18/05/2026
15 მაისს 3ბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგების იზოლდა ამანათიძისა და ლალი მიქელაძის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს ღონისძიება თემაზე: „გაზაფხული და დედა“.🌸🌺🌷🌻
ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა დიდი მონდომებით წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და სახალისო ნომრები, რამაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.🎤🎹🎶
16/05/2026
5 მაისს , მე-10 ა კლასში ჩატარდა პროექტის "მდგრადი ტურიზმი"-ის პრეზენტაცია.🏔️
აღნიშნული ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა ტურიზმის, როგორც თანამედროვეობის პრიორიტეტული დარგის, საერთაშორისო ტენდენციებისა და საქართველოს ეკონომიკაში მისი როლის კომპლექსური განხილვა.🏕️
გეოგრაფიის მასწავლებელი: დარიკო ხარაული👩🏻🏫
23/04/2026
23 აპრილი წიგნის ჩუქების დღეა და ეს განსაკუთრებული თარიღი აღინიშნა III ა კლასშიც. ✏️📖🏫
მეგობრებმა ერთმანეთს უსახსოვრეს უძვირფასესი საჩუქარი - ,,წიგნი"📚📖
ისაუბრეს წიგნის კითვის დადებით თვისებებზე, განიხილეს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები.✨
მასწავლებელი :თეა ფოფხაძე👩🏻🏫
23/04/2026
მე-10ა კლასის მოსწავლეები მემორანდუმის ფარგლებში იმყოფებოდნენ სსიპ კოლეჯ "მერმისში". ვიზიტის მიზანი იყო პროფესიული სასწავლებლის პროგრამების გაცნობა და მომავალი პროფესიული არჩევანის მხარდაჭერა.
მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს სასწავლებლის ინფრასტრუქტურა და მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის შესახებ. ვიზიტი იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო. შედეგად მიიღეს ახალი შთაბეჭდილებები და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ საკუთარი მომავლის პროფესიას.✨🎓🏫
მეწარმეობის პედაგოგი - ელისო ფიცხელაური👩🏫
მე-10ა კლასის დამრიგებელი- შორენა მაჭავარიანი👩🏫
22/04/2026
22 აპრილი დედამიწის დღეა🌍
დედამიწა ჩვენი საერთო სახლია. ის გვაძლევს ჰაერს, წყალს, საკვებს და ყველაფერს, რაც სიცოცხლისთვის გვჭირდება. თუმცა ხშირად ადამიანები ბუნებას აზიანებენ — აბინძურებენ გარემოს და არ უფრთხილდებიან რესურსებს.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იზრუნოს დედამიწაზე: არ დავყაროთ ნაგავი, დავრგოთ ხეები, შევამციროთ პლასტმასის გამოყენება და დავიცვათ სისუფთავე.
მოდით, ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას, რადგან დედამიწა ჩვენი სახლია და მასზე ზრუნვა ჩვენი ვალია.💚🌍💚
კლასი-II
დამრიგებელი- ლალო კიკვაძე👩🏻🏫