გლდანის რაიონის გამგეობა

გლდანის რაიონის გამგეობა

Share

გამგებელი - ბესიკ კალაძე

Photos from გლდანის რაიონის გამგეობა's post 01/06/2026

🔊გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

🚜ამჯერად, სამუშაოები ზაჰესში, მაყაშვილის ქუჩაზე დაიწყო, სადაც მოსახლეობას გრუნტის ზედაპირზე უწევდა გადაადგილება, რაც მნიშვნელოვან პრობლემებთან იყო დაკავშირებული.

➡️პროექტის თანახმად, დაახლოებით, 5000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, რისთვისაც 450 000 ლარამდე დაიხარჯება.

➡️მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად, გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

01/06/2026

🚜ზაჰესში, მაყაშვილის ქუჩის მოწესრიგება მიმდინარეობს. ბესიკ კალაძე • Besik Kaladze

29/05/2026

მოქალაქეებთან შეხვედრები გრძელდება

🔳 გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს.

🟠 მოქალაქეთა მიღება გლდანის რაიონის გამგეობაში ყოველ პარასკევს იმართება, რისთვისაც წინასწარ ჩაწერა აუცილებელია.

🔘 შეხვედრაზე ჩასაწერად, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე - 📲 032 2 31 89 26

ბესიკ კალაძე • Besik Kaladze

28/05/2026

⚽🥅 გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე III ა მიკრორაიონის N20 კორპუსთან არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

ბესიკ კალაძე • Besik Kaladze

Photos from გლდანის რაიონის გამგეობა's post 28/05/2026

🔊გლდანის რაიონის გამგეობა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს.

⚽🥅სპორტული მოედნის განახლება ამ ეტაპზე სამ მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, გლდანის III ა მიკრორაიონის N20 კორპუსთან. სამუშაოების შედეგად სრულად რეაბილიტირება სტადიონი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 60 000 ლარი დაიხარჯება.

➡️აღნიშნულ მისამართზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

➡️გარდა ამისა, სამუშაოები მუხიანის IV ბ მირკოს N38-39-40 კორპუსებთან და III მიკროს N23-24 კორპუსებთან მიმდინარეობს.

Photos from გლდანის რაიონის გამგეობა's post 27/05/2026

🔊გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე ხიზანიშვილის ქუჩის N156 კორპუსის მოსახლეობას შეხვდა.

🏢კორპუსის მცხოვრებლებმა ისაუბრეს არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

➡️გამგებელთან ერთად შეხვედრას გამგებლის მოადგილე მურთაზ ხარჩილავა დაესწრო.

27/05/2026
25/05/2026
Photos from გლდანის რაიონის გამგეობა's post 25/05/2026

ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გამოიწვია მდინარე გლდანულას ადიდება, რის გამოც გლდანის რაიონში სხვადასხვა სახის პრობლემები შეიქმნა.

კერძოდ, ანდრონიკაშვილის, წყაროსა და თამარ მეფის ქუჩებზე ჩამოიშალა მიწის მასა, დაზიანდა სპორტული მოედანი, მდინარემ წაიღო განათების ბოძი. ამასთან, თამარ მეფის ქუჩაზე დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი, რომლის აღდგენის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

უამინდობის გამო, დაიტბორა მუხიანის აგარაკებზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც. დროებითი საცხოვრებელი ფართი გლდანის გამგეობამ მუხურას ქუჩის ერთ მცხოვრებს შესთავაზა, რომლის საცხოვრებელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ყველა მისამართზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიისა და გამგეობების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. რამდენიმე მისამართზე არსებულ სიტუაციას გლდნის რაიონის გამგებელი გაეცნო.

Photos from გლდანის რაიონის გამგეობა's post 15/05/2026

🔳 გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს.

🟠 მოქალაქეთა მიღება გლდანის რაიონის გამგეობაში ყოველ პარასკევს იმართება, რისთვისაც წინასწარ ჩაწერა აუცილებელია.

🔘 შეხვედრაზე ჩასაწერად, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე - 📲 032 2 31 89 26

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


სარაჯიშვილის N1 გ
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00