01/05/2012
ბაფი ახორციელებს პროფესიულ სერტიფიცირებას ორი მიმართულებით და შესაბამისი დებულებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად სერტიფიცირებულ სპეციალისტებს ანიჭებს
ა) პროფესიონალი ბუღალტრის და
ბ) მთავარი ბუღალტრის საკვალიფიკაციო სტატუსს.
პროფესიონალი ბუღალტრის სასერტიფიკაციო პროგრამა
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია:
ა) ნებისმიერი პროფილით უმაღლესი განათლების მქონე პირს;
ბ) ნებისმიერი პროფილის სტუდენტს მე-3 კურსიდან.
პროგრამა ეფუძნება ბრიტანეთის ნაფიც ბუღალტერთა ინსტიტუტის (ACCA) სასერტიფიკაციო პროგრამას;
სწავლებას ახორციელებს პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი;
სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება წელიწადში ორჯერ _ იანვარში და ივლისში;
პროგრამის (სწავლის) ხანგრძლივობა 2,5_10 წელია;
გამოცდა ჩასაბარებელია 14 წიგნში;
სასწავლო პროცესში მონაწილეობის გარეშე გამოცდაზე დაიშვება ეკონომიკური პროფილით უმაღლესი განათლებისა და ბუღალტრად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილების მქონე პირი;
პროგრამაში ჩართვა (სასწავლო პროცესში მონაწილეობის დაწყება) შესაძლებელია თებერვალში და სექტემბერში (განცხადებების მიიღება იწყება ორი თვით ადრე);
პრეტენდენტები უზრუნველყოფილი არიან ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნებით;
პრეტენდენტებზე გაიცემა სერტიფიკატი:
საწყისი ეტაპის 3 წიგნის ჩაბარების შემდეგ პრეტენდენტს ენიჭება – I ეტაპის სერტიფიკატი;
სერტიფიცირების ეტაპის 6 წიგნის ჩაბარების შემდეგ პრეტენდენტს ენიჭება – II ეტაპის სერტიფიკატი. ის ვინც ბაფის ნამდვილი წევრი გახდება და ექნება 2 წლის პროფილით მუშაობის სტაჟი, ასევე მიირებს მთავარი ბუღალტრის სერტიფიკატს;
ყველა წიგნის ცაბარების სემდეგ ბაფი პრეტენდენტს 9რომელსაც ექნება 3 წლის მუშაობის სტაჟი) აღიარებს პროფესიონალ ბუღალტრად.
ქართული პროგრამის სერტიფიკატების საფუძველზე თქვენ ACCA–ს საერთაშორისო პროგრამაში მიიღებთ 9 წიგნის ჩათვლას. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ლინკი:
http://www.accaglobal.com/ukraine/events/events_archive/2008/3128174
GFPAA awarded 9 exemptions from ACCA | Ukraine, Baltic & Caucasus States events | ACCA Ukraine, Balt
