1 ივნისი - ნინოობა ფოკაში
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი
01/06/2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ფოკაში ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორის - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო.
პარაკლისი უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა.
პარაკლისის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ნინოობა მიულოცა.
მთავრობის მეთაური, უწმინდესსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, ფოკაში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრი მონასტრის წინამძღვარს, იღუმენია ელისაბედს შეხვდა და დღევანდელი დღე მიულოცა.
ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, დღეს ასევე დაათვალიერა ახალქალაქის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის მუზეუმი.
პრემიერ-მინისტრს და პატრიარქს სამღვდელმთავრო რეზიდენციაში უმასპინძლა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
დღეიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს კოორდინაციით განხორციელდება და მოიცავს როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას, ისე სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ ექსპედიციებს. საიუბილეო ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება.
ბრიფინგი
01/06/2026
01/06/2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დაესწრო.
პოლიციელის დღე
ახალი სარკინიგზო მაგისტრალი და საქართველო, როგორც შუა დერეფნის ქვეყნების საკვანძო რგოლი
31/05/2026
ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ამდენად, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა პოლიციას პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ისინი 24 საათის განმავლობაში, ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, იცავენ მართლწესრიგს და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას.
„სწორედ თქვენს ყოველდღიურ შრომას და თავდადებას ეფუძნება სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომლითაც დღეს საქართველო ასე ამაყობს და რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია. გასული რამდენიმე წელიწადი იყო გამოწვევებით სავსე ქართული სახელმწიფოსთვის. უპირველეს ყოვლისა, სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა. თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერებისა და დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებებით გასული ერთი წლის განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
„განსაკუთრებით ეს ეხება ორგანიზებულ, კორუფციულ დანაშაულთან და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის. ამის უმთავრესი დასტური პოლიციის მაღალი რეპუტაცია და პოლიციის მიმართ ქართველი ხალხის გამორჩეული ნდობაა.
მადლობას ვუხდი თქვენს ოჯახებს, რომლებიც ამ ურთულეს გზაზე თქვენი მთავარი დასაყრდენი არიან და თქვენთან ერთად იზიარებენ ამ დიდ პასუხისმგებლობას. პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას პატივი მიაგო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ხსოვნას და აღნიშნა, რომ მათი თავდადება მომავალი თაობებისთვის სამაგალითოა.
პოლიციას პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დააჯილდოვა.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
31/05/2026
ირაკლი კობახიძე - ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ამდენად, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
Ingorokva Str. 7
Tbilisi
0114
