დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P, კახეთის გზატკეცილი N99, Tbilisi.

Photos from დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH's post 19/05/2026

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და გურჯაანისა და ყვარლის მერიის მხარდაჭერით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის სკრინინგი, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა.
კვლევები ადგილზე კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა, თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით ჩაატარა. აქცია გურჯაანისა და ყვარლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მხარდაჭერით გაიმართა.

კვლევების შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესაძლებელია ონკოლოგიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს კვლევებისა და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე. სახელმწიფო ასევე სრულად აფინანსებს B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე.
კამპანიის ფარგლებში სკრინინგული ღონისძიებები უკვე ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. კამპანია ეტაპობრივად გაგრძელდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც და 15 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებასა და დაავადებათა პრევენციის ეფექტიანობაში.

დეტალური ინფორმაცია კონკრეტული ქალაქებისა და თარიღების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://shorturl.at/4mXXV
#სკრინინგი

19/05/2026

19 მაისი ოჯახის ექიმის მსოფლიო დღეა - დღე, რომელიც გვახსენებს ოჯახის ექიმების უმნიშვნელოვანეს როლს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაში.

ოჯახის ექიმის მსოფლიო დღის გლობალური კამპანიის წლევანდელი თემა ხაზს უსვამს ოჯახის ექიმებისა და პირველადი ჯანდაცვის პერსონალის უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის პირობებშიც უზრუნველყოფენ პაციენტზე ორიენტირებულ ზრუნვას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანზე ორიენტირებული ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობას პირველადი ჯანდაცვის სფეროში საოჯახო მედიცინის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების დაცვით, ასევე ციფრული ჯანმრთელობისა და ხელოვნური ინტელექტის სარგებლისა და რისკების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას.

კამპანია ასევე ხაზს უსვამს პაციენტზე ორიენტირებული, ეთიკური და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელობას და ოჯახის ექიმის როლს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ყველა ოჯახის ექიმს ულოცავს პროფესიულ დღეს და მადლობას უხდის ყოველდღიური შრომისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

17/05/2026

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 17 მაისს აღინიშნება და ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის ნაწილია. მსოფლიო დღის მიზანია მაღალი არტერიული წნევის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება, პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და კონტროლის ხელშეწყობა და ქმედითი ნაბიჯების წახალისება ინდივიდუალურ, ადგილობრივ და ჯანდაცვის სისტემის დონეზე.

მაღალი არტერიული წნევა კვლავ რჩება ნაადრევი სიკვდილის წამყვან მიზეზად მსოფლიოში. სავარაუდოდ, დედამიწაზე 1.4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ჰიპერტენზიით, თუმცა ეფექტური და ხელმისაწვდომი მკურნალობის არსებობის მიუხედავად, ბევრმა მათგანმა არ იცის საკუთარი მდგომარეობის შესახებ, ხოლო ჰიპერტენზიის მქონე ყოველი ოთხი ადამიანიდან მხოლოდ ერთს აქვს არტერიული წნევა კონტროლირებული, ანუ წნევის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეების გაზრდის პირობებშიც კი, მაღალი არტერიული წნევა რჩება გლობალური სიკვდილობის მთავარ მიზეზად.

ჰიპერტენზიას ხშირად „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან მას, როგორც წესი, სიმპტომები არ ახასიათებს. იგი მნიშვნელოვნად ზრდის ინფარქტის, ინსულტის, თირკმლის დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის რისკს.

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის წლევანდელი თემა - „ვაკონტროლოთ ჰიპერტენზია ერთად: რეგულარულად შევიმოწმოთ არტერიული წნევა და დავამარცხოთ ჩუმი მკვლელი“ - ხაზს უსვამს ინდივიდების, ოჯახების, თემების, სამედიცინო პერსონალისა და ჯანდაცვის სისტემების საერთო პასუხისმგებლობას.

ადრეულ გამოვლენას, რეგულარულ მონიტორინგსა და ხანგრძლივ მკურნალობას ჰიპერტენზიასთან დაკავშირებული გართულებების უმეტესობის პრევენცია შეუძლია.
#ჰიპერტენზიისმსოფლიოდღე

17/05/2026
16/05/2026

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

მაღალი პროფესიონალიზმისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სამახსოვრო მედლებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა საქართველოს 13 ორგანიზაციის 33 წარმომადგენელი. მათ შორის არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, შემოსავლების სამსახურის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისა და სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომლები.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო უწყებებს შორის მრავალწლიან, კოორდინირებულ და ეფექტიან თანამშრომლობაზე, სახელმწიფოს თანმიმდევრულ მხარდაჭერაზე, საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლზე და ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა აღნიშნული ისტორიული წარმატების მიღწევაში.
#მალარია

Photos from დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH's post 16/05/2026

15/05/2026

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით, ქუთაისში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნული სტატუსი ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევაა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს იმ სპეციალისტების ღვაწლს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ადგილობრივი მალარიის ელიმინაციის პროცესში.

მაღალი პროფესიონალიზმისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, სამახსოვრო მედლებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ ქუთაისისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლები: ეპიდემიოლოგები, ენტომოლოგები, პარაზიტოლოგები და ლაბორატორიული დარგის სპეციალისტები. ღონისძიების ფარგლებში ასევე ნაჩვენები იყო ფილმი ,,მალარია - კონტროლიდან ელიმინაციამდე.”

ღონისძიებას ესწრებოდნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი მოადგილეები: ეკატერინე ადამია და ირმა ხონელიძე, ცენტრის მიმართულებების ხელმძღვანელები, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე შალვა მშვილდაძე, სამტრედიის მერი დავით ბახტაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი დავით გორდელაძე, ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორი იოსებ ჩიჯავაძე და მალარიის ელიმინაციის პროცესში ჩართული სპეციალისტები.

მონაწილეებმა შეაჯამეს მალარიის ელიმინაციის მრავალწლიანი პროცესი, განიხილეს განხორციელებული ღონისძიებები და ის წარმატებები, რომლებმაც შესაძლებელი გახადა საქართველოს მიერ აღნიშნული სტატუსის მიღება.
#მალარია

Photos from დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH's post 15/05/2026

Photos from დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH's post 14/05/2026

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები ქუთაისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის სკრინინგი, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა.

კვლევები ადგილზე კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა, თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით ჩაატარა. აქცია ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

აქციას დაესწრო პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ზაზა ლომინაძე.

კვლევების შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესაძლებელია ონკოლოგიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს კვლევებისა და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე. სახელმწიფო ასევე სრულად აფინანსებს B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე.

კამპანიის ფარგლებში სკრინინგული ღონისძიებები უკვე ჩატარდა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში. კამპანია ეტაპობრივად გაგრძელდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც და 15 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებასა და დაავადებათა პრევენციის ეფექტიანობაში.

დეტალური ინფორმაცია კონკრეტული ქალაქებისა და თარიღების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://shorturl.at/4mXXV

#სკრინინგი

12/05/2026

2026 წელს მარილის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული 11-17 მაისს აღინიშნება.

კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მარილის ჭარბი მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის ზიანზე და ფოკუსირებულია ხელი შეუწყოს მოსახლეობაში მარილის მოხმარების დღიური რაოდენობის 5 გრამამდე შემცირებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებით. კვირეული ხაზს უსვამს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას მარილის ჭარბი მოხმარების შემცირებისათვის მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.

მარილიანი საკვები ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკს, თუმცა რეალურად, ჭარბი მარილის უარყოფითი ზემოქმედება გაცილებით მასშტაბურია.
მარილის რეგულარულად ჭარბი მოხმარება აზიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს — გულს, ტვინს, თირკმელსა და სისხლძარღვებს. იგი ხელს უწყობს ისეთი მძიმე პათოლოგიების განვითარებას, როგორიცაა: გულის შეტევა, გულის უკმარისობა, ინსულტი, სისხლძარღვოვანი დემენცია, თირკმლის ქრონიკული დაავადება, ოსტეოპოროზი და კუჭის კიბო.

გლობალურად, სუფრის მარილის საშუალო დღიური მოხმარება ზრდასრულებში 10.78 გრამია, რაც 2-ჯერ აღემატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ დოზას (5 გრ./დღეში). საქართველოში იგივე მაჩვენებელი 15.8 გრამს შეადგენს.

მიუხედავად აღნიშნული საფრთხეებისა, მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ აჭარბებს მარილის მოხმარების რეკომენდებულ ნორმას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ მიღებული მარილის ძირითადი წილი არა სახლში მომზადებულ კერძებზე, არამედ იმ მზა პროდუქტებზე მოდის, რომლებსაც ყოველდღიურად ვყიდულობთ.

მარილის მოხმარების 5 გრამამდე შემცირებით მომდევნო 15 წლის განმავლობაში საქართველოში 10 000 ადამიანს გადავარჩენთ.

ნაკლები მარილი, მეტი სარგებელი!
#მარილისკვირეული

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address

კახეთის გზატკეცილი N99
Tbilisi
0190

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00