31/05/2026
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი -TCJ
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ოფიციალური გვერდი
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და ყვარლის სასწავლო ცენტრი ოფიციალური გვერდი | Official page of Training Center of Justice of Georgia and Kvareli Training Center
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ)
31/05/2026
29/05/2026
იუსტიციის სასწავლო ცენტრში თსუ-ს სტუდენტებისთვის „ტრენერთა ტრენინგი“ ჩატარდა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრმა“ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ორდღიან სასწავლო პროგრამას უმასპინძლა თემაზე: „ტრენერთა ტრენინგი“.
სასწავლო პროგრამის მთავარ მიზანს მონაწილეთა პროფესიული კომპეტენციების, ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენდა, რაც მათ სამომავლოდ მაღალი ხარისხის, ეფექტური ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დამოუკიდებლად დაგეგმვა-განხორციელებაში დაეხმარება.
ტრენინგზე მონაწილეებმა დეტალურად შეისწავლეს, თუ როგორ უნდა მართონ ჯგუფური პროცესები მცირე დროში და როგორ უზრუნველყონ მსმენელებში საჭირო კომპეტენციების განვითარება.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
28/05/2026
უფასო სამართლებრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო!
იუსტიციის სასწავლო ცენტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თსუ) თანამშრომლობის ფარგლებში, გაძლევთ შესაძლებლობას, დაესწროთ ტრენინგებს თემებზე:
• 1 ივნისი 11:00-14:30
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა
• 1 ივნისი 15:30-19:00
შრომის სამართლის აქტუალური საკითხები
• 2 ივნისი 11:00-14:30
დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში
• 3 ივნისი 11:00-14:30
დისციპლინური წარმოება და სასამართლო პრაქტიკა
• 3 ივნისი 15:30-19:00
პირადი ცხოვრების უფლების დაცვის საკითხები ციფრულ გარემოში
• 4 ივნისი 11:00-14:30
შრომის სამართალი და მიგრაცია
• 4 ივნისი 15:30-19:00
მომხმარებლის უფლებები ციფრულ სამყაროში: გამოწვევები და სამართლებრივი დაცვის მექანიზმები
• 5 ივნისი 11:00-14:30
პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალური საკითხები
• 5 ივნისი 15:30-19:00
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და რეაგირების მექანიზმები
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tcj.gov.ge/news/upaso-samartlebriv-treningebze-registratsia-daitsqo
თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3,5 საათი.
ტრენინგებს უძღვებიან იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი სამართლის კლინიკის ტრენერები.
ტრენინგების მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ტრენინგებზე რეგისტრაცია და დასწრება შეუძლია ნებისმიერ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.
მიმდინარე კვირეულის ფარგლებში შესაძლებელია არაუმეტეს სამ ტრენინგზე დასწრება.
რეგისტრაცია დასრულდება 29 მაისს, 15:00 საათზე.
ტრენინგზე დასწრებასთან დაკავშირებით, დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიიღებთ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე 29 მაისს, 18:00 საათიდან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "იუსტიციის სასწავლო ცენტრის" თანამშრომლებისთვის ISO 9001:2015-ის შიდა აუდიტორთა მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "იუსტიციის სასწავლო ცენტრის" თანამშრომლებისთვის სამდღიანი სასწავლო პროგრამა - „ISO 9001:2015 შიდა აუდიტორის მოსამზადებელი კურსი“ განხორციელდა.
პროგრამის მთავარ მიზანს ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და შიდა ორგანიზაციული პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად შეისწავლეს შემდეგი ძირითადი მიმართულებები:
• ხარისხის მართვის სისტემა: ISO 9001:2015 სტანდარტის ფუნდამენტური პრინციპები და მოთხოვნები;
• აუდიტის დაგეგმვა: შიდა აუდიტის პროცესის ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავება და მომზადება;
• პრაქტიკული რეალიზაცია: შიდა აუდიტის უშუალო განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია.
მიღებული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა მონაწილეებს დაეხმარება სამუშაო პროცესში ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანად დანერგვასა და მუდმივ გაუმჯობესებაში. კურსის შედეგად, თანამშრომლები შეძლებენ შიდა აუდიტის პროფესიულ დონეზე განხორციელებას, რაც პირდაპირ აისახება ცენტრის საქმიანობის ხარისხსა და ორგანიზაციული პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობაზე.
26/05/2026
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Contact the business
Telephone
Website
Address
ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №1
Tbilisi
0186
