სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი

სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი

Share

სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვებ?

სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი 2005 წლის 27 ოქტომბერს შეიქმნა.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით შექმნილ დაწესებულებას.

Photos from სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი's post 08/06/2026

🥋8-9 ივნისს, ძიუდოს აკადემიაში 2010-2011 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის სალიცენზიო შეჯიბრება მიმდინარეობს. ტურნირის პირველ დღეს ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენებმა 55 კგ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს:

🥈 მათე მეგრელიშვილი – II ადგილი (55 კგ)
🥉 ლუკა რობაქიძე – III ადგილი (55 კგ)

🔹მწვრთნელები: ნოდარ მებაღიშვილი, დავით შიშაბერიძე, მალხაზ შიშაბერიძე, ვაჟა ბალხამიშვილი.

Photos from სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი's post 06/06/2026

🥋 წარმატება ძიუდოს სალიცენზიო შეჯიბრებაზე!

🥋 6-7 ივნისს, ძიუდოს აკადემიაში გამართულ 2012-2013 წლებში დაბადებულ ვაჟთა სალიცენზიო შეჯიბრებაზე, ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენმა, ვატო ოყუჯავამ (34კგ) წარმატებით იასპარეზა და საპრიზო მე-3 ადგილი დაიკავა.

📍 ცენტრის ადმინისტრაცია ულოცავს ვატოს და მის მწვრთნელებს — ნოდარ მებაღიშვილს, დავით და მალხაზ შიშაბერიძეებს მოპოვებულ გამარჯვებას!

Photos from სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი's post 05/06/2026

🏆 კიდევ ერთი ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული!

🤼ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მორიგ დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენი ცენტრის სპორტსმენმა.

🥇თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 48 კგ წონით კატეგორიაში, აფხაზეთის სახელით მოასპარეზე ლაშა ქორიძემ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

🔹აღსანიშნავია სპორტსმენის მწვრთნელის, კახაბერ დობორჯგინიძის უდიდესი წვლილი ამ გამარჯვებაში, რომლის ხელმძღვანელობითაც ლაშამ ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

🔹ცენტრი ულოცავს სპორტსმენსა და მწვრთნელს ამ დიდ წარმატებას და მომავალ ასპარეზობებზეც გამარჯვებას უსურვებს!

05/06/2026

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბატონი მუხრან შამათავა, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებებს დაესწრო. მან ტურნირის მსვლელობისას შეხვედრები გამართა ჩვენს აღსაზრდელებთან.

აღსანიშნავია, რომ ამ დიდ სპორტულ დღესასწაულზე ჩვენი ცენტრი 8 გამორჩეული სპორტსმენით არის წარმოდგენილი, რომელიც უმნიშვნელოვანესი გამოცდილებაა მათი მომავალი წარმატებული ასპარეზობებისთვის.

03/06/2026

🥋თბილისის ძიუდოს გუნდმა საქართველოს პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ამ დიდ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენმა გამორჩეულმა ძიუდოისტმა, ბარბარე კოზმანაშვილმა (-63 კგ) შეიტანა!

🥇ფინალურ ბლოკში, სადაც დედაქალაქის გუნდმა ქვემო ქართლი 4:2 დაამარცხა, ბარბარემ 3 შეხვედრიდან 3 გამარჯვება მოიპოვა.

🔹დიდი მადლობა ჩვენს მწვრთნელებს — ნოდარ მებაღიშვილს, დავით შეშაბერიძესა და მალხაზ შეშაბერიძეს

🔹ვულოცავთ ბარბარეს და თბილისის გუნდს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

03/06/2026

ბათუმში საქართველოს პირველი ახალგარზდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

2 ივნისს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო ახალგაზრდულმა მულტისპორტულმა ღონისძიებამ ათასობით მაყურებელი, სპორტსმენი, მწვრთნელი, ოლიმპიური ოჯახის წევრი, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელი გააერთიანა.

01/06/2026

🤼30-31 მაისს ქალაქ ჭიათურაში გამართულ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის რესპუბლიკურ ტურნირზე ჩვენმა აღსაზრდელებმა ღირსეულად იასპარეზეს და საპრიზო სამეულებში შევიდნენ.

🔹ლუკა გეგეშიძე (85 კგ) – 🥈 ვერცხლის მედალი!
🔹დავით დალალიშვილი (57 კგ) – 🥉 ბრინჯაოს მედალი!
🔹საბა ძნელაძე (85 კგ) – 🥉 ბრინჯაოს მედალი!


🔹მწვრთნელები: კობა კიკაძე საბა კიკაძე ლაშა მარიამიძე.

01/06/2026

დიდი წარმატება გრაცის ევროპის ახალგაზრდულ თასზე!

🥋🥇გრაცის ევროპის ახალგაზრდულ თასზე, ოლიმპიური ცენტრის (ლილოს ძიუდოს დარბაზი) სპორტსმენმა, გიორგი ბენდელიანმა (-100კგ), ბრწყინვალე ასპარეზობით ტურნირის ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი მოიპოვა!

🥋ვულოცავთ სპორტსმენს და მის მწვრთნელს, ლევან წიკლაურს, ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას.

🇬🇪სასიხარულოა, რომ ოლიმპიურ ცენტრში აღზრდილი სპორტსმენები ასე ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს მსოფლიო დონეზე.

01/06/2026

ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენებმა 6 მედალი მოიპოვეს!

🤼30 მაისს, თბილისმა ნოდარ ბეკურიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ, რიგით მე-13 რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლა თავისუფალ ჭიდაობაში (2014-2015-2016 წლებში დაბადებულთა შორის)

🏆ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ოლიმპიური ცენტრის ნიჭიერმა მოჭიდავეებმა, რომლებმაც ჯამში 6 მედალი მოიპოვეს

🥇ოქროს მედალი:
თედო ხუნდაძე — 44 კგ

🥈ვერცხლის მედალები:
ანდრია იმერლიშვილი-26 კგ
ვახტანგ ლეჟავა — 65 კგ

🥉ბრინჯაოს მედლები:
გაბრიელ დანელია — 29 კგ
ნერსე ველიაშვილი — 48 კგ
გაბრიელ ქარუმიძე — 48 კგ

🏆განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მწვრთნელებს — ჯონი ლორიასა და თამაზ ბენდიანიშვილს

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


საქართველო, თბილისი, თიანეთის გზატკეცილი N37
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00