გამარჯვებაც! - კი, ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ და გამარჯვება მოგვპარეს. სწორედ ჩვენი, ქართული საზოგადოების გამარჯვებაა, რომ არავის მიულოცია მიტაცებული "მოგება" ქოცებისთვის, რაც საერთაშორისო დონეზე რუსი ოლიგარქი ივანიშვილის გუნდის მარცხისა და ჩვენი, ქართული საზოგადოების ბრძოლის მხარდაჭერის ნათელი დასტურია!
💪 ისევ უნდა ვიპოვოთ ერთმანეთი, ისევ უნდა ამოვუდგეთ მხარდამხარ და უიმედობით შეპყრობილებმა, არ უნდა გავიმეოროთ დანებების ის საბედისწერო მაგალითი, რაც, სამწუხაროდ, ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა საზოგადოებებმა უკვე დაუშვეს სხვადასხვა ქვეყანაში.
✊ გელოდებით ყველა იმ აქციაზე, რომელიც გაყალბებული, ვერაგულად წართმეული ხმების დასაცავად იმართება და ასეთი პროტესტი იქნება 17 ნოემბერსაც, ისევ პარლამენტთან!

11/11/2024

🇬🇪🇪🇺📢✊ ერთად მივმართოთ 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომლებიც საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ

10/11/2024

მალე, ისევ ერთად!

09/11/2024

✊ დღეს კიდევ ერთხელ მოიცვა პროტესტმა თბილისი;
🟢 გაყალბებული არჩევნების შედეგებს ხვალაც ათასობით მოქალაქე ეტყვის არას, დაიტოვეს მსვლელობაზე, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე!
📸 Ezz Gaber

28/10/2024

დღეს, 19:00 საათზე, გავდივართ რუსთაველზე!

26/10/2024

🟢 დღეს ვირჩევთ! 🇬🇪🇪🇺
🫂თქვენს საარჩევნო უბანზეც არის რიგები?
✅ დღეს ერთად ვცვლით რეალობას ჩვენი ქვეყნისა და ყველა ჩვენგანის სასიკეთოდ!
🗳️ კომენტარებში გაგვიზიარეთ:
💭 უკვე მიეცით ხმა?
💭 როგორი იყო თქვენი პირველი გამოცდილება ელექტრონული სისტემით ხმის მიცემის პროცესზე?
💭 ხომ არ შეგხვედრიათ რაიმე პრობლემა, ან ხომ არ შესწრებიხართ რაიმე ინციდენტს?

25/10/2024

ანა ტრაპაიძე, მოძრაობა "დიღმის ჭალების" დამფუძნებელი: 💭 "რეკრეაციული სივრცეები ქალაქებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ როგორც მოქალაქეების, ისე მთლიანად ურბანული გარემოს კეთილდღეობისთვის. ისინი წარმოადგენენ მრავალფუნქციურ არეალს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იზრუნონ საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, გამოხატონ საკუთარი თავი და დაამყარონ სოციალური კავშირები. ამავდროულად, ეს სივრცეები ქმნიან ეკოლოგიურ ოაზისებს ურბანულ გარემოში, ხელს უწყობენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და აძლიერებენ ქალაქის მდგრადობას კლიმატის ცვლილებების მიმართ.

დიღმის ჭალები თბილისისთვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმადგენს, როგორც ერთ-ერთი უდიდესი და ერთადერთი შემორჩენილი ჭალის ტყის ლანდშაფტი ქალაქში, რომელიც გამოირჩევა თავისი მასშტაბითა და ბიომრავალფეროვნებით. მისი მრავალფუნქციური პოტენციალი, რომელიც მოიცავს სარეკრეაციო, ეკო-ტურისტულ, სპორტულ და საგანმანათლებლო ასპექტებს, მას აქცევს უმნიშვნელოვანეს აქტივად მთელი ქალაქისთვის.

ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და ჩვენი კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, პოლიტიკური მონოპოლია ხშირად იწვევს ბუნებრივი რესურსების არამდგრად ექსპლუატაციას და გარემოს დეგრადაციას. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდების საარჩევნო ხმა ის დემოკრატიული ბერკეტია, რომლითაც შესაძლებელია, მოითხოვო გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარების ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში მოხვედრა. არჩევანი ევროპული ღირებულებებისაკენ, როგორიცაა ეკოლოგიური სიძლიერე და მდგრადობა, არის გზა, რომლითაც შენ შეგიძლია რეალური გავლენა მოახდინო ქვეყნის მომავალზე."

🔗მოსაზრება სრულად წაიკითხეთ აქ: https://mtsvaneebi.ge/aktivistis-portreti-ana-trapaidze/

24/10/2024

💭 "საფრანგეთში სწავლისას ბევრ თავშესაფრის მაძიებელ ქართველს შევხვდი. საქართველოდან ოჯახების მიგრაციის მიზეზი საკუთარი ან ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაა. რასაც დავაკვირდი, ეკონომიკური მიზეზები მეორე ადგილზეა. ძირითადად, აქ ადამიანები მკურნალობის მიზეზით მოდიან, განსაკუთრებით მძიმე დაავადების მქონე პირები და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე არასრუწლოვანთა მშობლები. ერთი მხრივ, საქართველოში, სახელმწიფო მათ არ სთავაზობს მათზე მორგებულ ჯანდაცვის სერვისებს და ფიზიკურად ვეღარ აუდიან მედიკამენტების ხარჯებს, რაც აქ უფასოდ აქვთ და მეორე მხრივ, არის შემთხვევებიც, როცა დიაგნოსტირებიდან დაწყებული , მთელი მკურნალობა შეცდომითაა წარმართული, რის გამოსასწორებლად და სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ იმედად, საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა ესახებათ.

🏅 ზაფხულში, დიდი დისკუსია გამოიწვია პარიზის ოლიმპიადამ. საქართველოში, მას პოლიტიკოსების მხრიდანაც კი მოჰყვა განცხადებები. ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რამ იყო, რაც მინახავს ცხოვრებაში. მრავალფეროვნების, ტოლერანტობის და უბრალოების ზეიმი, ნამდვილი Hymne à l’ amour (ჰიმნი სიყვარულს), რომელიც ლეგენდარულმა სელინ დიონმა შეასრულა.

მე მინდა, ვიცი და მჯერა, რომ საქართველო ძალიან დაემსგავსება "ოლიმპიადას" და ამას ვერ შეაჩერებენ პოპულისტი ფსევდო-ლიდერები და მათი განცხადებები, რომ საქართველოში ცხოვრება ოლიმპიადის გახსნას არ დაემსგავსება, რადგან სიკეთე და სიყვარული დაუმარცხებელია"

🔗მოსაზრება სრულად წაიკითხეთ აქ:https://mtsvaneebi.ge/aktivistis-portreti-nino-baisonashvili/

Georgia's Elections 2024: Turning Point for Democracy? 24/10/2024

საქართველოში, 26 ოქტომბერს, უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელსაც ბევრი "რეფერენდუმს ევროკავშირზე" უწოდებს. რას ველოდოთ ამ არჩევნებიდან? ვინ არიან მთავარი აქტორები და პარტიები? რა არის არჩევნების მთავარი თემები?

დისკუსიაში ერთვებიან სოფო შუბითიძე "მწვანეების" გენერალური მდივანი და კოტე ერისთავი, საქართველოს პროგრესული ფორუმის თავმჯდომარე.

ლაივს შეგიძლიათ უყუროთ ბმულზე🔽

Georgia's Elections 2024: Turning Point for Democracy? Georgia will go to the polls for crucial elections on upcoming Saturday, October 26. The vote has been dubbed by many by ‘a referendum on Europe’. What to ex...

24/10/2024

მწვანე პოდკასტი, EP 3: რას ნიშნავს გარემოსდაცვითი სამართლიანობა და რა პრობლემებია ამ კუთხით საქართველოში?

მოძრაობებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იბრძვიან საკუთარი გარემოს დასაცავად, სისტემა არაპროპორციულად დიდ ძალადობას უპირისპირებს. ავტორიტარული, ერთპარტიული რეჟიმის პირობებში, წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდება და გარემოსდაცვით მოძრაობებს უფრო დიდი წინააღმდეგობა შეხვდებათ.

არჩევნებზე მისვლის აუცილებლობასა და დემოკრატიული, გარემოსდაცვითი მოძრაობების მნიშვნელობაზე, "მწვანეების" წევრ თამარ ჯაყელთან და გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე მოქალაქესთან, ნინო გოგუასთან ერთად ვსაუბრობთ.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


Marjanishvili 18
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 11:00 - 19:00
Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00