08/05/2025
✅რუსთავის ჭალის ტყეების შესასვლელებში პროექტის „რუსთავის ჭალის ტყეების განვითარება და ტყის აღდგენა-გაშენება“ შესახებ საინფორმაციო დაფები განთავსდა.
🇬🇪 🇸🇪 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში მიმდინარე პროექტის „რუსთავის ჭალის ტყეების განვითარება და ტყის აღდგენა-გაშენება“ მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდა.
🏞️აღნიშნული პროექტი, რომელიც რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენას ისახავს მიზნად, რუსთავის მერიის, ევროსაბჭოს მიერ მხარდაჭერილი რუსთავის მოქალაქეთა ასამბლეის და პროექტის „ნაპირზე" ჩართულობით განხორციელდა.
👤გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებების, დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, რუსთავის ადგილობრივი მაცხოვრებლების ჩართულობით, სამუშაო შეხვედრების ფორმატში, ჭალის ტყის განვითარების ერთობლივ ხედვაზე, მიზნებსა და ამოცანებზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
🌳რუსთავის ჭალის ტყის 280 ჰა ფართობისთვის მომზადდა ტყის განვითარების სტრატეგია და რუსთავის ჭალის ტყეების განვითარებისა და ტყის აღდგენა-გაშენების გეგმის დოკუმენტები.
🔷ტყის აღდგენა-გაშენების შემუშავებული გეგმის მიხედვით, გაიმართა სასწავლო სემინარი რუსთავსერვის ცენტრის, მუნიციპალური ინსპექციის, ახალგაზრდული დეპარტამენტის და რუსთავის მუნიციპალიტეტის სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლებისთვის. სემინარი მოიცავდა 2 ფაზას:
🌳ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის ღონისძიებების გაცნობა-შესწავლა
🪴🌱🌿დარგვის საველე სამუშაოების განხორციელება - რუსთავის ჭალის ტყეში, დაახლოებით 2 000 კვ.მ. ტერიტორიაზე დაირგო ჭალის ტყეებისთვის დამახასიათებელი სახეობები, კერძოდ, 400 ძირი ჭალის მუხის, ფშატის და თელას ნერგები
🔶პროექტისთვის - „რუსთავის ჭალის ტყეების განვითარება და ტყის აღდგენა-გაშენება“ განსაზღვრული დოკუმენტებისა და ქმედებების შესაბამისად, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს რუსთავის ჭალის ტყეების ეკოსისტემის აღდგენის პროექტის განხორციელებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რუსთავის მერია / Rustavi City Hall
02/05/2025
✅ დაცული ტერიტორიების სააგენტოში მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
🇬🇪🇸🇪 მენეჯმენტის გეგმის პროექტი მომზადდა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის ერთობლივი პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ კონსულტანტების გუნდის მიერ. დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა.
👤 შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
🏞️ მენეჯმენტის გეგმის პროექტი ასახავს კონკრეტული დაცული ტერიტორიის გრძელვადიან მიზნებსა და მართვის შესაბამის მიდგომებს და ხელს უწყობს საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლებისა და ეკოტურიზმის განვითარების ღონისძიებების განხორციელებას.
Embassy of Sweden in Tbilisi
დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)
14/04/2025
🇬🇪 🇸🇪 ⬇ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის ერთობლივი პროგრამის - „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, ერუშეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.
🗓️თარიღი: 2025 წლის 14 მაისი
⏱️დრო: 12:00 საათი
📍მისამართი: დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვლადიმერ წითლანაძის #1 შესახ. 1
✅დოკუმენტი მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ კონსულტანტების მიერ. დოკუმენტი შემუშავდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
🔶მენეჯმენტის გეგმის მიზანია განსაზღვროს კონკრეტული დაცული ტერიტორიის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები.
🔷დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ, დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული შენიშვნები და რეკომენდაციები შეძლებისდაგვარად აისახება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.
➡️მენეჯმენტის გეგმის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/6YzY7
📩საჯარო განხილვაზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: [email protected]
Embassy of Sweden in Tbilisi
დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)
✅ 2025 წლის 14 მაისს, 12:00 საათზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში (ვლადიმერ წითლანაძის 1) ერუშეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.
🔹 დოკუმენტი მომზადდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ კონსულტანტების მიერ. დოკუმენტი შემუშავდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
🔸 მენეჯმენტის გეგმის მიზანია, განსაზღვროს კონკრეტული დაცული ტერიტორიის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები.
დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ, დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული შენიშვნები და რეკომენდაციები შეძლებისდაგვარად აისახება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.
🔹 მენეჯმენტის გეგმის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/6YzY7
🔸 საჯარო განხილვაზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ
დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: [email protected]
02/04/2025
✅ დაცული ტერიტორიების სააგენტოში კოლხეთის ეროვნული პარკისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების წყლის მართვის გეგმის დოკუმენტების განხილვა გაიმართა.
👤 შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ და კოლხეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🇬🇪🇸🇪 აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს კოლხეთის ეროვნული პარკის და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების წყლის რესურსების მართვის გეგმის მომზადების წინასაპროექტო ანგარიშს, რომელიც შემუშავდა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის ერთობლივი პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ექსპერტების მიერ.
🔶 დოკუმენტის მომზადება ხორციელდება ეროვნული კანონმდებლობის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, სტრატეგიის განმსაზღვრელი დოკუმენტებისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დირექტივების გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ჯავახეთისა და კოლხეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, საჯარო და არასამთავრობო უწყებებთან, ადგილობრივი თემების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
🔷 დაცული ტერიტორიების წყლის რესურსების მართვის გეგმის პროექტის მიზანია დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა, რაც ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის გაუმჯობესებას, სახეობების კარგვისა და ჰაბიტატების დეგრადაციის შეჩერებას.
Embassy of Sweden in Tbilisi
24/03/2025
🇬🇪 🇸🇪 ⬇ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის ერთობლივი პროგრამის - „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.
🗓️თარიღი: 2025 წლის 1 მაისი
⏱️დრო: 12:00 საათი
📍მისამართი: დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვლადიმერ წითლანაძის #1 შესახ. 1
✅დოკუმენტი მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ კონსულტანტების მიერ. დოკუმენტი შემუშავდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
🔶მენეჯმენტის გეგმის მიზანია განსაზღვროს კონკრეტული დაცული ტერიტორიის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები.
🔷დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ, დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული შენიშვნები და რეკომენდაციები შეძლებისდაგვარად აისახება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.
➡️მენეჯმენტის გეგმის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: http://tiny.cc/apagov
📩საჯარო განხილვაზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: [email protected]
Embassy of Sweden in Tbilisi
დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)
✅ 2025 წლის 1 მაისს, 12:00 საათზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში (ვლადიმერ წითლანაძის 1) გაიმართება მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა.
🔹 დოკუმენტი მომზადდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ კონსულტანტების მიერ. დოკუმენტი შემუშავდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
🔸 მენეჯმენტის გეგმის მიზანია განსაზღვროს კონკრეტული დაცული ტერიტორიის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები.
🔹 დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ, დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული შენიშვნები და რეკომენდაციები შეძლებისდაგვარად აისახება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.
🔸 მენეჯმენტის გეგმის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: http://tiny.cc/apagov
🔹 საჯარო განხილვაზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: [email protected]
#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები
Embassy of Sweden in Tbilisi
Save The Nature - Georgia • გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო
20/01/2025
✅ მაჭახელას დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
🇬🇪🇸🇪 მენეჯმენტის გეგმის პროექტი მომზადდა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ერთობლივი პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ კონსულტანტების გუნდის მიერ. დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მაჭახელას დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა.
🔶 შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, მაჭახელას დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
🔷 მენეჯმენტის გეგმის პროექტი ასახავს კონკრეტული დაცული ტერიტორიის გრძელვადიან მიზნებსა და მართვის შესაბამის მიდგომებს და ხელს უწყობს საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლებისა და ეკოტურიზმის განვითარების ღონისძიებების განხორციელებას.
Embassy of Sweden in Tbilisi
დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)
Machakhela National Park • მაჭახელას ეროვნული პარკი
#დაცულიტერიტორიები
16/01/2025
📌 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის თანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის ,,გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, მომზადდა დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფციის დოკუმენტი.
🔸 კონცეფცია, როგორც სექტორული პოლიტიკის დოკუმენტი, ასახავს დაცულ და სხვა კონსერვაციულ ტერიტორიებზე ბუნების კონსერვაციის მიმართულებით ეროვნულ ხედვას და უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების ეფექტური პოლიტიკისა და კარგი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის, სტანდარტების და პრინციპების გათვალისწინებით. იგი ადგენს სფეროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პრიორიტეტებსა და პრინციპებს და წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტის - დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერებისა და სრულყოფის დარგობრივი პოლიტიკის საფუძველს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის „კუნმინ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს“ მე–3 მიზნის შესაბამისად.
🔸 დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფციაზე მუშაობის პროცესი წარიმართა ღია, ინკლუზიურ და თანამშრომლობით გარემოში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ფართო კონსულტაციების ფარგლებში.
🔸 აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებების მისაღებად და საბოლოო ვერსიის მოსამზადებლად, დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფციის სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვა გაიმართება 2025 წლის 30 იანვარს, 15:00 საათზე.
➡️ დაინტერესებულ პირებს შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლიათ ZOOM პლატფორმის საშუალებით შემდეგ ლინკზე: https://us06web.zoom.us/j/8118410626?omn=87666258445
➡️ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ - https://eiec.gov.ge/Ge/Announcements/6308
📢 დაინტერესებულ პირებს გამოქვეყნებული კანონპროექტების შესახებ შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ არაუგვიანეს 2025 წლის 15 თებერვლისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
13/01/2025
🇬🇪 🇸🇪 ⬇ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ერთობლივი პროგრამის - „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, მაჭახელას დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.
🗓️თარიღი: 2025 წლის 17 იანვარი
⏱️დრო: 12:00 საათი
📍მისამართი: დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვლადიმერ წითლანაძის 1
✅დოკუმენტი მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდის მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მაჭახელას დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
✅მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნების და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული - დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ - დებულების შესაბამისად.
🔶მენეჯმენტის გეგმის მიზანია განსაზღვროს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები.
🔷საჯარო განხილვაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected]
✅დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ, დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული შენიშვნები და რეკომენდაციები, შეძლებისდაგვარად, აისახება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.
➡️ მენეჯმენტის გეგმის დოკუმენტის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:
მაჭახელას დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ერთობლივი პროგრამის - „გადავარჩინოთ ბუ....
26/11/2024
🇬🇪🇸🇪✅ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის თანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის ,,გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, მომზადდა დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფციის დოკუმენტი.
🔷 კონცეფცია, როგორც სექტორული პოლიტიკის დოკუმენტი, ასახავს დაცულ და სხვა კონსერვაციულ ტერიტორიებზე ბუნების კონსერვაციის მიმართულებით ეროვნულ ხედვას და უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების ეფექტური პოლიტიკისა და კარგი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის, სტანდარტების და პრინციპების გათვალისწინებით. იგი ადგენს სფეროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პრიორიტეტებსა და პრინციპებს და წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტის - დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერებისა და სრულყოფის დარგობრივი პოლიტიკის საფუძველს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის „კუნმინ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს“ მე–3 მიზნის შესაბამისად.
🔶 დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფციაზე მუშაობის პროცესი წარიმართა ღია, ინკლუზიურ და თანამშრომლობით გარემოში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ფართო კონსულტაციების ფარგლებში.
🗓 🕕 აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებების მისაღებად და საბოლოო ვერსიის მოსამზადებლად, დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფციის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართება 2024 წლის 13 დეკემბერს, 15:00 საათზე.
👉 დაინტერესებულ პირებს შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლიათ ZOOM პლატფორმის საშუალებით შემდეგ ლინკზე: https://us06web.zoom.us/j/8118410626?omn=88310924209
❗️დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ - https://eiec.gov.ge/Ge/Announcements/6300
📩 დაინტერესებულ პირებს გამოქვეყნებული კანონპროექტების შესახებ შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ არაუგვიანეს 2024 წლის 9 დეკემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
Embassy of Sweden in Tbilisi
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
📌 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის თანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის ,,გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, მომზადდა დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფციის დოკუმენტი.
🔸 კონცეფცია, როგორც სექტორული პოლიტიკის დოკუმენტი, ასახავს დაცულ და სხვა კონსერვაციულ ტერიტორიებზე ბუნების კონსერვაციის მიმართულებით ეროვნულ ხედვას და უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების ეფექტური პოლიტიკისა და კარგი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის, სტანდარტების და პრინციპების გათვალისწინებით. იგი ადგენს სფეროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პრიორიტეტებსა და პრინციპებს და წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტის - დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერებისა და სრულყოფის დარგობრივი პოლიტიკის საფუძველს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის „კუნმინ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს“ მე–3 მიზნის შესაბამისად.
🔸 დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფციაზე მუშაობის პროცესი წარიმართა ღია, ინკლუზიურ და თანამშრომლობით გარემოში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ფართო კონსულტაციების ფარგლებში.
🔸 აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებების მისაღებად და საბოლოო ვერსიის მოსამზადებლად, დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფციის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართება 2024 წლის 13 დეკემბერს, 15:00 საათზე.
➡️ დაინტერესებულ პირებს შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლიათ ZOOM პლატფორმის საშუალებით შემდეგ ლინკზე: https://us06web.zoom.us/j/8118410626?omn=88310924209
➡️ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ - https://eiec.gov.ge/Ge/Announcements/6300
📢 დაინტერესებულ პირებს გამოქვეყნებული კანონპროექტების შესახებ შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ არაუგვიანეს 2024 წლის 9 დეკემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
22/11/2024
🇬🇪 🇸🇪✅გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში შემუშავებული მდგრადი მეთევზეობის განვითარების ეროვნული კონცეფციის სამუშაო დოკუმენტი დაინტერესებულმა მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს.
🐟მდგრადი მეთევზეობის განვითარების კონცეფცია იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტი საქართველოში თევზის რესურსების დაცვა-მონიტორინგისა და მდგრადი სარგებლობისთვის.
🔷აღნიშნული დოკუმენტი საერთაშორისო და რეგიონული ხელშეკრულებების, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად მუშავდება. დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შესამუშავებლად, შეხვედრაზე კონცეფციის პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს, გამოთქვეს მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომელიც საბოლოო დოკუმენტში აისახება.
✅შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების და პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Embassy of Sweden in Tbilisi
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო