31/05/2026
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
Investigation Service of Ministry of Finance of Georgia Official
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (ოფიციალური გვერდი)
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალ, სპეციალურ სამართალდამცავ ორგანოს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის
31/05/2026
28/05/2026
ქარ/ENG
🔷ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
🔹ლევან ხარაბაძემ სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებისგან საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ სრული ინფორმაცია მოისმინა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
🔹ამასთან, შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა უწყების მომავალი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს და საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების მიმართულებით გასატარებელ ეფექტიან ღონისძიებებს.
🔹საგამოძიებო სამსახურის უფროსი ასევე ადგილზე გაეცნო დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და სამუშაო სივრცეების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს. ლევან ხარაბაძის განცხადებით, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და სტრუქტურული დანაყოფების ინფრასტრუქტურის განახლება სამსახურისთვის პრიორიტეტულია და აღნიშნული მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.
#საგამოძიებოსამსახური2026
🔷Mr. Levan Kharabadze, Head of Investigation Service of the Ministry of Finance of Georgia, together with his deputies and high-ranking officials of the Investigation Department, held working meetings with the employees of Shida Kartli and Samtskhe-Javakheti regional divisions.
🔹Mr. Levan Kharabadze was briefed in details by the heads of the structural units on the activities aimed at combating crimes in the financial-economic field, as well as regarding ongoing preventive measures, and thanked the employees for their work.
🔹In addition, head of Investigation Service, highlighted priority areas of future activities of the Agency and effective measures to be implemented for the detection, prevention and investigation of financial-economic crimes.
🔹Head of Investigation Service also reviewed on-site of material-technical base of the units, as well as the needs related to improvement of the working environment. Mr. Levan Kharabadze stated that improving working conditions of the employees and renewing infrastructure of structural units remains a priority for the Service and active efforts in this direction will continue.
27/05/2026
ქარ/ENG
დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებულ კომპანიებზე (შპს „ეიაიფორი“, შპს „არვიქს“ და შპს „რაპირა გრუპ“) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები.
დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო.
გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „ეიაიფორი“ და შპს „არვიქს“ ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.
რაც შეეხება შპს „რაპირა გრუპის“ უკანონო საქმიანობას, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია, ვებგვერდ „rapira.net“-ის საშუალებით, ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული. კომპანიას არანაირი ბრუნვა საბანკო ანგარიშებზე, აქტივები ან ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და მისი რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, აგრძელებს აქტიურ მუშაობას ფინანსურ და კიბერდანაშაულთან ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით.
An investigation is underway at the Investigation Service of the Ministry of Finance concerning the companies sanctioned yesterday by the Great Britain (AiFory LLC, Arvix LLC, and Rapira Group LLC). In connection with this, concrete legal results have already been achieved.
None of the sanctioned companies operated within Georgia.
Investigation determined, that AiFory LLC and Arvix LLC were registered fictitiously in the names of third parties in exchange for certain compensation, while in reality, they operated in Moscow, Russia and possessed no assets or offices in Georgia.
In the above-mentioned criminal case, by the court judgement of April 28, 2026, three accused persons were sentenced to a fine in the amount of GEL 30 000 and probation, while the organizer of the crime, Davit Jincharadze, was sentenced to 9 years and 6 months of imprisonment.
As for the illegal activities of Rapira Group LLC, it has been established that the company, registered by a citizen of Great Britain through a power of attorney, exclusively served only Russian citizens via the website „rapira.net” and its domain is also registered with a Russian registrar. The company has no recorded turnover on its bank accounts, assets or offices on the territory of Georgia and its registration was purely formal in nature.
Investigation Service of the Ministry of Finance of Georgia, in coordination with international partners, continues its active efforts to combat financial and cybercrimes, as well as to prevent and suppress any attempts to circumvent international sanctions.
ქარ/ENG
🔷ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს როგორც კორუფციული, ისე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების აღსაკვეთად. ამჯერად გამოვავლინეთ სამი დანაშაულებრივი ფაქტი.
🔹პირველი ეხება საჯარო მოხელეების მხრიდან ქრთამის აღების ფაქტს. კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულია ორი პირი. კერძოდ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა და ამავე ერთეულის მთავარმა სპეციალისტმა, წინასწარი შეთანხმებით, მოქალაქისგან ქრთამი აიღეს, რის სანაცვლოდაც შეპირდნენ მფარველობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უცხოელი ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში.
🔹მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეომასალა, ნივთმტკიცებად ამოღებულია თანხაც.
🔹გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
🔹მეორე ფაქტი ეხება მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ დანაშაულს. კერძოდ:
🔹სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ამ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, დავაკავეთ სამი ადამიანი: აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ექიმი.
🔹გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ორ სხვადასხვა ადგილას მოქმედი აფთიაქიდან, სისტემატურად, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე ხდებოდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია. აფთიაქის ხელმძღვანელს დახმარებას უწევდა ერთ-ერთი კლინიკის ექიმი-ნევროლოგი.
🔹ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი და თანხა.
🔹გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 25-192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
🔹რაც შეეხება მესამე ფაქტს. ჩვენ აქტიურად ვაკონტროლებთ ფინანსურ სექტორს ციფრულ სივრცეშიც, სადაც უკონტროლო ნაკადები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას.
🔹დავაკავეთ ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი.
🔹ბრალდებული, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ონლაინპლატფორმის გამოყენებით ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. ის ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას ახდენდა, რითაც ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ფინანსური ნაკადების მოძრაობას. ამ გზით, მან მილიონობით ლარის ღირებულების ვირტუალური აქტივის ტრანზაქცია შეასრულა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ფულის მთვლელი აპარატები, კომპიუტერული ტექნიკა, რვა მობილური ტელეფონი, ათეულობით საბანკო და სიმ-ბარათი, ასევე საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია.
🔹გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
🔹განვაგრძობთ გამოძიებას დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, აგრეთვე, გადასახადებისთვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად.
🔹მივმართავთ ყველას, ვინც შესაძლოა ფიქრობდეს, რომ კორუფციული გზით არის შესაძლებელი სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტა -მკაცრად დაიცავით საქართველოს კანონმდებლობა და თავი შეიკავეთ კორუფციულ თუ სხვა უკანონო საქმიანობაში ჩართვისგან, რადგან ნებისმიერი მცდელობა, გვერდი აუაროთ კანონს, დროულად იქნება იდენტიფიცირებული და თითოეულ ასეთ ფაქტს უმკაცრესი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
#საგამოძიებოსამსახური2026
🔷Investigation Service of the Ministry of Finance of Georgia, together with other law enforcement agencies, continues its active and uncompromising fight against crimes committed both in the sphere of corruption and in the financial-economic field. This time, we have exposed three criminal offences.
🔹The first case concerns bribery of public officials. Two individuals have been detained on the fact of corruption offence. Namely: in the village of Jorjiashvili, located in Tetritskaro Municipality, representative of the municipal mayor and a senior specialist, by prior agreement, demanded and took the bribe from a citizen. In exchange, they promised patronage in arranging a foreign tourist camping site on the state-owned land.
🔹Audio and video recordings were obtained documenting the crime committed and the money taken as a bribe was seized.
🔹Investigation is underway under the second part of Article 338 of the Criminal Code of Georgia, which as a type of sentence, envisages imprisonment from 7 to 11 years.
🔹The second case concerns a crime posing a threat to the health of citizens. Namely: on the fact of illegal entrepreneurial activity and assistance in these activities, three individuals were detained: head of a pharmacy, a pharmacist, and a neurologist.
🔹Investigation determined that in one municipality, by pharmacies operating in two different locations, psychotropic medications subject to special control were systematically sold without the appropriate permit and prescription. The head of a pharmacy was assisted by a neurologist from one of the clinics.
🔹A large quantity of various psychotropic medications and cash were seized as evidence.
🔹Investigation is underway under the second part of Article 192, Article 25-192, Part 2, subparagraph “a” of the Criminal Code of Georgia, which as a type of sentence, envisages imprisonment from 3 to 5 years.
🔹Regarding the third fact, we actively control financial sector in the digital space, where uncontrolled flows pose a direct threat to the country's economy.
🔹We detained the manager of an unregistered virtual asset service provider.
🔹The accused, without having the compulsory registration with the National Bank of Georgia, carried out illegal business activities using an online platform. This has led to the exchange of virtual assets and cash, thereby facilitating the movement of uncontrolled international financial flows into the country. In this way, he carried out transactions with virtual assets worth millions of GEL. As a result of the search, a large sum of cash, money counting machines, computer equipment, eight mobile phones, dozens of bank and SIM cards, as well as documents related to the case were seized as evidence.
🔹Investigation is underway under the first part of Article 192 of the Criminal Code of Georgia, which as a type of sentence, envisages imprisonment up to 3 years.
🔹We will continue investigation to identify and expose other individuals involved in the crime, as well as to uncover the facts of tax evasion and possible money laundering.
🔹We address to everyone who might believe that various problems could be solved through corruption – strictly adhere to the legislation of Georgia and to refrain from engaging in corrupt and illegal activities, as any attempt to circumvent the law will be promptly identified, and each such case will entail the most stringent legal measures.
ბრიფინგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში
19/05/2026
GEO/ENG
🔷ლევან ხარაბაძემ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონალური სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
🔹საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონალური სამმართველოების ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
🔹სამუშაო შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები და საგამოძიებო დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელი პირები.
🔹სამსახურის უფროსმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა რეგიონალური სამმართველოების სამოქმედო ტერიტორიებზე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, დანაშაულის სტატისტიკისა და მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
🔹ლევან ხარაბაძემ ყურადღება გაამახვილა უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებზე და თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
🔹საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კახეთის სამმართველოს ახლად გახსნილი ოფისი მოინახულა, რომელიც აღჭურვილია საგამოძიებო უწყებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო თანამედროვე ინფრასტრუქტურით. გარდა ამისა, მან დაათვალიერა ქვემო ქართლის სამმართველოს ახალი ოფისის ასაშენებლად გამოყოფილი ტერიტორიაც.
🔹ლევან ხარაბაძე ადგილზე გაეცნო სამმართველოების არსებულ ინფრასტრუქტურას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და თანამშრომელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს.
#საგამოძიებოსამსახური2026
🔷Mr. Levan Kharabadze, held working meetings with the staff of Kvemo Kartli and Kakheti regional divisions
🔹Mr. Levan Kharabadze, Head of Investigation Service of the Ministry of Finance of Georgia, held working meetings with the heads of the of Kvemo Kartli and Kakheti regional divisions of the Investigation Department.
🔹Deputy Heads of Investigation Service, as well as other high-ranking officials of the Investigation Service, attended the working meetings.
🔹Head of Investigation Service was briefed in details on the activities to tackle crimes in the financial-economic field within the frames of the operational areas of the regional divisions, as well as on crime statistics and ongoing preventive measures.
🔹Mr. Levan Kharabadze focused on the priority areas of the Service’s activities and thanked the staff for their effective work.
🔹Head of Investigation Service, together with high-ranking officials, visited newly opened office of Kakheti Regional Division, which is equipped with the entire modern infrastructure necessary for investigative units.
🔹In addition, he also surveyed the site allocated for the construction of the new office of Kvemo Kartli Regional Division.
🔹Mr. Levan Kharabadze held on-site review of the infrastructure and material-technical base of the regional divisions and the needs related to improving working environment for employees.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
4 University Street
Tbilisi
0177
Opening Hours
| Monday | 10:00 - 19:00 |
| Tuesday | 10:00 - 19:00 |
| Wednesday | 10:00 - 19:00 |
| Thursday | 10:00 - 19:00 |
| Friday | 10:00 - 19:00 |
