4 ივნისს ბათუმი მასშტაბურ დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს.
არ გამოტოვო შესაძლებლობა, დასაქმებული შეხვდე ტურისტულ სეზონს, ტურისტულ ქალაქში!
📎 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი აჭარის დასაქმების ფორუმის შესახებ "ბიზნესპარტნიორის" პირდაპირ ეთერში.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
სააგენტოს მიზანია დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო წარმოადგენს სამთავრობო უწყებას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურაა.
სააგენტოს მიზანია; - სამუშაოს მაძიებლებისათვის დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აქტიურად მ
02/06/2026
📢 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გიზიარებთ მიმდინარე კვირის აქტიურ ვაკანსიებს, რეგიონების მიხედვით.
🔴 გახსენით თქვენთვის საინტერესო რეგიონის ფოტო და გაეცანით ვაკანსიებს აღწერის ველში.
📩 დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ სააგენტოს სერვის-ცენტრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ან გაიარეთ რეგისტრაცია worknet.moh.gov.ge-ზე, შექმენით თქვენი პროფილი და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ.
https://worknet.moh.gov.ge/ka-GE
#ვაკანსიები #მოდიდადასაქმდი
01/06/2026
🎓დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ბათუმისა და ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც სტუდენტებსა და ახალგაზრდებს სააგენტოს პროგრამები, სერვისები და დასაქმების შესაძლებლობები გააცნეს.
🏫 შეხვედრები გაიმართა:
🔹 გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში
🔹 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში
🔹 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში
💼შეხვედრების ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და სერვისების შესახებ, გაეცნენ მიმდინარე ვაკანსიებსა და დასაქმების შესაძლებლობებს, მიიღეს კონსულტაციები კარიერული განვითარების შესახებ და ადგილზე დარეგისტრირდნენ სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე -worknet.moh.gov.ge-ზე.
📌 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდებთან თანამშრომლობას და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
01/06/2026
29/05/2026
✅ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ბუნტური უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
☑️ შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო შრომითი მიგრაციის სფეროში 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, უცხოელთათვის შრომითი უფლებების გაცემის პროცესში, პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებსა და შედეგებს.
➡️ შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ დეტალური პასუხები მათთვის მნიშნელოვან და საინტერესო საკითხებზე.
შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა ახალი ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით შრომითი უფლების მოპოვება აღარ სჭირდება უცხოელს თუ იგი:
➡️ არის საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული, მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირი;
➡️ საქართველოში ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
➡️ ახორციელებს საქმიანობას საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ;
➡️ ადგილობრივი დამსაქმებლისთვის სრულად დისტანციურად ახორციელებს შრომით საქმიანობას და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს;
➡️ ახორციელებს შრომით საქმიანობას/სწევს მომსახურებას არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ და ეს შრომითი საქმიანობა/მომსახურება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება;
➡️ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირველ, მეორე ან მესამე კატეგორიის საწარმოში ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ხელმძღვანელობით ან მმართველობით საქმიანობას ან ახორციელებს საქმიანობას აუდიტის კომიტეტში;
➡️ ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკონსერვაციო, სარესტავრაციო ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებულ საქმიანობას.
29/05/2026
📢 სახელმწიფო და კერძო პროფესიული სასწავლებლების საყურადღებოდ!
📚 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ პროფესიული მოკლევადიანი კურსების დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღება დაიწყო!
📅 განაცხადების წარდგენის ვადა: 1 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით
📝 განაცხადები მიიღება რეგიონების მიხედვით შემდეგ სპეციალობებზე
💄 ესთეტიკის მიმართულებები:
📍• თბილისი
სტილისტი (ქალი კაცი თმის შეჭრა და შეღებვა)
ფრჩხილის მოვლა- მოწესრიგება (მანიკური/პედიკური)
ესთეტიკური კოსმეტოლოგია
კანის ესთეტიკური დერმოპიგმენტაცია
წამწამების კორექცია
წარბის კორექცია
ვიზაჟისტი
სპა თერაპისტი
📍• აჭარა
სტილისტი (ქალი კაცი თმის შეჭრა და შეღებვა)
ფრჩხილის მოვლა- მოწესრიგება (მანიკური/პედიკური)
ესთეტიკური კოსმეტოლოგია
კანის ესთეტიკური დერმოპიგმენტაცია
წამწამების კორექცია
წარბის კორექცია
ვიზაჟისტი
სპა თერაპისტი
📍• გურია
სტილისტი (ქალი კაცი თმის შეჭრა და შეღებვა)
პედიკური-მანიკური (ფრჩხილის მოვლა- მოწესრიგება)
კანის ესთეტიკური დერმოპიგმენტაცია
წამწამების კორექცია
წარბის კორექცია
ვიზაჟისტი
სპა თერაპისტი
📍• იმერეთი
სტილისტი (ქალი კაცი თმის შეჭრა და შეღებვა)
ფრჩხილის მოვლა- მოწესრიგება (მანიკური/პედიკური)
ესთეტიკური კოსმეტოლოგია
კანის ესთეტიკური დერმოპიგმენტაცია
წამწამების კორექცია
წარბის კორექცია
ვიზაჟისტი
სპა თერაპისტი
📍• კახეთი
სტილისტი (ქალი კაცი თმის შეჭრა და შეღებვა)
ფრჩხილის მოვლა- მოწესრიგება (მანიკური/პედიკური)
ესთეტიკური კოსმეტოლოგია
კანის ესთეტიკური დერმოპიგმენტაცია
წამწამების კორექცია
წარბის კორექცია
ვიზაჟისტი
სპა თერაპისტი
📍• მცხეთა მთიანეთი
სტილისტი (ქალი კაცი თმის შეჭრა და შეღებვა)
ფრჩხილის მოვლა- მოწესრიგება (მანიკური/პედიკური)
📍• სამცხე ჯავახეთი
სტილისტი (ქალი კაცი თმის შეჭრა/შეღებვა და ვარცხნილობის მოდელირება)
ფრჩხილის მოვლა- მოწესრიგება (მანიკური/პედიკური)
📍• სამეგრელო ზემო სვანეთი
სტილისტი (ქალი კაცი თმის შეჭრა და შეღებვა)
ფრჩხილის მოვლა- მოწესრიგება (მანიკური/პედიკური)
ესთეტიკური კოსმეტოლოგია
კანის ესთეტიკური დერმოპიგმენტაცია
წამწამების კორექცია
წარბის კორექცია
ვიზაჟისტი
სპა თერაპისტი
📍• შიდა ქართლი
სტილისტი (ქალი კაცი თმის შეჭრა და შეღებვა)
ფრჩხილის მოვლა-მოწესრიგება (მანიკური/პედიკური)
მაკიაჟის შესრულება
📍• ქვემო ქართლი
სტილისტი (ქალი კაცი თმის შეჭრა და შეღებვა)
ფრჩხილის მოვლა- მოწესრიგება (მანიკური/პედიკური)
ესთეტიკური კოსმეტოლოგია
კანის ესთეტიკური დერმოპიგმენტაცია
წამწამების კორექცია
წარბის კორექცია
ვიზაჟისტი
სპა თერაპისტი
📍• რაჭა - ლეჩხუმ ქვემო სვანეთი
სტილისტი (ქალი კაცი თმის შეჭრა და შეღებვა)
ფრჩხილის მოვლა- მოწესრიგება (მანიკური/პედიკური)
ესთეტიკური კოსმეტოლოგია
კანის ესთეტიკური დერმოპიგმენტაცია
წამწამების კორექცია
წარბის კორექცია
სპა თერაპისტი
ვიზაჟისტი
👨🍳 კულინარიის მიმართულებები:
📍• თბილისი
მზარეული
კონდიტერი
ფრანგული კონდიტერია
კერძების მომზადების ტექნოლოგია
ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება
პურ/ფუნთუშეული/ფენოვანი ცომით ნამცხვრების მომზადება
საკონდიტრო მინი ნაწარმის მომზადება
ბისკვიტის ცომით ნამცხვრებისა და სერიული წარმოების კრემებიანი ტორტების მომზადება
📍• აჭარა
მზარეული
კონდიტერი
საკონდიტრო ნაწარმის დეკორი (შოკოლადის დეკორი)
კერძების მომზადების ტექნოლოგია
ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება
პურ/ფუნთუშეული/ფენოვანი ცომით ნამცხვრების მომზადება
საკონდიტრო ნაწარმის დეკორი (შოკოლადის დეკორი)
ბისკვიტის ცომით ნამცხვრებისა და სერიული წარმოების კრემებიანი ტორტების მომზადება
📍• გურია
მზარეული
კონდიტერი
კერძების მომზადების ტექნოლოგია
ქართული და უცხოური სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება
📍• იმერეთი
მზარეული
კერძების მომზადების ტექნოლოგია
ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება
კონდიტერი
📍• კახეთი
მზარეული
კერძების მომზადების ტექნოლოგია
ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება
კონდიტერი
📍• მცხეთა მთიანეთი
მზარეული
კერძების მომზადების ტექნოლოგია
კონდიტერი
📍• სამცხე ჯავახეთი
მზარეული
კონდიტერი
📍• სამეგრელო ზემო სვანეთი
მზარეული
კერძების მომზადების ტექნოლოგია
ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება
კონდიტერი და საკონდიტრო ნაწარმის მომზადება
📍• შიდა ქართლი
მზარეული
კერძების მომზადების ტექნოლოგია
კონდიტერი
📍• ქვემო ქართლი
მზარეული
ქართული და უცხოური კერძების მომზადება
კონდიტერი
📍• რაჭა - ლეჩხუმი ქვემო სვანეთი
მზარეული
ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება
კონდიტერი
📅 დოკუმენტაციის წარდგენის ვადა:
📌 1 ივნისი - 5 ივნისის ჩათვლით
📧 დაინტერესებულმა სახელმწიფო და კერძო პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე:
✉️ [email protected]
📂 წარსადგენი დოკუმენტაცია:
📄 განაცხადის ფორმა;
📚 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა;
💰 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საპროგნოზო ბიუჯეტი;
🪪 დაწესებულების წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
✅ პროგრამის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
📝 პროგრამის აღწერა;
🏅 სერტიფიცირების პროცესის (შემაჯამებელი შეფასების) აღწერა.
📌 შერჩევის პროცედურა:
👥 პროფესიული პროგრამების მიმწოდებლების შერჩევას განახორციელებს უწყებათაშორისი კომისია წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე.
🌟 გისურვებთ წარმატებებს!
26/05/2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებების ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ისტორიულ ქალაქში მრავალფეროვანი საგამოფენო, შემეცნებითი და გასართობი სივრცეები მოეწყო.
ეროვნულ დღესასწაულს მცხეთამ, როგორც ქვეყნის ისტორიულმა ცენტრმა, მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით უმასპინძლა.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ.
მცხეთაში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებას შეუერთდნენ დასაქმების სააგენტოს დირექტორი ეკატერინე სურმავა და დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერცვაძე.
#26მაისი
#ესდღეჩვენია
25/05/2026
📢,,აჭარის დასაქმების ფორუმი 2026”
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში 4 ივნისს „დასაქმების ფორუმი 2026“ გაიმართება.
ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს 300-ზე მეტ ვაკანსიას და 2000-მდე სამუშაო ადგილს შესთავაზებს. ღონისძიება მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, პირისპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაეცნონ რეგიონის წამყვან კომპანიებს და იპოვონ საკუთარი ადგილი შრომის ბაზარზე.
ფორუმი მიმდინარე წელს სამუშაოს მაძიებლებს სრულიად ახალი ფორმატითა და მასშტაბური შესაძლებლობებით უმასპინძლებს.✨ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების ერთმანეთთან დაკავშირებას და შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.
📅 4 ივნისი
🕐 13:00 - 17:00
📍 უნივერსიტეტის ეზო
წარმოდგენილი იქნება 80-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა სექტორიდან, კერძოდ, ადმინისტრაციული, საზღვაო, ვაჭრობა/დისტრიბუციის, სასტუმრო/სარესტორნო, მრეწველობის, ტრანსპორტი/ლოჯისტიკის, მშენებლობის, ფინანსების, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებიდან.
#დასაქმებისსააგენტო #დასაქმებისფორუმი
23/05/2026
ტაშკენტში საერთაშორისო მიგრაციის რიგით პირველი საერთაშორისო ფორუმი (TIMF) გაიმართა. ღონისძიებაში 50-ამდე ქვეყნის 600-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ფორუმს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ბუნტური ესწრებოდნენ.
ფორუმზე ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების გაფართოების, მიგრანტების უფლებების დაცვისა და მიგრაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს შრომითი მიგრანტების და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვასთან და მიგრაციის სფეროში სახელმწიფოებსა და დამსაქმებლებს შორის ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის შესახებ.
ღონისძიება უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებული მიგრაციის სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ორგანიზებით ჩატარდა.
ფორუმის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გია ცაგარეიშვილი უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებული მიგრაციის სააგენტოს დირექტორს - ბეხზოდ მუსაევს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Address
მიხეილ ასათიანის 9
Tbilisi
0177
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |
