Georgia-Korea Information Access Center

Call Directions Contact the organization

Georgia-Korea Information Access Center საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდო?

საქართველო -კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრი დაარსდა 2016 წელს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის (TML) და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ინფორმაციული საზოგადოების სააგენტოს (NIA) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
პროექტი განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ინფორმაციული საზოგადოების სააგენტოს (NIA) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.
ამჟამად ცენტრი ფუნქციონირებს თბილისის მუნიციპალური მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ბაზაზე.
საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრი არის მრავალფუნქციური ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს საკონფერენციო დარბაზს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასწავლო ლაბორატორიას, საერთო სამუშაო სივრცეს, ხმის ჩამწერ სტუდიას და ინტერნეტ ლაუნჯს უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური დანადგარებით, მათ შორის უსინათლო და მცირემხედველ პირებზე ადაპტირებული ტექნიკური მოწყობილობებით.
უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის მოწყობილ სპეციალურ ინტერნეტ სივრცეში განთავსებულია წიგნის საკითხავი მოწყობილობები და ბრაილის შრიფტის კლავიატურის მქონე სხვადასხვა აპარატურა. მათი გამოყენებით უსინათლო ადამიანებს აქვთ წვდომა ინტერნეტთან და ნებისმიერ ციფრულ თუ ნაბეჭდ ინფორმაციასთან, რაც ხელს უწყობს მათი ინფორმირებულობის გაზრდას, დისტანციური სწავლის შესაძლებლობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას.
საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრის მიზანია საზოგადოების ყველა წევრისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის შექმნას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით სარგებლობის და მათი ფართო გამოყენების შესაძლებლობა.
ცენტრი მხარს უჭერს ინოვაციური პროექტების განხორციელებას და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით.

01/10/2026

🔹თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ინიციატივით, უსინათლო და მცირედმხედველი მოსწავლეებისთვის მსახიობებმა - ია შუღლიაშვილმა და ზვიად დოლიძემ - შერჩეული ქართული ლექსების აუდიოვერსიები შექმნეს.

🔹მსახიობების ხმებით გაცოცლხლებული პოეზია ბავშვებს ქართული ლიტერატურის სამყაროს აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.

🔹პროექტის მიზანია, ლიტერატურა და ქართული პოეზია ბავშვებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

🔹ლექსების აუდიოვერსიების ჩაწერა თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ბაზაზე მოქმედი საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრში განხორციელდა და ხელმისაწვდომი იქნება მსმენელებისთვის.

🔹მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №99

🇰🇷 კორეული ენის უფასო პროგრამა!საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრი აცხადებს მიღებას კორეული ენის შემსწავლელ უფ...
04/09/2026

🇰🇷 კორეული ენის უფასო პროგრამა!

საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრი აცხადებს მიღებას კორეული ენის შემსწავლელ უფასო კურსზე.

📚 პროგრამა განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, რომელთაც სურთ კორეული ანბანის ათვისება და საბაზისო ენობრივი უნარების განვითარება, ასევე მათთვის, ვინც უკვე ფლობს ენის საწყის საფუძვლებს.

კურსს გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური კორეელი პედაგოგები.

📅 სწავლის პერიოდი: 14 სექტემბერი - 18 დეკემბერი

ლექციების განრიგი:

🔹 ორშაბათი - ხუთშაბათი: 16:30-დან 18:00 საათამდე (საშუალო დონე)

🔹 სამშაბათი და პარასკევი: 17:00-დან 18:30 საათამდე (საწყისი დონე)

📍 მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N99 (საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრი).

🔗 გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:
https://forms.gle/uiqzdMoon4rhwhFHA

🇰🇷 Free Korean Language Program!

The Georgia-Korea Information Access Center announces admissions for a free Korean language course.

📚 The program is designed for both beginners who want to learn the Korean alphabet and develop basic language skills, and those who already have foundational knowledge of the language.

The course will be led by highly qualified Korean instructors.

📅 Course Duration: September 14 - December 18

Schedule:

🔹 Monday & Thursday: 16:30 - 18:00 (Intermediate Level)
🔹 Tuesday & Friday: 17:00 - 18:30 (Beginner Level)

📍 Address: Tbilisi, 99 Vazha-Pshavela Ave., Georgia-Korea Information Access Center.

🔗 Please register at the link below: https://forms.gle/uiqzdMoon4rhwhFHA

03/09/2026

🔸 კორეული ენის შემსწავლელი უფასო პროგრამა!

🔸 თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ბაზაზე მოქმედი საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრი აცხადებს მიღებას კორეული ენის შემსწავლელ უფასო კურსზე.

პროგრამა განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, რომელთაც სურთ კორეული ანბანის ათვისება და საბაზისო ენობრივი უნარების განვითარება, ასევე მათთვის, ვინც უკვე ფლობს ენის საწყის საფუძვლებს.

კურსს გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური კორეელი პედაგოგები.

🔸 სწავლა დაიწყება 14 სექტემბერს და დასრულდება 18 დეკემბერს.

🔸 ლექციები ჩატარდება:

• ორშაბათსა და ხუთშაბათს, 16:30-დან 18:00 საათამდე — საშუალო დონე;

• სამშაბათსა და პარასკევს, 17:00-დან 18:30 საათამდე — საწყისი დონე.

📍 მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №99 საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრი.

🔸 გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:

https://forms.gle/sxAo4SkChYes13oeA

ქართ/Eng▶️ 2026 წლის 10-19 ივნისს, ქალაქ სეულში გაიმართა კორეის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ლიდერო...
24/06/2026

ქართ/Eng

▶️ 2026 წლის 10-19 ივნისს, ქალაქ სეულში გაიმართა კორეის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ლიდერობისა და ინფორმაციაზე წვდომის ცენტრების (IAC) განვითარების პროგრამა, რომლის მიზანი იყო მონაწილე ქვეყნების ციფრული შესაძლებლობების გაძლიერება, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა და ინოვაციური ტექნოლოგიური გამოცდილების გაზიარება.

▶️ პროგრამაში მონაწილეობდნენ საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრის მენეჯერები ლენა ასკურავა და ბიძინა მურღულია, რომლებმაც საერთაშორისო პარტნიორებსა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს წარუდგინეს ცენტრის საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო განვითარების ხედვა.

▶️ პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სამხრეთ კორეის გამოცდილებას ხელოვნური ინტელექტის, ციფრული მმართველობის, ინოვაციური ICT სერვისებისა და ინკლუზიური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, ასევე იმსჯელეს ციფრული ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის თანამედროვე მიდგომებზე.

▶️ მსგავსი საერთაშორისო პროგრამები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და საქართველოს ინფორმაციული ხელმისაწვდომობის ეკოსისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.

▶️ On June 10–19, 2026, the Korea Information and Communication Technology (ICT) Leadership and Information Access Center (IAC) Development Program was held in Seoul. The program aimed to strengthen the digital capacities of participating countries, promote international cooperation, and share innovative technological experiences.

▶️ The managers of the Georgia-Korea Information Access Center, Lena Askurava and Bidzina Murghulia, participated in the program. They presented the center's activities, ongoing projects, and vision for future development to international partners and representatives from various countries.

▶️ Within the framework of the program, the participants familiarized themselves with South Korea's experience in artificial intelligence, digital governance, innovative ICT services, and the development of inclusive technologies. They also discussed modern approaches to digital accessibility and the implementation of technological innovations.

▶️ Such international programs represent a significant opportunity for establishing new relationships, sharing best practices, and further strengthening Georgia's information accessibility ecosystem.

ქართ/Eng▶️ საქართველო - კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრი იწყებს თანამშრომლობას იმერსიული ტექნოლოგიების კომპანიასთან - ...
05/06/2026

ქართ/Eng

▶️ საქართველო - კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრი იწყებს თანამშრომლობას იმერსიული ტექნოლოგიების კომპანიასთან - NeuropilotVR UG, რომელიც ავითარებს ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური რეალობის (VR) ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს კოგნიტური მზაობის, კონცენტრაციისა და მაღალი გონებრივი დატვირთვის პირობებში ეფექტური მოქმედების მხარდასაჭერად.
▶️ საპილოტე თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა NeuropilotVR-ის ტექნოლოგიის დემონსტრირება ცენტრის IT სასწავლო სივრცეში არსებული VR ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
▶️ დემო აქტივობა საინფორმაციო ხასიათის იყო და მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ NeuropilotVR-ის მიერ შემუშავებულ მოკლე ინტერაქტიულ VR სესიას.
▶️ ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური რეალობისა და ინოვაციური ტექნოლოგიების პრაქტიკული შესაძლებლობებით.
▶️ აღნიშნული აქტივობა ცენტრს შესაძლებლობას აძლევს VR ინფრასტრუქტურა გამოიყენოს საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური აქტივობებისთვის და ხელს შეუწყობს NeuropilotVR-თან მომავალ თანამშრომლობას ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების მიმართულებით.

▶️ The Georgia-Korea Information Access Center (IAC) is launching a collaboration with NeuropilotVR UG, an immersive technology company developing solutions based on Artificial Intelligence (AI) and Virtual Reality (VR) to support cognitive readiness, concentration, and effective performance under conditions of high mental workload.
▶️ As part of the pilot collaboration, a demonstration of NeuropilotVR’s technology was conducted in the Center’s IT training space using the existing VR infrastructure.
▶️ The demonstration activity was informational in nature and provided participants with an opportunity to learn about NeuropilotVR’s interactive VR session.
▶️ The event was aimed at engaging students and young professionals interested in the practical applications of Artificial Intelligence, Virtual Reality, and other innovative technologies.
▶️ This activity enables the Center to utilize its VR infrastructure for educational and technological initiatives and supports the development of future cooperation with NeuropilotVR in the fields of Artificial Intelligence and Virtual Reality technologies.

ქართ/Engსაქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრში კორეული ენის უფასო პროგრამა დაიწყო.📚 სასწავლო პროცესს უძღვებიან მ...
20/02/2026

ქართ/Eng

საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრში კორეული ენის უფასო პროგრამა დაიწყო.

📚 სასწავლო პროცესს უძღვებიან მაღალკვალიფიციური კორეელი პედაგოგები. კურსის ფარგლებში მსმენელები ეუფლებიან კორეული ენის საფუძვლებს და ამავდროულად ეცნობიან კორეულ კულტურას, ისტორიასა და ტრადიციებს.

✨ წარმატებებს ვუსურვებთ პროგრამის ყველა მონაწილეს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენთან მიღებული ცოდნა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მათ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებაში.

The free Korean language program has started at the Georgia-Korea Information Access Center.

📚 The educational process is led by highly qualified Korean instructors. Within the course, participants master the fundamentals of the Korean language and at the same time become acquainted with Korean culture, history, and traditions.

✨ We wish success to all program participants and hope that the knowledge gained with us will make a significant contribution to their academic and professional development.

ქართ/Eng📚 საქართველო -კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრის  2025 წლის კორეული ენის კურსი დასასრულს უახლოვდება. 🌟 მიმდინარ...
16/12/2025

ქართ/Eng
📚 საქართველო -კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრის 2025 წლის კორეული ენის კურსი დასასრულს უახლოვდება.

🌟 მიმდინარე წლის პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული სიახლე გვაქვს. კორეული ენის პედაგოგის ბეკ იონ სუკის მხარდაჭერით, ცენტრის წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა ანა ძმანაშვილმა და ნინო ჯიშკარიანმა მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ კორეის ქალაქ ჯეონჯუში გამართულ საერთაშორისო ფერმენტირებული საკვების გამოფენაში.

✨ქართველი სტუდენტებისთვის ეს იყო უნიკალური გამოცდილება, რათა ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ საქართველოს კულტურა, ტრადიციული სამზარეულო, ფერმენტირებული პროდუქტები და ქართული ღვინო.

🌏 ჯეონჯუს ფესტივალი სამხრეთ კორეის მთავრობის მხარდაჭერილი, მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებაა, რომელიც ფერმენტირებული პროდუქტების წარმოების ტრადიციების გაცნობას, კულტურათა შორის გამოცდილების გაზიარებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ეძღვნება.

🤝 გამოფენაზე საქართველოს სტენდმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ფესტივალის სტუმრებში, მათ შორის სხვადასხვა ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლებში, რომლებიც დაინტერესდნენ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით.

📅 ღონისძიება გაიმართა 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით და ქართველ მონაწილეებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ გამოცდილების მიღების, ცოდნის გაღრმავებისა და ახალი კავშირების დასამყარებლად.

📣კორეული ენის შესწავლის მსურველებს გაცნობებთ, რომ მომდევნო კურსი 2026 წლის თებერვლიდან დაიწყება.

📚 The 2025 Korean language course at the Georgia–Korea Information Access Center is coming to an end.

🌟 As part of this year’s program, we have a special update. With the support of Korean language instructor Baek Young Sook, successful graduates of the Center, Ana Dzmanashvili and Nino Jishkariani, participated in the International Fermented Food Expo held in the South Korean city of Jeonju.

✨ For the Georgian students, this was a unique opportunity to present Georgian culture, traditional cuisine, fermented products, and Georgian w**e to a wide audience.

🌏 The Jeonju Festival is a world-class event supported by the Government of South Korea, dedicated to showcasing fermented food traditions, sharing intercultural experiences, and promoting economic cooperation.

🤝 The Georgian stand at the exhibition attracted particular interest from festival visitors, including representatives of various institutions and businesses who expressed interest in cooperation with Georgian companies.

📅 The event was held from October 29 to November 2, providing Georgian participants with a unique opportunity to gain experience, deepen their knowledge, and establish new connections.

📢 We would like to inform those interested in learning the Korean language that the next course will begin in February 2026.

Address

ვაჟა ფშაველას გამზირი 99
Tbilisi
0182

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995599289339

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia-Korea Information Access Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgia-Korea Information Access Center:

Shortcuts

Share