04/06/2026
🔬სანდო კლევებისთვის მიმართეთ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას
🌐 https://sla.gov.ge/
📞 +995 32 253 09 68
#ლაბორატორია #ცხოველთაჯანმრთელობა #მასტიტი #ლაბორატორიულიკვლევა
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია / SLA
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ, საერთაშორისო დონისა და მნიშვნელოვანი ფუნქციების მქონე ლაბორატორიას.
ლაბორატორიაში საქმიანობა მიმდინარეობს სამი ძირითადი მიმართულებით, ესენია:
• ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა;
• სურსათის კვლევა;
• მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა.
საქა
04/06/2026
🔬სანდო კლევებისთვის მიმართეთ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას
🌐 https://sla.gov.ge/
📞 +995 32 253 09 68
#ლაბორატორია #ცხოველთაჯანმრთელობა #მასტიტი #ლაბორატორიულიკვლევა
02/06/2026
▪️სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები გორში მებაღე ფერმერებს შეხვდნენ.
☑️შეხვედრის მიზანს ფერმერებისთვის ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობის გაცნობა და მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
👩🔬შეხვედრის ფარგლებში ლაბორატორიის სპეციალისტებმა მებაღეებს მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის მიმართულებით მიმდინარე კვლევები და თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდები გააცნეს. საუბარი შეეხო სხვადასხვა დაავადებისა და მავნებლის დროული გამოვლენის მნიშვნელობას, რაც ხარისხიანი და ჯანსაღი მოსავლის მიღებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
🔬ლაბორატორიის სპეციალისტებმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს, თუ როგორ ამოიცნონ მცენარეებში სხვადასხვა ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დაავადების სიმპტომები.
✅რეგიონებში ფერმერებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას, ისე თანამედროვე ლაბორატორიული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
01/06/2026
🔹სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
☑️სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ქუთაისში იმერეთის რაიონის ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
🔬შეხვედრაზე ლაბორატორიის სპეციალისტებმა ვეტერინარებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ლაბორატორიის შესაძლებლობების, მიმდინარე კვლევებისა და თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდების შესახებ. საუბარი შეეხო ცხოველთა დაავადებების დროული გამოვლენის მნიშვნელობასა და ვეტერინარიის სფეროში ლაბორატორიული კვლევების როლს.
👩🔬მხარეებმა ვეტერინარული კლინიკების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. ლაბორატორიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებისგან მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ინფექციური დაავადებები ფიქსირდება უფრო მეტად და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში რომელი კვლევის დანერგვაა მათთვის საჭირო.
✅აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ვეტერინარულ სექტორთან აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან მსგავსი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მნიშვნელოვანია როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებების დროული დიაგნოსტიკის კუთხით, ასევე, სფეროში არსებული საჭიროებების უკეთ გამოვლენისათვის, რაც ლაბორატორიული საქმიანობის გაძლიერებას უზრუნველყოფს.
01/06/2026
25/05/2026
🇬🇪✅ 26 მაისს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღსანიშნავ ღონისძიებებზე - რუსთავში, ფოთში და ამბროლაურში გიმასპინძლებთ.
🇬🇪 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ კონცეფციას ეფუძნება - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს“, რაც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეხმიანება და ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ერთობას უსვამს ხაზს.
📍 რუსთავში სოფლის განვითარების სააგენტოა წარმოდგენილი
🕙13:10 - 14:10 საბავშვო მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენა ,,ჟოზეს” მონაწილეობით
🕙 14:20 - 16:50 ადგილობრივი შემსრულებლები
🕙17:10 - საქართველოს ჰიმნი, ანსამბლი მძლევარი
🕙 19:00 - 21:00 საზეიმო ღონისძიება დასრულდება გალა-კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ზაზა მარჯანიშვილი, მარიკო ებრალიძე, ანა უზნაძე, თემო საჯაია, ბენდი „ ნალი, „მიქსტურა“, კვარტეტი რანინა“ და „დრონი“
✅ დღის განმავლობაში იქნება შემდეგი აქტივობები:
ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა, ღვინის დეგუსტაცია, კულინარიული მასტერკლასი, რუსთავში აღმოჩენილი ექსპონატების ასლების გამოფენა, რუსთავის ჭალის ტყის საინფორმაციო კედელი, დარგე შენი სახელობის ხე - ვიზიტორების მიერ მოხდება ჭალის მუხის ნერგების ქოთნებში ჩარგვა და მთელი დღის მანძილზე ტერიტორიაზე იქნებიან ბავშვების საყვარელი ზღაპრის გმირები.
📍 ფოთში დაცული ტერიტორიების სააგენტოა წარმოდგენილი
🕙 11:00-20:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა
🕙 13:00-20:00 კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა
🕙 13:30-14:30 კონკურსის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ მონაწილეების დაჯილდოება
🕙 14:30-16:30 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
🕙 17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას! - დარეჯან (დარიკო) ჩოჩია
🕙 17:20-19:20 საზეიმო ღონისძიება დასრულდება გალა-კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: რომა რცხილაძე, მარიამ მამისმედიშვილი, თამთა ჭელიძე, ქეთი გომართელი, თამუნა ამონაშვილი და ბენდი, ლევან ყანდიაშვილი, თაკო მელიქიშვილი, ენრიკო ჯანელიძე, მანანა თოდაძე, თიკა ბალანჩინი და ბენდი „ნიუტონი“.
📍 ამბროლაურში ღვინის ეროვნული სააგენტოა წარმოდგენილი
🕙 11:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა
🕙 12:00 -12:20 საზეიმო მისასალმებელი სიტყვა
🕙 12:00-18:00 იწყება აქტივობები: მეღვინეების მიერ ღვინის დეგუსტაცია / წარდგენა, ფოტო გადაღების კუთხე, საბავშვო აქტივობები:( ყვავილების გვირგვინის დამზადება, პინების ვორქშოფი, თიხის ფიალების მოხატვა , ღვინის ეტიკეტის დამზადება,)
🕙 12:30-13:00 დრამერების შოუ და ოჩოების გამოსვლა
🕙 13:00-15:30 ადგილობრივი გამომსვლელების კონცერტი
🕙 17:10-17:15 ჰიმნის შესრულება - “ანსამბლი სულიკო ‘’
🕙 17:15-20:00 საზეიმო ღონისძიება დასრულდება გალა-კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი კელაპტრიშვილი, რუსუდან მუმლაძე, ცირა კობიაშვილი, შოთიკო ტატიშვილი, ანსამბლი სულიკო, დუეტი ლეონი, ბენდი ,,ქვევრი“ და ქართული ხმები
🇬🇪 ეს დღე ჩვენია - ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი
#26მაისი
#ესდღეჩვენია
#მთავრობა2026
📍გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტის ვიზიტი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში
#ლაბორატორია
20/05/2026
🐝20 მაისი ფუტკრის მსოფლიო დღეა
🧉ფუტკრის ჯანმრთელობა პირდაპირ განსაზღვრავს თაფლის ხარისხსა და უვნებლობას, ამიტომ დროულ დიაგნოსტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
🔬სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ტარდება როგორც ფუტკრის დაავადებების, ასევე თაფლის ხარისხობრივი კვლევები.
#გარემოსდაცვა2026
#ლაბორატორია
#ფუტკრისდღე
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |