28/04/2026
🪑🎩 ✨ შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე გაიმართა წარმოდგენა - „ამბები ნიკო ნიკოლაძეზე“.
🎶🎭 მუსიკალური და თეატრალური ნომრების სინთეზით მაყურებლის წინაშე გაცოცხლდა საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის ცხოვრება და მოღვაწეობა.
📜 თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ, ეროვნული სასახლის გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის, (დირიჟორი მიხეილ ედიშერაშვილი) და ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის მუსიკალური სასწავლებლის გუნდის თანხლებით საქართველოს უცნობი და ნაცნობი ამბები გაიხსენა.
💫 წარმოდგენის რეჟისორია გვანცა მეფარიშვილი.
🪄 ქორეოგრაფი - ლაშა რობაქიძე
🖌️ მხატვარი- ანა ნინუა
#შემოქმედებითისაქართველო #ნიკონიკოლაძე #რუსთაველისთეატრი #წარმოდგენა
27/04/2026
✨✈️🎭🚆გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონკურსში: „თეატრალური დასების ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“.
💥 სულ შემოვიდა 16 განაცხადი. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულია ათი პროექტი:
🔹"ბეთქილ“- ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრი;
🔹"თავშესაფარი"- ა(ა)იპ გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრი;
🔹"გასტროლი სვანეთში"- ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი;
🔹„მეზუნია ჩიტები - AMAFEST 2026 (International Amateur Teater Festival Stuttgart“- ა(ა)იპ თეატრი ეპიცენტრი;
🔹"ქალბატონი სესილი“- ა(ა)იპ კულტურის განვითარების ახალგაზრდული ხედვა ;
🔹 "გასტროლი ირლანდიაში"- ა(ა)იპ საქართველოს რეგიონალური თეატრების ქსელი;
🔹 "სპექტაკლი შვეიცარია უნგრეთში"- ა(ა)იპ თეატრი ათონელზე;
🔹„სსიპ სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის გასტროლი საბერძნეთში“- სსიპ სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
🔹„ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრის საგასტროლო ტურნე ზემო სვანეთსა და კახეთის რეგიონში"- ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი;
🔹"ზღვის თეატრი რეგიონებში"- ა(ა)იპ თაკანო.
🎯 კონკურსის მიზანია საქართველოში ან/და საქართველოს ფარგლებს გარეთ საზოგადოებისთვის თეატრალური ხელოვნების გაცნობა. პროფესიული თეატრების გასტროლების ხელშეწყობა დედაქალაქში, რეგიონებსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასევე, ადგილობრივ საზოგადოებაში თეატრისადმი ინტერესის გაზრდა.
🇬🇪🎊 ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში!
#კონკურსი #გამარჯვებულებიგამოვლინდნენ #თეატრალურიშემოქმედება #თეატრი #საგასტროლოხარჯებით #თვითმყოფადობა #შემოქმედებითისაქართველო
27/04/2026
🎵📀🪩 შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კორეელი დიჯეის პეგი გოუს ელექტრონული მუსიკის საღამო შედგა.
🌟 პეგი გოუ ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი არტისტია, რომლის გამოცდილებაც სამხრეთ კორეაში, ინგლისსა და გერმანიაში, მუსიკისა და მოდის სფეროში მიღებულ ცოდნას აერთიანებს.
💥 ღონისძიება MONO HALL-ისა და Boom Boom Booking Agency-ის ორგანიზებით მოეწყო. ელექტრონული მუსიკის საღამოს რადიო სითიმ უმასპინძლა.
#შემოქმედებითისაქართველო #ელექტრონულიმუსიკა
24/04/2026
🎊💥🎭 გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონკურსში: „თეატრალური შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით“.
❇️ სულ შემოვიდა 30 განაცხადი. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულია შემდეგი პროექტები:
🔸სპექტაკლი „ჩვენი კლასი“
🔸„ხელოვნება ბარიერს მიღმა“
🔸სპექტაკლი ,,ფიროსმანი"
🔸„მე არსად წავსულვარ“
🔸"არ დამიძახოთ ბებია’’
🔸ჰენრიკ იბსენი „როზმერჰოლმი“
🔸,,იავნანამ რა ჰქმნა?"
🔸„ფედრას მიმდევრები (followers of Phaedra)“
🔸,,სულეთის კიდობანი"
🔸"Beach"
🔸,,საშიში თამაშები ანუ ჯამბაზი მეფე” (შექსპირის ,,რიჩარდ 3”-ის მიხედვით)
🔸"მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"
🔸„პატარა თოჯინები - დიდი ისტორია.
🔸„სამუელ ბეკეტის ერთმოქმედებიანი პიესა „კრეპის უკანასკნელი ფირი“
🎯 კონკურსის მიზანია პროფესიულ, კერძო და მუნიციპალურ თეატრებში ახალი შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერა; ქართული თეატრის რეპერტუარის ახალი დადგმებით გამდიდრება და თანამედროვე ქართულ თეატრალურ სივრცეში კონკურენტული გარემოს შექმნა/ხელშეწყობა.
✨ ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში!
#კონკურსი #გამარჯვებულებიგამოვლინდნენ #თეატრალურიშემოქმედება #თეატრი #სადადგმო #თვითმყოფადობა #შემოქმედებითისაქართველო
24/04/2026
🇬🇪 შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დოკუმენტური ფილმი „ივანე ჯავახიშვილი 150“-ის ჩვენება შედგა.
📜 ფილმი მოიცავს, ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას. უნივერსიტეტის გახსნას და გასაბჭოების შემდეგ დაწყებულ რეპრესიებს.
🎯 ფილმის ჩვენება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
🎬 იდეის ავტორი მარიკა ბაკურაძეა.
🏛️ პრემიერა თსუ-ს პირველ კორპუსში შედგა.
#შემოქმედებითისაქართველო #პრემიერა #ივანეჯავახიშვილი
20/04/2026
🎹 შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ნანა ხუბუტიასა და გიორგი ტოროშელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა.
💫 ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მათი აღზრდილი მუსიკოსები, რომლებიც დღეს წარმატებით აგრძელებენ საკონცერტო და პედაგოგიურ საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
🎼 ნანა ხუბუტიასა და გიორგი ტოროშელიძის სახელთან არის დაკავშირებული მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის დასავლეთევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულება და მათი პოპულარიზაცია.
🏛️ კონცერტებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდმა და მცირე დარბაზებმა უმასპინძლა.
#შემოქმედებითისაქართველო #ფესტივალი
#კულტურა
20/04/2026
🎭🎼 შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მუსიკალური სპექტაკლის „კინტოს“ პრემიერა შედგა.
📚✨ სპექტაკლი წარმოდგენილი იყო აკაკი წერეთლის პიესის „კინტოს“ და კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას ნაწარმოებების მიხედვით. მიუზიკლი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა: სიყვარული და ერთგულება, მეგობრობა და ღალატი.
🏛️ სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე შედგა.
🎶🎹🔸 თეატრალური დადგმის მუსიკალური ხელმძღვანელია ნიკა ნიკვაშვილი, ხოლო დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძე.
#შემოქმედებითისაქართველო #თეატრი #კულტურა
17/04/2026
🎹🔺✨სსიპ შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით საფორტეპიანო კონცერტების სერია „პიანინო“ დაიწყო.
🎼🎤💬 მუსიკალური ნაწილის გარდა აუდიტორიასთან აქტიური პროფესიული დიალოგი იმართება. "პიანინოს" სერია რვა ღონისძიებას აერთიანებს. იდეის ავტორი და პროექტის ინიციატორი - პიანისტი, დავით ალადაშვილია.
⚜️ “პიანინოს” მუსიკალური სერია 1 მარტს დაიწყო და 7 ივნისს დასრულდება. პროექტი მოიცავს: ვალერიან შიუკაშვილის; თამარ ლიჩელის; ცოტნე ზედგენიძის; მანანა გოცირიძის; თამარ ბერაიას; დღე 88 - 88 კლავიშის; პატარა ვირტუოზების და ირმა გიგანის კონცერტებს.
🏛️ ღონისძიებებს ეროვნული სასახლე მასპინძლობს.
#შემოქმედებითისაქართველო #პიანინო #საფორტეპიანო #კონცერტი
16/04/2026
🎭 ✨ შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სპექტაკლი “მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე” დაიდგა.
🌿💫 ჰუმანურობაზე და განსხვავებულ ადამიანებთან თანაარსებობაზე შექმნილ დადგმაში ოცდერთმა მსახიობმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგანაც თოთხმეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და შვიდი მოწვეული მსახიობია.
🏛️ ინტეგრირებული თეატრალური დასის - “აზდაკის ბაღის“ წარმოდგენის პრემიერა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
🎬 სპექტაკლის იდეის ავტორი და რეჟისორი ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილია.
#შემოქმედებითისაქართველო #თეატრი #კულტურა
14/04/2026
🎨📝🫱🏻🫲🏽 შემოქმედებითი საქართველო აცხადებს კონკურსს : „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“.
კონკურსის მიზნებია:
🎯 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემოქმედებითი უნარების განვითარება/წარმოჩენა და მათი კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის/მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
🎯 ქართული მხატვრული ლიტერატურის ნიმუშების ბრაილის შრიფტით გამოცემის ხელშეწყობა.
🎯 კულტურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ონლაინ პლატფორმების მეშვეობით.
🗓️ 🎺 განაცხადები მიიღება 14 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით.
↪️ განაცხადების ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან : https://creative.buildweb.dev/form5/
#შემოქმედებითისაქართველო #კონკურსი #ხელოვნება
შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia