გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

Share

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი/Environmental Information and Education Centre, Ministry of Environmental Protection and Agriculture

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

04/06/2026

„კონკურსს „განათლება მწვანე მომავლისთვის“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მასწავლებლებისგან, გამარჯვებულები 5 ივნისს დაჯილდოვდებიან“

სოფო ბერიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების სამსახურის უფროსი

5 ივნისი გარემოს დაცვის დღეა

სრულად: https://www.youtube.com/watch?v=JIrr1Wx6TbA

Photos from გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო's post 04/06/2026

✅ პროექტის „შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის პროცესის მხარდასაჭერად“ ფარგლებში საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პირველი ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესი იწყება. პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე ოფიციალურად წარადგინეს ინიციატივის მიზნები და მომდევნო ექვსი თვის სამუშაო გეგმა.

🔸პროექტის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კლიმატის ცვლილების პირობებში ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება და სხვადასხვა სექტორში გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება.

👤„საქართველო კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადი ქვეყანაა. ბოლო წლებში გახშირებული ბუნებრივი საფრთხეები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც მოსახლეობაზე, ისე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია გვქონდეს მკაფიო ხედვა და ეფექტიანი მექანიზმები, რომლებიც კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტირებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

➡️ https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/26459

#გარემოსდაცვა2026
#მთავრობა2026

Photos from გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი's post 04/06/2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩაატარა.

აპრილი-მაისის პერიოდში პროექტის ფარგლებში 44 ტრენინგი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 900-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებსა და თემებს, სადაც კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი საფრთხეების გავლენა განსაკუთრებით საგრძნობია.

პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით უკვე შვიდი წელია ხორციელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების მიმართ საზოგადოების მდგრადობის გაძლიერებას, კატასტროფების რისკების შემცირებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

03/06/2026

📆 ღონისძიების ფარგლებში გაიგებ:

🔸 როგორ მოუარო ნერგებს
🔸 სად და როგორ იზომება ჰაერის ხარისხი
🔸 რამდენი დაცული ტერიტორიაა საქართველოში და რომელი უნიკალური ჯიშებია გავრცელებული
🔸 როგორ უნდა დაიცვა საქართველოს ბიომრავალფეროვნება
🔸 რა ტიპის საგანმანათლებლო მასალები არსებობს გარემოს დაცვის მიმართულებით და შეგეძლება, გაეცნო ადგილზე მას

საგანმანათლებლო-გასართობი ღონისძიებები დახვდება ყველა დაინტერესებულ პირს 5 ივნისს დედაენის ბაღში | თამარ ბარბაქაძე, საინფორმაციო და კომუნიკაციების სამსახურის სპეციალისტი

სრულად: https://www.youtube.com/watch?v=JwmG7Iwp3dw

Photos from გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი's post 03/06/2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს სამუშაო ვიზიტით გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) წარმომადგენლები ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ცენტრის მიმდინარე საქმიანობა და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

აღინიშნა, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი UNEP-ისა და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - „შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) პროცესის მხარდასაჭერად“.

02/06/2026

🌍 დარეგისტრირდი მწვანე ბანაკში „კლიმატის ელჩები“ | განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ივნისი

გიორგი ვასაძე, პროექტის კოორდინატორი

დამატებითი ინფორმაციისთვის: https://eiec.gov.ge/Ge/News/details/6450

02/06/2026

„განათლება მწვანე მომავლისთვის“ - კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები დაჯილდოვდებიან 5 ივნისს გამართულ ღონისძიებაზე | სოფო ბერიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების სამსახურის უფროსი

5 ივნისი გარემოს დაცვის დღეა

02/06/2026

💧 2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა | გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ყოველწლიურად 67 წერტილში ახორციელებს

02/06/2026

🌳 იმერული მუხა საქართველოს ენდემური მცენარეა. მისი სიმაღლე 30 მ-მდეა.

👉 იზრდება მთის ქვედა სარტყელში 300-400 მ სიმაღლეზე, ჭარბტენიან, ეწერ, თიხნარ, წითელმიწა, ტორფიან ნიადაგებზე. იმერული მუხა ხშირად ორ რკოს ისხამს ერთ ყუნწზე.

იმერული მუხა ჩრდილის ამტანი და ტენის მოყვარული ხეა. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ სტატუსით - მოწყვლადი (VU).

01/06/2026

ბავშვთა დაცვის დღეს დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი | თამთა დევდარიანი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


მარშალ გელოვანის გამზ. 6, ადმინისტრაციული შენობის II კორპუსი, II სართული
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00