საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center

Share

ცენტრი უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესებზე

05/06/2025

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი 2025

„მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“

Photos from საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia's post 05/06/2025

👤“ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გვასწავლა, რომ შეუძლებელია განვითარებაზე საუბარი მშვიდობის გარეშე. ამიტომაც ვიბრძვით ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის და შესაბამისად, ჩვენი უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისთვის. ევროპის ქალაქებს შორის, თბილისი ის ქალაქია, რომლისთვისაც ომი და მისი დამანგრეველი შედეგები არც თუ ისე შორეული წარსულია. “- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

➡️მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რეგიონში მდგრადი მშვიდობის შენარჩუნება, რაც ასევე წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მთავარ წინაპირობას. როგორც მან აღნიშნა: „გვწამს, რომ რაც უფრო ფართო იქნება მშვიდობის საზღვრები, ჩვენი შესაძლებლობები მხოლოდ გაიზრდება, ამიტომაც, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას და ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული როლი ვითამაშოთ ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში.“

➡️საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.

👤„საქართველო ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ და ამ პროცესში ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სოციალური ცხოვრების ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კარგი მმართველობით, კარგი თანამშრომლობით და დიდი სიყვარულით შეიქმნა ის პროგრესი, რომელიც დღეს შეუმჩნეველი არავის რჩება.“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

🌐ვრცლად იხილეთ : https://mfa.gov.ge/news/172969-maka-botchorishvili-kargi-mmartvelobit-kargi-tanamshromlobit-da-didi-sikvarulit-sheiqmna-is-progresi

04/06/2025

მსურს გამოვეხმაურო სპეკულაციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-თან "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" დაკავშირებით.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება კომპლექსური რეფორმა. სტრუქტურული ცვლილებები ეხება როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

სამინისტროს ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. შესაბამისად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება, უკვე სამინისტროს დებულების თანახმად, გახდა მთლიანად სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესი ხორციელდება სრულიად გამჭვირვალედ და თითოეულ თანამშრომელს მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე ცვლილებების შესახებ.

შესაბამისად, საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას.

თამარა წულეისკირი

სსიპ-ის "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" დირექტორი

Photos from საქართველოს მთავრობა's post 30/05/2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

Photos from მაკა ბოჭორიშვილი / Maka Botchorishvili's post 30/05/2025

ტირანაში ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-6 სამიტზე 50-მდე ქვეყნის ლიდერს უმასპინძლა. გაიმართა საინტერესო ორმხრივი შეხვედრები და დისკუსიები.

Photos from საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia's post 29/05/2025

🔹საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილესა და UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორთან, ივანა ჟივკოვიჩთან.

🔹შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს მთავრობასა და UNDP-ის შორის არსებული 30 წლიანი, მჭიდრო პარტნიორობა და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა UNDP-ის ძალისხმევაზე ქვეყანაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

🌐ვრცლად იხილეთ : https://mfa.gov.ge/news/849133-maka-botchorishvili-undp-is-evropisa-da-dst-is-qveknebis-regionuli-biuros-direqtors-shekhvda

29/05/2025

დიასპორის ფორუმი- „დიასპორა სამშობლოსთვის - ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება“

Photos from მაკა ბოჭორიშვილი / Maka Botchorishvili's post 29/05/2025

🔹27 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტრო ტრადიციულად მასპინძლობს დიასპორის ფორუმს.

🔹ყოველწლიურად დიასპორის წარმომადგენლების საქართველოში შეხვედრა ემსახურება ჩვენი ურთიერთობის გაძლიერებას.

🔹ყველა ნაბიჯი, რასაც სახელმწიფო დგამს მიმართულია ერთი მიზნისკენ: ჩვენს თანამემამულეებს შევუნარჩუნოთ ქართული იდენტობა, სამშობლოსთან და ქართულ კულტურასთან მაკავშირებელი ძაფები.

ვრცლად იხილეთ 👇
https://mfa.gov.ge/news/766302-sagareo-saqmeta-saministros-organizebit-diasporis-dghisadmi-midzghvnili-phorumi-diaspora-samshoblost

26/05/2025

#26მაისი #ესდღეჩვენია

Photos from საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia's post 23/05/2025

2025 წლის 14 მაისს, საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი, ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ლიხტენშტაინის სამთავროს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და კულტურის მინისტრს, ზაბინე მონაუნის შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და ორი ქვეყნის თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, ევროპის საბჭოს ფარგლებში.

23/05/2025

#26მაისი #ესდღეჩვენია

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


შ. დადიანის ქ. 2/1
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00