ქართული მითები და ლეგენდები

ქართული მითები და ლეგენდები

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქართული მითები და ლეგენდები, Library, Tbilisi.

27/05/2022
Photos 27/06/2015

სიტყვა ”აბაშა” არაბულიდან მომდინარეობს. მის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს; ერთ-ერთის თანახმად, მტერს მდინარე აბაშის გადალახვა სურდა, მაგრამ მდინარე ადიდებულა და არაბები თურმე ერთმანეთს უყვიროდნენ: ”აბა-შა” - ”უკან დავიხიოთ”-ო. ”ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს: ანაკოფიასთან ძლეული მურვან-ყრუ დაბანაკდა ციხე გოჯთან. კოკისპირული წვიმა მოსულა ისეთი, რომ ორი მდინარე - დღევანდელი აბაშა და ცხენისწყალი გაუერთიანებია - ”წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა”. ერთმა მდინარემ დაახრჩო 23 000 ქვეითი მურვანის ლაშქარში მყოფი ეთიოპიური წარმოშობის ”აბაშ”-თა ტომისა, მეორე მდინარემ კი წაიღო 35 000 ცხენი და ”ამიერთაგან სახელი ედვა მათ მდინარეთა, ერთსა ”აბაშა”, ერთსა ”ცხენისწყალი”.აბაშის ტერიტორია შედიოდა ცნობილი კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში. ვარაუდეობენ, რომ მსოფლიოში ცნობილ ლეგენდა არგონავტების შესახებ აბაშასაც უკავშირდება. მეცნიერებში გავრცელებული აზრით, ადგილი, სადაც იასონმა ჰეფესტოს მიერ გამოჭედილი სპილენძის ცეცხლისმფრქვეველი, უღელშებმული ხარები არესის ოთხი დღიური ხოდაბუნისაკენ გარეკა, და სადაც გველეშაპის კბილები დათესა, აბაშის ტერიტორიაზე, კერძოდ ანჯერის მიწებზე მდებარობდა. სწორედ უღელშებმული ხარები მიუთითებენ, რომ ამ ტერიტორიაზე ამ დროისათვის მიწათმოქმდება უკვე ძალიან მაღალ დონეზე იყო განვითარებული. http://abashacity.blogspot.com/2013/11/blog-post_15.html

Photos 29/04/2015

ალავერდის დიდი ტაძარი სხვადასხვა დროს ურჯულოებს არაერთხელ დაუნგრევიათ, არანაკლები ზიანი მიაყენა მას მიწისძვრამაც. აღდგენასთან დაკავშირებით ერთი ყველაზე ვრცელი გადმოცემა ასეთია: XV-XVI საუკუნეებში, ერთ დღესასწაულზე, როცა ხალხთან ერთად მეფე-დედოფალი და დიდებულებიც შეკრებილიყვნენ, ღვთის გლახას – ილიკოს ხალხის ცოდვები უმხილებია, პირით ალავერდისკენ შეტრიალებულა, თავი მოუდრეკია და აქვითინებულა. ყველას ერთიანად მოსჩვენებია, რომ გუმბათი გადაქანდა და ტყეს მიეფარა. ხალხი შეძრწუნდა. შემდეგ ილიკოს უთქვამს, იტირეთ, შაჰ-აბასი დაიბადაო. იმ ღამეს მოხდა მიწისძვრა, რომელმაც ალავერდის სავანე დაანგრია. მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი, სახელად დოდო, დარჩენილა. მას შედარებით გადარჩენილ შენობაში შეუფარებია თავი. ეს ბერი ყოველ შაბათს გალობდა და ლოცულობდა. მისი ხმა მთელ არემარეში ისმოდა.
გავიდა დრო, შაჰ-აბასი არაერთხელ შემოიჭრა კახეთში და ააოხრა. ერთხელაც, კახეთის ელჩისთვის შაჰს უბრძანებია, მისთვის ხარკთან ერთად ყოველ ახალ მთვარეზე 50 ნარჩევი ლამაზი ასული მიერთმიათ. ამ დროს ქართველები შეტევისთვის ემზადებოდნენ, ჯარს აგოვებდნენ. სპარსელების ჯარში გავლენიან მეთაურად ალავერდი ითვლებოდა. ალავერდი არ ელოდებოდა შაჰის წყალობას და თავად აიძულებდა ქართველებს, მისთვის ლამაზი გოგონები მიერთმიათ. ელჩმა შიომ გადაწყვიტა, მეფესთან მისვლამდე თავის ულამაზეს ცოლთან ხორეშანთან შეევლო. იგი ცოლის წინ დაემხო და სთხოვა სამშობლოსთვის თავი შეეწირა. ისე მოქცეულიყო, რომ თუ ალავერდი შაჰს არ განუდგებოდა, მოეკლა. დილით ბოგანოდ ჩაცმულმა შიომ ალავერდს თავისი ცოლი მიუყვანა. მას ქალი ძალიან მოეწონა. ხორეშანმა მხედართმთავარს სიყვარულის სანაცვლოდ შაჰისგან განდგომა სთხოვა. მეორე საღამოს ალავერდი დათანხმდა, თან ალაჰის წვერი დაიფიცა. შაჰმა ალავერდს ბრძოლისაკენ მოუწოდა. ხორეშანმა მისი მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ ძილში საოცარი სიზმარი ნახა: მას თეთრებში გამოწყობილი მოხუცი გამოეცხადა, რომელმაც დალოცა და უთხრა: „არ მოკლა მხედართმთავარი, რადგან იგი დიდი საქმეებისთვის არის მოწოდებული, ალავერდი აღადგენს სავანეს, რომელსაც აგერ უკვე დიდი ხანია დავტირიო. შენს მძიმე მსხვერპლს კი ეკლესია და მონაზვნობა აკურთხებსო“.
დილით ალავერდი სანადიროდ წავიდა. მწყერს დაედევნა. მწყერი სამშობლოსთვის მლოცველ ბერს დოდოს კაბისქვეშ შეუფრინდა. ალავერდმა მწყერის გამოშვება უბრძანა ბერს, მაგრამ მას თითქოს არაფერი ესმოდა. მაშინ მხედართმთავარმა მას მახვილი ჩასცა. მოხდა სასწაული: ხანჯალი გადატყდა და ალავერდს ხელი წაერთვა. მხედართმთავარმა მას ხელის დაბრუნება სთხოვა, სანაცვლოდ ქართველების დახმარება აღუთქვა.
იმავე საღამოს დოდოსთან შიო მივიდა. ბერმა მას ქართველების გამარჯვება უწინასწარმეტყველა. როცა სპარსელებსა და ქართველებს შორის ბრძოლა გაიმართა. ალავერდმა შეასრულა დანაპირები და თავის ცხენოსნებთან ერთად ქართველებს გამარჯვება მოუტანა. ბრძოლაში სხვა ქართველებთან ერთად შიოც დაიღუპა. ხოლო ალავერდი სიკვდილის წინ გაქრისტიანდა და მთელი ქონება სავანის აღსადგენად დატოვა. ხორეშანი მონაზვნად აღიკვეცა. შემოდგომაზე კი, როდესაც ამ ამბების შემდეგ პირველად აღნიშნეს სავანის დღესასწაული, ქართველებმა ასწიეს აზარფეშა და თქვეს: „ალავერდი“. „იახში ოლ“ – უპასუხეს ალავერდ ხანის გაქრისტიანებულმა ახლობლებმა. მას მერე სუფრაზე ამგვარი წესი გამკვიდრდა. ხოლო წმინდა გიორგის ტაძარს ალავერდი დაერქვაო – თქმულება გადმოგვცემს. (http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/a/alaverdi.html)

Photos 23/04/2015

სოფელი ანაგა: სოფელი ქიზიყის კარიბჭედ მოიაზრება. იგი, ასე ვთქვათ, უბატონო მხარის დასაწყისია. ანაგაში ოდესღაც ჩვიდმეტი ტაძარი ყოფილა, დღესდღეობით კი თოთხმეტიღაა შემორჩენილი, რაც აქაური მოსახლეობის დიდ რელიგიურ რწმენაზე და კულტურაზე მიუთითებს. ანაგის წარმოშობის შესახებ, რამოდენიმე ლეგენდა არსებობს:
I. სოფელში ერთი მდიდარი კაცი ცხოვრობდა, მას ჰყოლია ქალიშვილი ანა, რომელიც შეყვარებია ერთ ხელმოკლე ვაჟს. მამა წინააღმდეგი ყოფილა მათი ქორწინების, ამიტომ მოუფიქრებიათ გაქცევა. მამა ჩასაფრებულა და როცა ვაჟი მოსულა, მხოლიდ იმის თქმა მოუსწრია- ,,ანა, გა…” რაც ნიშნავს, ,,ანა, გავიქეცითო”.ვაჟისთვის უსვრიათ და მოუკლავთ. ამბობენ, სოფლის სახელი აქედან მოდისო.
II. ,,ჰანაგე” ავადმყოფთა, გაჭირვებულთა თავშესაფარს ნიშნავდა, უწინ თურმე ბევრი ,,ჰანაგე” შენდებოდა, ეს სოფელიც სწორედ მაშინ დაარსებულა. სოფელში საცხოვრებლად ჩამოდიოდნენ არა მარტო ავადმყოფები, არამედ სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი მამულიდან წამოსული ადამიანები... დიდი რწმენით მოსულნი სალოცავებს აშენებდნენ.
III. არსებობს ისტორიული დოკუმენტიც. ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში ,,აღწერა სამეფოისი საქართველოსი” ახსენებს კახეთ-ჰერეთის მებრძოლ გმირს ,,ანაგეს” ფიქრობენ, რომ ეს სახელი დაედო საფუძვლად სოფლის სახელწოდებას.
IV. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ანაგელები გადმოსახლებულან ძვ. ანაგის ტერიტორიიდან დღევანდელი ანაგის ტერიტორიაზე. ანაგელების ძველი ანაგიდან წარმომავლობას, მოწმობს კიდევ ერთი ფაქტი: გვარი ჩალაბაშვილი და ბიჭიაანთ ციხე, რომლებიც ორივე სოფელშია. გარდა ამისა, ანაგელებს გვიანობამდე სამუშაო მიწები ჰქონიათ ძველ ანაგაში.

12/12/2014

ხალხური გადმოცემით წალენჯიხის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაკავშირებულია თამარ მეფის სახელთან. მის თანახმად, თამარ მეფეს სვანეთში ასვლისას ამალით აქ შორიახლო შეუსვენებია, გზა რომ განაგრძეს, გაირკვა, რომ ხურჯინაკიდებული ერთი ჯორი აკლდათ. სწრაფად გააგზავნეს მაძებარნი, მოიძიეს და მეფეს მოახსენეს: იმ ადგილას ვნახეთ სადაც პატარა მიწა და პატარა წყალიაო (ჭე დიხა დო ჭე წყარი). თამარს მოსწონებია ეს ადგილი და უბრძანებია ეკლესიის აშენება. მშენებლობის ხელმძღვანელიც დაუტოვებია.

სხვა გადმოცემით, სქურის ეკლესიის მოძღვრებს თვალახვეული ხარი გაუშვიათ, სადაც დაწვება იქ ეკლესია აშენდესო. ხარი აქ დაწოლილა და მდევრებს მათთვის ამბავი ჩაუტანია, ხარმა ის ადგილი აირჩია სადაც პატარა მიწაა და პატარა წყალიო (ჭე დიხა და ჭე წყარიო).

10/12/2014

ქალაქ სურამი ისტ. წყაროებში XII საუკუნიდან მოიხსენიება და დიდ ფეოდალთა საგვარეულოს - სურამელების მამულების სახელს - სურამს ნიშნავს. სურამის წარმოშობაზე ხალხური თქმულებაც არსებობს: სურამში ცხოვრობდა ორი ახალგაზრდა, ქალ-ვაჟი, ქალს – სუ რქმევია, ვაჟს – რამი. მათ ერთმანეთი ძალიან ყვარებიათ, რადგან მშობლები ერთად ყოფნას უშლიდნენ, მაინც გადაწყვიტეს ჩუმად დაქორწინებულიყვნენ და იმ უბანს, სადაც ისინი დასახლებულან, მათი ერთობლივი სახელი – სურამი დარქმევია, ხოლო მოგვიანებით ამ სახელით მთელ დაბას მოიხსენიებდნენ.

ვახუშტის თქმით, „არს ქალაქი სურამი და ამასა შინა მკვიდრობენ მართმადიდებელი ქართველნი, სომეხნი, ურიანი 200 კომლი“. ამავე ცნობას იმეორებს ალ. ცაგარელის მიერ აღმოჩენილი, მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივის ხელნაწერი.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


Tbilisi