03/06/2026
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, უსაფრთხოების ზომების აუცილებლობის გათვალისწინებით, კეკელიძის ქუჩის N9-ის მიმდებარედ, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა იწყება.
რკინაბეტონის კედლის სიგრძე 22 მეტრი, ხოლო სიმაღლე 6,6 მეტრი იქნება. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა 78 ხიმინჯი, საერთო სიგრძით 600 მეტრი.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან ერთად შეხვდა და პროექტის დეტალები განიხილა.
ლევან ყიფიანი • Levan Kipiani
ალექსანდრე ასათიანი / Alexander Asatiani
01/06/2026
ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვაჟა-ფშაველას I კვარტალში, ციციშვილის სახელობის სკვერში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ბავშვებისთვის სხვადასხვა თეატრალურ-შემეცნებითი წარმოდგენა და საბავშვო კონცერტი გაიმართა. მოეწყო ილუზიონისტის, ჯამბაზის შოუ, საპნის ბუშტების შოუ, ასევე, ქიმიური ლაბორატორია - ,,აზოტის შოუ“, თოჯინების თეატრის სპექტაკლი, დრამერების მსვლელობა.
სტუმრების განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ.
სკვერის სივრცეში დამონტაჟებული იყო ატრაქციონები.
ღონისძიებას ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი მაჟორიტარ დეპუტატებთან ალექსანდრე ასათიანთან და ბექა გელენავასთან ერთად დაესწრო.
ლევან ყიფიანი • Levan Kipiani
ბექა გელენავა / Beka Gelenava
ალექსანდრე ასათიანი / Alexander Asatiani
28/05/2026
🟢ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერისა და ორი სპორტული მოედნის განახლება დაიწყო.
დაახლოებით 5000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება დასასვენებელ სივრცეს, ასევე ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს.
ფეხბურთის მოედანზე დაიგება რბილი საფარი, კალათბურთის მოედანი კი აკრილის ზედაპირით იქნება. განახლდება ღობეები და დამონტაჟდება შესაბამისი ინვენტარი.
🌿🍃🍀რაც შეეხება სკვერს, ტერიტორიაზე მოეწყობა ორი საბავშვო-გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით რბილ საფარზე, ორი ფიტნეს ზონა, ორი გადახურული პავილიონი მაგიდებითა და სკამებით.
გარდა ამისა, სკვერის მთელ პერიმეტრზე დამონტაჟდება სამი ტიპის საპარკო სკამები, მათ შორის საქანელა სკამები, მოეწყობა სარწყავი და განათების ქსელები, დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, მაჟორიტარ დეპუტატ ბექა გელენავასთან ერთად შეხვდა.
ლევან ყიფიანი • Levan Kipiani
ბექა გელენავა / Beka Gelenava