დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)

დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)

Share

დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)

2025 წლის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 927 751 ჰექტარს, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13,3%-ია.

საქართველოში IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა, კერძოდ: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 15 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 25 აღკვეთილი, 5 დაცული ლანდშაფტი და ერთი მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.

Photos from დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)'s post 30/05/2026

✅დაცული ტერიტორიების სააგენტომ ჩინეთის ქალაქ გვანჯოუში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Guangzhou International Travel Fair (GITF) მიიღო მონაწილეობა

🔹აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული პლატფორმა ყოველწლიურად აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და ათასობით დამთვალიერებელს.

🔹გამოფენის ფარგლებში სააგენტომ საერთაშორისო აუდიტორიას გააცნო საქართველოს ეროვნული პარკების ეკოტურისტული და სათავგადასავლო მიმართულებები. გაიმართა პრეზენტაციები და B2B შეხვედრები, რამაც ხელი შეუწყო ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებას.

🔹წლევანდელი გამოფენის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაეცა „ყველაზე გამორჩეული ბრენდის“ სიგელი, რაც საქართველოს ეკოტურისტული მიმართულების მიმართ საერთაშორისო ინტერესისა და აღიარების კიდევ ერთი დადასტურებაა.

🔹ჩინეთის ბაზარი საქართველოსთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად მიიჩნევა მაღალი ტურისტული პოტენციალით და მზარდი ინტერესით. დაცული ტერიტორიების სააგენტო მომავალშიც განაგრძობს საქართველოს დაცული ტერიტორიების აქტიურ პოპულარიზაციას სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე და სამიზნე სეგმენტთან.

✅The Agency of Protected Areas participated in the Guangzhou International Travel Fair (GITF), held in Guangzhou, China.

🔹As one of Asia’s leading tourism platforms, the exhibition annually brings together tourism industry professionals and thousands of visitors from around the world.

🔹During the event, the Agency presented Georgia’s national parks, highlighting their ecotourism and adventure tourism opportunities to an international audience. Presentations and B2B meetings were held, contributing to the establishment of new partnerships and cooperation opportunities.

🔹As part of this year’s exhibition, the Agency of Protected Areas was awarded the “Most Outstanding Brand” certificate, further confirming the growing international recognition and interest in Georgia’s ecotourism destinations.

🔹China is considered one of Georgia’s strategic tourism markets due to its high tourism potential and increasing interest in the country. The Agency of Protected Areas will continue to actively promote Georgia’s protected areas across international markets and among target audiences.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

29/05/2026

🦌ფოტოხაფანგი "სიურპრიზების ყუთს" ჰგავს - თითქოს ვიცით, რას ველით ველური ბუნებისგან, მაგრამ ის მაინც ყოველთვის ახერხებს ჩვენს გაოცებას

📸კადრი ერუშეთის ეროვნული პარკის ფოტოხაფანგიდან

29/05/2026

✅ იმერეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორია - რიონის აღკვეთილი შეიქმნება.

📍 სამტრედიის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორია - რიონის აღკვეთილი შეიქმნება და მისი ფართობი 554 ჰექტარით განისაზღვრება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

🔸 ახალი აღკვეთილის შექმნის მიზანი უნიკალური ბუნებრივი გარემოს, ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნებაა. აღკვეთილის ტერიტორია მოიცავს მდინარე რიონის იმ მონაკვეთს, სადაც ხდება ზუთხისებრთა ქვირითობა; შესაბამისად, რიონის აღკვეთილის შექმნა კიდევ უფრო გაზრდის ზუთხისებრთა პოპულაციის დაცვის და აღდგენის შესაძლებლობას.

🔸 აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ბუნებრივი გარემოს ეფექტიან დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ, კვლევითი და ტრადიციული საქმიანობების რეგულირებულ და უსაფრთხოდ განხორციელებას.

📅 კანონის ძალაში შესვლა 2027 წლისთვის იგეგმება.

28/05/2026

ℹ️ ეროვნულ პარკებში მოგზაურობისას, გაითვალისწინე უსაფრთხოების წესები, გაუფრთხილდი ბუნებას და იმოგზაურე ეკომეგობრულად.

27/05/2026

📢 დაცული ტერიტორიების სააგენტო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გიზიარებთ რეკომენდაციებს ლაშქრობის დაგეგმვისა და დაცულ ტერიტორიებზე უსაფრთხო გადაადგილების შესახებ.

👇 რჩევა #5: დაბანაკდი მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ საკარვე ადგილებში

‼️რას უნდა მიაქციო ყურადღება?

🔹თვითნებურად დაბანაკებისას დიდია რისკი, რომ კარავი პირდაპირ ცხოველების „სავალ გზაზე“ გაშალოთ, რაც მათთან სახიფათო კონტაქტის ალბათობას ზრდის.

🔹თვითნებურად შერჩეულ ადგილას კარვის გაშლისას არსებობს საფრთხე, დააზიანოთ დაცულ ტერიტორიებზე არსებული უნიკალური მცენარეულობა.

🔹სპეციალურ საკარვე ადგილებში მოწყობილია კოცონის დასანთები კერები. თვითნებურად შერჩეულ ადგილას ცეცხლის დანთებამ შესაძლოა ფართომასშტაბიანი ტყის ხანძარი გამოიწვიოს

🔹თვითნებურად შერჩეული ადგილი შესაძლოა აღმოჩნდეს ქვათაცვენის ზონაში, გამხმარი ხეების ქვეშ ან მშრალი ხევის კალაპოტში.

🔹ქაოტურ დაბანაკებას ხშირად თან სდევს ნარჩენების დაგროვება, რაც აზიანებს გარემოს.

✅ფორსმაჟორულ სიტუაციაში რეინჯერებმა ზუსტად იციან, სად ეძებონ ტურისტი, თუ ის მარკირებულ საკარვე ზონაშია.

🔹ქაოტურად განთავსებული კარვები არღვევს ლანდშაფტის ესთეტიკას და ეკოტურიზმის პრინციპებს.

26/05/2026

🇬🇪🎉გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

#26მაისი
#ესდღეჩვენია

Photos from დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)'s post 26/05/2026

დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებს ფოთში მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა

26 მაისს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი კონცეფციით „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“ გაიმართა.

ფოთში გამართულ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად დაესწრო.

#26მაისი
#ესდღეჩვენია

Photos from დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)'s post 26/05/2026

🇬🇪 დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებს ფოთში მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა.

🔹26 მაისს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი კონცეფციით „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“ იმართება.

🔹საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ქალაქ ფოთში, ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობას სთავაზობს.

🔹დაცული ტერიტორიების სააგენტო რამდენიმე თემატიკით არის წარმოდგენილი - შემეცნებითი, გასართობი, კულტურული და საგამოფენო. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სტუმრებს საქართველოს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ; წარმოდგენილია საქართველოს დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკების საინფორმაციო სტენდები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სამეგელოს რეგიონში საერთაშორისო მნიშვნელობის არაერთი დაცული ტერიტორიაა წარმოდგენილი.

🔹მთელი დღის განმავლობაში, ფოთის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, საბავშვო-გასართობი აქტივობები, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-ბაზრობა.

🔹17:10 საათზე, იმ დროს, როდესაც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება. საზეიმო ღონისძიებები გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება.

🔹დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტრო ასევე წარმოდგენილია ქალაქებში - ამბროლაური და რუსთავი. ამბროლაურში ქართული ღვინის სივრცეა მოწყობილი; ქალაქ რუსთავში, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ, სხვადასხვა აქტივობა იმართება.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

26/05/2026
25/05/2026
Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


ვლადიმერ წითლანაძის პირველი შესახვევი N1
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00