მასწავლებლის სახლი

მასწავლებლის სახლი

Share

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უმთავრესი მიზანია სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების გზით.

Photos from მასწავლებლის სახლი's post 30/05/2026

📌 უშგულის სკოლაში კულტურულ-შემეცნებითი პროექტი “სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა” მოეწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეების კულტურულ-შემეცნებითი პროექტის - “სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია მოეწყო.

პროექტში მონაწილეობდნენ უშგულის საჯარო სკოლის სხვადასხვა საგნის კონსულტანტ-მასწავლებლები, ადგილობრივი მასწავლებლები, მოსწავლეები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები სვანური ტრადიციული კულინარიის, ეთნოგრაფიის, მხარეთმცოდნეობის, ისტორიის, სახვითი ხელოვნების, სვანური სამოსისა და ტრადიციული რეწვის შესახებ.

პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს, მათ სპეციფიკას, გამოყენებული ორნამენტების, ფერებისა და სიმბოლოების მნიშვნელობას, ასევე საკუთარი ხელით შეექმნათ ტრადიციული საკვები და რეწვის ნიმუშები.

პროგრამას „ასწავლე საქართველოსთვის“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანია მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით არსებული დეფიციტის შევსება, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

მიმდინარე სასწავლო წელს პროგრამა საქართველოს 10 რეგიონის 24 მუნიციპალიტეტის 81 საჯარო სკოლას მოიცავს და 7 500-ზე მეტი მოსწავლისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

Photos from მასწავლებლის სახლი's post 29/05/2026

📌 მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში „ეროვნული სამოსის დღის“ აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების მონაწილეობით “ეროვნული სამოსის დღის” აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ლეო ფილფანის სახელობის მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ჩატარდა. მასში მონაწილეობდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების - ყარსგურიშის, ბეჩოს, ცხუმარის, ლენჯერის №2, მუჟალისა და წვირმის, ასევე ქალაქ მესტიის N2 და №3 საჯარო სკოლების 200-მდე მოსწავლე. აქტივობაში აგრეთვე წარმოდგენილი იყვნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან არსებული მესტიის სალოტბარო სკოლისა და წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები.

ღონისძიების მონაწილეებმა წარადგინეს ქართული ტრადიციული ფოლკლორისა და ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, ეროვნული სამოსი და ქართული ნაციონალური ცეკვები; მოეწყო ლეგენდების, თქმულებებისა და ისტორიული სიუჟეტების მინი-სპექტაკლები და პერფორმანსები.

პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლის ორგანიზებით განხორციელდა და მის მიზანს მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების, კულტურული იდენტობისა და ტრადიციების პატივისცემის გაღრმავება, ასევე თანამშრომლობითი კულტურის განვითარება და მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საჯარო სკოლების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და თემის წარმომადგენლები.

28/05/2026
Photos from მასწავლებლის სახლი's post 27/05/2026

🇬🇪 26 მაისი - ''STEAM სკოლებში"

#ესდღეჩვენია

26/05/2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 🇬🇪

Photos from საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო's post 26/05/2026
26/05/2026
Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


საქართველო, თბილისი, სანდრო ეულის #5, მეშვიდე სართული (კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობა)
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00