სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის

სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის

Share

თანასწორობა, განვითარება, კეთილდღეობა!

11/07/2023

პატივცემულო თანამოაზრეებო!

თქვენთვის ცნობილია, რომ პარტიის ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” პოლიტსაბჭოს თხოვნის საფუძველზე ვასრულებდი პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას 2021 წლის ივლისიდან. ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ეს ფუნქვია კვლავ უბრუნდება პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ გია ჟორჟოლიანს.

პირადი გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე პარტიულ საქმიანობას აღარ ვაგრძელებ, თუმცა გამოვთქვამ მზაობას საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად ვითანამშრომლო თითოეულ თქვენთაგანთან.

ამასთან, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ჩემდამი გამოხატული კეთილგანწყობისთვის და ნდობისთვის.
გისურვებთ წარმატებებს!

23/11/2022

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ აქტიური წევრის, ჩვენი მეგობრის, თანამებრძოლის, უზადო და კეთილშობილი ადამიანის, ბატონ ვანო ხვიბლიანის გარდაცვალების გამო.
ბატონი ვანო ხვიბლიანი გახლდათ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, სასაზღვრო ძალების პოლკოვნიკი, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. წლების განმავლობაში იყო საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი. დიდი წვლილი აქვს შეტანილი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარების და ჩამოყალიბების საქმეში. იგი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის „პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილე.
პანაშვიდები - 24 და 25 ნოემბერს.
მისამართი: ბუდაპეშტის 11, სადარბაზო მესამე, მეშვიდე სართული.
გასვენება შაბათს 26 ნოემბერს, 14..00 საათზე, ზაჰესი, გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიიდან.

08/03/2022

სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკა თსუ-ში

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ახალი თარგმანები და გამოცემები იქნება წარმოდგენილი სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკაში, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის თანამშრომლობით შეიქმნება.

31/12/2021
09/12/2021

გერმანიის კანცლერის პოზიციაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ოლაფ შოლცი აირჩიეს. ფედერალურ კოალიციაში სოციალ-დემოკრატებთან ერთად თავისუფალი დემოკრატები და მწვანეთა პარტია გაერთიანდნენ.
გერმანიის წარმატებული გამოცდილება გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს საზოგადოებაშიც გაჩნდება სოციალ-დემოკრატიული ღირებულებებისადმი ინტერესი და გაიზრდება ერთობლივი ძალისხმევა მათ დასამკვიდრებლად.

22/10/2021

გარდაიცვალა პარტიის ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ქალბატონი ნათია ქევხიშვილი, ჩვენი ყურადღებიანი მეგობარი, შეუპოვარი კოლეგა და კეთილი ადამიანი.
ქალბატონმა ნათიამ უდიდესი წვლილი შეიტანა პარტიის მშენებლობის საქმეში. იგი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ქალები სამართლიანობისათვის“ლიდერი, რომლის თაოსნობითაც უამრავი საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა საქართველოს ყველა რეგიონში, აქტიურად იბრძოდა საზოგადოებრივ საქმეებში ქალთა ჩართულობის გასაძლიერებლად. სამაგალითოა მისი თავდაუზოგავად შრომის, ადამიანებისა და საქმისადმი ერთგულების გამოხატვის უნარი.
ჩვენი პარტიის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ ქ-ნი ნათიას ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს და კოლეგებს.
ნათელი ხსოვნა მის ლამაზ სულს.

11/10/2021

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო.სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს...

08/08/2021

მარადიული ხსოვნა 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის შეწირულ მეომრებს! ჩვენი ღრმა პატივისცემა და მხარდაჭერა ომის ვეტერანებს და მათ ოჯახებს! მათი გმირობა და სამშობლოსათვის თავდადება მაგალითს გვაძლევს და გვიზრდის პასუხისმგებლობას ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველოს ასაშენებლად!
ჩვენ ერთსულოვანი ვართ საერთო მიზნის - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის - მიღწევაში.

Photos from სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის's post 13/07/2021

მიმართვა პარტიის წევრებს და მხარდაჭერებს

მოგესალმებით და, უპირველეს ყოვლისა, გისურვებთ ჯანმრთელობას.

ვისარგებლებ შესაძლებლობით და მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენთაგანს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი პარტიის მხარდაჭერისთვის. არჩევნებში არასახარბიელო შედეგის მიუხედავად, პარტია თავის საქმიანობას წარმართავს ორგანიზაციული სტრუქტურის შემდგომი გაძლიერებისა და მხარდამჭერთა წრის გაფართოებისკენ - უკეთესი შედეგების მისაღწევად და პოლიტიკურ სივრცეში ჩვენი ხმის გასაძლიერებლად.

ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო პარტიის ლიდერებს პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შესასრულებლად ჩემდამი გამოხატული ნდობისთვის.

მიმდინარე ეტაპის მთავარი ამოცანაა პარტიის ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ წევრთა სიის დაზუსტება ყრილობისთვის ორგანიზაციული საკითხების მოსაწესრიგებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, ვინც პარტიის წევრია და სამომავლოდ აპირებს ჩვენთან ერთად ჩაერთოს პარტიის საქმიანობაში, ა.წ. 20 ივლისამდე დაგვიკავშირდეთ მობილურის შემდეგ ნომრებზე:

599 899 809 (ეკა ლეკაშვილი)
ან
599 207 722 (ვანო ხვიბლიანი)

პატივისცემით,
ეკა ლეკაშვილი

07/06/2021

გია ჟორჟოლიანის მიმართვა პარტია "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის" წევრებს და მხარდამჭერებს

ძვირფასო მეგობრებო!
ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩემი საქმიანობისთვის უფრო შესაფერისი სფერო არის საზოგადოებრივი და აკადემიური საქმიანობა, ვიდრე პრაქტიკული პოლიტიკა.
ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან.
წესდების შესაბამისად, ყრილობის მოწვევამდე, თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება ვთხოვე, პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრს, უნივერსიტეტის პროფესორს ქალბატონ ეკა ლეკაშვილს.
მინდა ჩვენი პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს დიდი მადლობა გადავუხადო გულწრფელი თანადგომისთვის, აქტიური და ინტენსიური, უაღრესად სასიამოვნო თანამშრომლობისთვის.
დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყნის განვითარების გზა სოციალ-დემოკრატიულ იდეებზე და პრინციპებზე გადის და კვლავაც, არანაკლებ თავდაუზოგავი შრომით, გავაგრძელებ ამ იდეების მხარდაჭერას საზოგადოებრივი აქტივობის ფორმით!

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


Tbilisi