Association of Young Economists of Georgia

Association of Young Economists of Georgia

Share

ადგილობრივი არა მომგებიანი სამოქალა?

21/08/2023

📜მიკრო და მცირე მეწარმეობის 2023 პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები

🔍 ბიზნესის განხორციელების ადგილი

❓ რა დოკუმენტის წარმოდგენაა საჭირო საკუთრების უფლების დასადასტურებლად?
📢- საკუთრების უფლების დასადასტურებლად საჭიროა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც თქვენს სახელზე ფიქსირდება უძრავი ქონება. ამონაწერი განახლებული უნდა იყოს 2023 წლის ნებისმიერ თარიღში.
- თუ თქვენს მფლობელობაში არსებული ქონება რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში სხვადასხვა მიზეზის გამო, შეგიძლიათ კონტრაქტორ ორგანიზაციას წარუდგინოთ ახსნაგანმარტებითი განცხადება და თან დაურთოთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წერილი, რომელიც დაადასტურებს, რომ ქონება თქვენი/თქვენი ოჯახის მფლობელობაშია.

❓ იმ შემთხვევაში თუ ჩემს საკუთრებაში არსებულ ქონება თანასაკუთრებაში მაქვს, ხომ არ მჭირდება თანამესაკუთრის თანხმობა?
📄 - იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება თანასაკუთრება, დაგჭირდებათ თანამესაკუთრის/თანამესაკუთრეების თანხმობის წერილი იმის მითითებით, რომ თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაში გრთავენ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ნებას. იმ შემთხვევაში თუ რეესტრის ამონაწერით თანასაკუთრების წილები გამიჯნულია და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებითვის თქვენი წილი ფართი საკმარისია, მაშინ თანამესაკუთრეების თანხმობის წერილის წარმოდგენა არ მოგეთხოვებათ.

❓ თუ უძრავი ქონების მესაკუთრე რამდენიმე პირია, დროებით სარგებლობის ხელშეკრულებას ყველა მათგანი აწერს ხელს?
📢 - დიახ, ყველა მათგანის ხელმოწერა სავალდებულოა. თუ უძრავი ქონება დანაწილებულია და მხოლოდ ერთი მესაკუთრისგან ქირაობთ მხოლოდ მის წინ ფართს, ასეთ შემთხვევაში სხვათა მონაწილეობა ხელშეკრულებაში სავალდებულო არაა.

❓ თანამესაკუთრეების თანხმობის წერილის დამოწმება სანოტარო წესით სავალდებულოა?
📄 - თანა მესაკუთრეების თანხმობის წერილის დამოწმება სანოტარო წესით სავალდებულო არ არის.

❓თუ უძრავ ქონებას მემკვიდრეობით ვიღებ, მაგრამ ჯერ პროცესი არ დასრულებულა და არ არსებობს საჯარო რეესტრის ამონაწერი, როგორ დავადასტურო მისი ფლობა/მომავალი მესაკუთრეობა?
📢 - უნდა წარმოადგინოთ განცხადება და სანოტარო ბიუროში გახსნილი საქმის წარმოების მასალები, საიდანაც დადასტურდება, რომ თქვენ ხართ სამკვიდროს მიმღები. განცხადება განიხილება და პასუხი გეცნობებათ ელექტრონულ ფოსტზე.

❓ რა დოკუმენტი უნდა წარმოვადგინო მაშინ, როდესაც უძრავ ქონებას იჯარით/დროებით სარგებლობით ვიღებ?
📄 - უნდა წარმოადგინოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დროებით სარგებლობის ფორმით მიღების დამადასტურებელი ხელშეკრულება.

❓ მინიმუმ რა ვადით უნდა გავაფორმო უძრავი ქონების დროებით სარგებლობის ხელშეკრულება?
⏰- მინიმალური ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 წელი.

❓ სავალდებულოა თუ არა დროებით სარგებლობის ხელშეკრულება დავამოწმოთ სანოტარო წესით ან დავარეგისტრიოთ საჯარო რეესტრში?
📄 - პროგრამის პირობებიდან გამომდინარე, მსგავსი მოთხოვნა არ გვაქვს.

❓თუ დროებით სარგებლობის ხელშეკრულება უკვე დავამოწმე სანოტარო წესით ან საჯარო რეესტრში, ამ შემთხვევაში ახალი ხელშეკრულების გაკეთება მომიწევს თუ ზემოხსენებულსაც მიიღებთ?
📄 - თუ ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით ან საჯარო რეესტრში, ახალი ხელშეკრულება საჭირო აღარ იქნება.

❓თუ დროებით სარგებლობის ხელშეკრულებას ჯერ ვადა არ გასვლია და მისი შეწყვეტისა და ახლის გაფორმების საფუძველი არ მაქვს, როგორ მოვიქცე?
⏰ - თუ არსებული ხელშეკრულება ვადა დაკარგული არ არის და მისი მოქმედების ვადა იყო 1 წელი ან მეტი, მაშინ ეს ხელშეკრულებაც მისაღებია იმ დრომდე, ვიდრე ვადა ამოეწურება. ვადის ამოწურვის შემდეგ კი გექნებათ წარმოსადგენი ან ვადის გახანგრძლივების შეთანხმება, ან ახალი ხელშეკრულება. მაგალითად, თუ სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ ხელშეკრულებას აფორმებთ 2023 წლის 21 აგვისვისტოს და თქვენ ამ დროისთვის გაქვთ 2022 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული დროებით სარგებლობის ხელშეკრულება, რომელსაც ვადა ეწურება 2023 წლის 1 ნომბერ, ამ შემთხვევაში 21 აგვისტოს წარმოადგენთ უკვე მოქმედ ხელშეკრულებას და 2023 წლის 1 ნოემბრამდე კი მოგვაწვდით ან ვადის გახანგრძლივების შეთანხმებას, ან ახალ ხელშეკრულებას უძრავი ქონების დროებით სარგებლობასთან დაკავშირებით.

❓ რა თანხა უნდა ფიქსირდებოდეს დროებით სარგებლობის ხელშეკრულებაში ყოველთვიურ საზღაურად?
💰 - გარიგების ღირებულება ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი არ არის. შესაბამისად, გარიგების ღირებულების ოდენობას ჩვენი მხრიდან ყურადღება არ მიექცევა.

🔍 გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად/ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი

❓ რა დოკუმენტით უნდა დავადასტურო, რომ ვარ მეწარმე სუბიექტი?
📄 - პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს. შესაბამისად თქვენ მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია შეგიძლიათ დაადასტუროთ ამონაწერით სამეწარმეო და არასამეწარმეო პირთა რეესტრიდან ან სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული მიკრო მეწარმის სერტიფიკატით.

❓ მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირს მონაწილეობის უფლება არ აქვს?
📢- მცირე მეწარმის სტატუსს იღებს ფიზიკური პირი მას შემდეგ, როდესაც უკვე რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ. შესაბამისად, ინდ. მეწარმეს ექნება თუ არა მცირე მეწარმის სპეციალური სტატუსი, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და უპრობლემოდ გაქვთ მონაწილეობის უფლება.

❓თუ მიკრო მეწარმის სერტიფიკატში მიფიქსირდება საქმიანობა, რომელიც განსხვავებულია ბიზნეს-გეგმაში მითითებული საქმიანობისგან, პრობლემა შემექმნება?
🚀- ვინაიდან თქვენ სტატუსი მონიჭებული გაქვთ სხვა საქმიანობაზე, აუცილებლად უნდა მიმართოთ შემოსავლების სამსახურს განცხადებით, რათა თქვენს სერტიფიკატში აისახოს ახალი საქმიანობა, რომელსაც იწყებთ ბიზნეს-გეგმის შესაბამისად.

❓თუ მაქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი ბიზნეს-გეგმისგან განსხვავებულ საქმიანობაზე და შემოსავლების სამსახურმა უარი განმიცხადა ახალ საქმიანობაზე მიკრო ბიზნესის სტატუსის შენარჩუნებაზე, გამოვეთიშები პროექტს?
🔥- ამ შემთხვევაში თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ინდ მეწარმედ და ბიზნეს-გეგმაში მოცემულ საქმიანობას განახორციელებთ, როგორც ინდივიდუალური მეწარმე და არ გამოეთიშებით პროექტს.

🔍 ცნობა, კომერციული ბანკიდან, იმის თაობაზე, რომ მეწარმე სუბიექტს აღნიშნულ კომერციულ ბანკში არ გააჩნია ვადაგადაცილებული დავალიანება

❓ რა დოკუმენტი უნდა წარმოვადგინო იმის დასადასტურებლად, რომ მომსახურე ბანკში არ მიფიქსირდება ვადაგადაცილებული დავალიანება?
💰- თქვენი მომსახურე ბანკიდან მიღებულ ცნობაში თქვენი პირადი მონაცემების მითითებით უნდა ფიქსირდებოდეს, რომ მიმდინარე თარიღისთვის თქვენ არ გიფიქსირდებათ ვადაგადაცილებული დავალიანება.

❓მომსახურე ბანკმა მომცა ცნობა, სადაც ასახულია ჩემი მიმდინარე ვალდებულებები ბანკის წინაშე, მაგრამ არაა ჩანაწერი, რომ მიმდინარე თარიღისთვის ვადაგადაცილებული ვალდებულება ფიქსირდება თუ არა. ამ შემთხვევაში ეს ცნობა მისაღებია?
📄- არა, მსგავსი ცნობა მისაღები არ არის. წარმოდგენილ ცნობაში ნათლად უნდა ფიქსირდებოსეს, რომ მიმდინარე თარიღისთვის არ გიფიქსირდებათ ვადაგადაცილებული ვალდებულება.

🔍 ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს გრანტის თანხის ჩარიცხვა

❓ შემიძლია თუ არა საბანკო რეკვიზიტები ინტერნეტ-ბანკის საშუალებით მოვიპოვო და ისე წარმოვადგინო?
📢 - დიახ, შეგიძლიათ

❓სავალდებულოა თუ არა პროექტში გამარჯვებულმა ყველა მონაწილემ გახსნას ინდ მეწარმის ცალკე ანგარიში?
📄 - არ არის სავალდებულო და ვერც იქნება, ვინაიდან ზოგიერთი გამარჯვებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მატარებელია და არ არის ინდ. მეწარმე. აქედან გამომდინარე, მომსახურე ბანკი მხოლოდ მიკრო ბიზნესის მეწარმის სტატუსის მქონე პირს, ინდ. მეწარმის ანგარიშს არ და ვერ გაუხსნის. ამასთან, ინდივიდუალური მეწარმისთვის რეკომენდებულია, სამეწარმეო ოპერაციებისთვის ჰქონდეს ცალკე ანგარიში, სადაც მხოლოდ სამეწარმეო ოპერაციები აისახება და არა - ფიზიკური პირის/პირადი.

🔍 ცნობა/ამონაწერი კომერციული ბანკიდან გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის ანგარიშზე თანამონაწილეობის თანხის არსებობის შესახებ

❓ მომსახურე ბანკიდან წარმოდგენილ ცნობაში, რომლითაც დავადასტურებ თანამონაწილეობის თანხის არსებობას, შესაძლებელია თუ არა თანხა მოცემული იყოს ვალუტაში, რომელიც მიმდინარე დღის საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად მეტია თანამონაწილეობის ბიუჯეტში დაფიქსირებულ თანხასთან შედარებით?
📢 - არა, არ არის დასაშვები მსგავსი ცნობა. ცნობაში აუცილებლად უნდა ფიქსირდებოდეს იმდენი ოდენობის თანხა ეროვნულ ვალუტაში, რომელიც დაფიქსირებული გაქვთ თანამონაწილეობის ბიუჯეტში.

❓ ცნობა/ამონაწერი კომერციული ბანკიდან გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის ანგარიშზე თანამონაწილეობის თანხის არსებობის შესახებ აუცილებლად უნდა დასტურდებოდეს ბანკის თანამშრომლის ხელმოწერითა და სველი ბეჭდით, თუ დასაშვებია ინტერნეტ-ბანკიდან ამობეჭდილის/ჩამოტვირთულის წარმოდგენა?
📄 - აღნიშნული ცნობა/ამონაწერი აუცილებლად უნდა იყოს ბანკის თანამშრომლის ხელმოწერითა და სველი ბეჭდით დამოწმებული.

❓ თუ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები წარმოდგენილია ერთ საბანკო ანგარიშზე, მაგრამ თანამონაწილეობის თანხა სხვა საბანკო ანგარიშზე მაქვს, სავალდებულოა თუ არა თანხა გადავიტანო იმ ანგარიშზე, რომელიც დაფიქსირდება საგრანტოს ხელშეკრულებაში?
💰- დიახ, სავალდებულოა.

❓ თუ თანამონაწილეობის თანხა განთავსებული მაქვს ინდ. მეწარმის ანგარიშზე, მაგრამ საბანკო დაწესებულებამ ვადაგადაცილებული ვალდებულებების არასებობის შესაბ ცნობაში ინდ მეწარმე არ მიუთითა, ხარვეზად ჩამეთვლება და მომიწევს მისი აღმოფხვრა?
📄 - არა, მსგავს შემთხვევაში ხარვეზი არ დაგიფიქსირდებათ.

🔍 ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან

❓ სად შეიძლება ავიღო ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან?
📄 - აღნიშნული ამონაწერი შეგიძლია მიიღოთ როგორც იუსტიციის სახლში, ასევე - აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

❓თუ ვფიქსირდები მოვალეთა რეესტრში, როგორ მოვიქცე? გამოვეთიშები პროექტს?
📢 მოვალეთა რეესტრში თქვენი დაფიქსირება ნიშნავს, რომ საქმის წარმოება დაწყებულია აღსრულების ეროვნულ ბიუროში. შესაბამისად კონსულთაციისთვის მიმართეთ ან იუსტიციის სახლს, ან - აღსრულების ეროვნულ ბიუროს. თქვენ უნდა წარმოადგინოთ ამონაწერი, სადაც იქნება ჩანაწერი თქვენს შესახებ „მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული არ არის“.

🔍ზოგადი

❓ შესაძლებელია თუ არა ოფიციალურ დოკუმენტებზე ჩემი სახელით მინდობილმა პირმა მოაწეროს ხელი?
📢 - თუ მინდობილობა ნოტარიული წესით არის დამოწმებული და მასში საუბარია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაზე და მითითებულია ყველა საჭირო ინფორმაცია, რა თქმა უნდა შესაძლებელია.

გთხოვთ შეგვატყობინოთ ან მოგვწეროთ კომენტარებში, თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ან გჭირდებათ დახმარება მიკრო და მცირე მეწარმეობა 2023 პროგრამის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით.

ჩვენ აქ ვართ დასახმარებლად! 🌟📋

მონიტორინგის განმახორციელებელი პირი/ინსპექტორი 16/05/2023

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსია მონიტორინგის განმახორციელებელი პირი/ინსპექტორის პოზიციაზე.
სსიპ-აწარმოე საქართველოში ორგანიზებით მიმდინარე RFB No: GE-EG-NS-RFB-04 ლოტის, ტენდერი DEP230000003 „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის განმახორციელებელი პირი/ინსპექტორის პოზიციაზე.
ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია არის 2023 წლის „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობის პროექტის“ ადგილზე მონიტორინგის განმახორციელებელი საქართველოს ყველა რეგიონში.
ვაკანტური რეგიონებია კახეთი (ქ. თელავი) და რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთი (ქ. ამბროლაური)
სამუშაოზე აყვანა მოხდება გასაუბრების საფუძველზე და ხელშეკრულების პირობებით, რომელიც მონიტორინგის განხორციელების ვადების და მოცულობის შესაბამისი იქნება. იხილეთ დეტალური ინფორმაცია: https://www.hr.ge/announcement/293169/monitoringis-ganmaxorcielebeli-piriinspeqtori?fbclid=IwAR3LqjKzp86NGOa2Ji3NBpzaYchBxwVI5y4b7_Wpm1ESwC5i63-69bogHGg

მონიტორინგის განმახორციელებელი პირი/ინსპექტორი საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მონიტორინგის განმახორციელებელი პ...

09/03/2023

🔵 ბავშვის უფლებების შეუფერხებლად განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო ბიუჯეტი შესაბამისად იყოს დაგეგმილი.
✅ დღეს, 9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებაში სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმოხილვა და ანალიზი.
ℹ ბავშვთა უფლებების ბიუჯეტირება სახელმწიფო ბიუჯეტის და პოლიტიკის გადახედვას მოიცავს, რათა შეფასდეს მათი გავლენა ბავშვებზე და უზრუნველყოს, რომ ბავშვებზე სახელმწიფო დანახარჯები ადეკვატური, ეფექტური და სამართლიანია.
🔵 In order to efficiently implement child rights it is very important that the state budget is planned accordingly.
✅ Today, on March 9, a Memorandum of Understanding has been signed between UNICEF and Association of Young Economists of Georgia which aims to develop country-tailored child rights-centered budget assessment methodology and review and analyse one municipal budget and develop a respective budget brief.
ℹ The child rights budgeting is a process that involves reviewing government budgets and policies to assess their impact on children and ensure that public spending on children is adequate, efficient, and equitable.

09/03/2023
24/01/2023

კორპორაციული მართვის მნიშვნელობა და კორპორაციული ანგარიშგების სისტემა საქართველოში.
პუბლიკაცია მომზადებულია საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ, პროექტის - ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისთვის, ფარგლებში და ხელმისაწვდომია ლინკზე: http://economists.ge/ka/activities/publications/145-korporatsiuli-martvis-mnishvneloba-da-korporatsiuli-angarishgebis-sistema-saqartveloshi

Photos from საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობა's post 21/12/2022
21/11/2022

საინტერესო შესაძლებლობა ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს ახალგაზრდებისთვის

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში ახორციელებს ქვეპროექტს „მომავალი ახალგაზრდებშია“ “The Future is Youth”.

პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩაუტარდება 60-ზე მეტ ახალგაზრდა ქალს, ორ მუნიციპალიტეტში: დედოფლისწყარო და ლაგოდეხი.
ტრენინგის საკითხების შერჩევა მოხდა ახალგაზრდების დისტანციური დასაქმებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კვლევის შედეგების საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში მცხოვრები ახალგაზრდა ქალების საჭიროებები.
ტრენინგი მოიცავს ორ ნაწილს:
1. დისტანციურად მუშაობისთვის საჭირო საბაზისო უნარების განვითარება;
2. მარკეტინგი და სოციალური მედიის მართვა (Facebook-ის, Instagram-ისა და ტურისტული ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა პლატფორმების გამოყენების მეთოდების სწავლება ეფექტიანი მარკეტინგისთვის).
ტრენინგზე დასწრების შედეგად მონაწილეებს მეტად განვითარებული ექნებათ თვითორგანიზებისა და დისტანციურად მუშაობის დაგეგმვის უნარები; მათ შორის კომპიუტერთან მუშაობის ტექნიკური უნარები. ამასთან, შეიძენენ ცოდნას მარკეტინგის დისტანციურად მართვის მეთოდებისა და მიდგომების შესახებ, რაც მოიცავს დისტანციურად მუშაობის დროს გაყიდვების დაგეგმვას, კომუნიკაციის არხების ეფექტიანად გამოყენებას და მათ მართვას თანამედროვე მეთოდებით.
ტრენინგის საბოლოო მიზანია მონაწილეებმა შეძლონ დაინახონ დისტანციურად დასაქმების მრავალფეროვანი შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის საკმარისად ჰქონდეთ განვითარებული შესაბამისი უნარები.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

ტრენინგები ჩატარდება:

დედოფლისწყაროში:
23-24 ნოემბერს და 26-27 ნოემბერს (I ჯგუფი 10:00 საათიდან - 13:30 საათამდე; II ჯგუფი 14:30 საათიდან 18:00 საათამდე) - მისამართი: სასტუმრო „ავტოგრაფი“, დედოფლისწყარო, რუსთაველის ქ.

ლაგოდეხში:
25-26 ნოემბერს და 3-4 დეკემბერს (I ჯგუფი 10:00 საათიდან - 13:30 საათამდე; II ჯგუფი 14:30 საათიდან 18:00 საათამდე) - მისამართი: სასტუმრო „როიალ პალასი“, ლაგოდეხი, ვაშლოვანის ქ. 191.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

#დედოფლისწყარო
#ლაგოდეხი

Send a message to learn more

24/10/2022

26 ოქტომბერს, 19 საათზე Zoom პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა "ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და საგრანტო შესაძლებლობები" პროექტის "სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება" ფარგლებში.

ლინკი: https://us06web.zoom.us/j/6299248237?pwd=eVYyMWRvV2FNcXJIWEptbTRDQVVIZz09

Meeting ID: 629 924 8237
Passcode: 123456

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

28/09/2022

ყაზბეგისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში პროექტის "სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში ბიზნეს ტრენინგებზე რეგისტრაცია გრძელდება!

2 ოქტომბრის ჩათვლით შეავსეთ აპლიკაცია ლინკზე:
https://forms.gle/B9ww5KB8TwxZR8Xk7

მათ ვისაც უკვე აქვთ შევსებული კითხვარი, ავტომატურად რეგისტრირებულად ითვლებიან ტრენინგებზე, შესაბამისად არ არის აუცილებელი ხელმეორედ ლინკზე რეგისტრაცია. (რეგისტრაციისას ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში).

გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი რათა ბევრმა ახალგაზრდამ ნახოს ინფორმაცია ყაზბეგისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან. მათ, გარდა ტრენინგებში მონაწილეობისა, შესაძლებლობა მიეცემათ მენტორინგის სესიებშიც ჩაერთონ.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

31/08/2022

ყაზბეგისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში პროექტის "სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში ბიზნეს ტრენინგებზე რეგისტრაცია გრძელდება!

10 სექტემბრის ჩათვლით შეავსეთ აპლიკაცია ლინკზე:
https://forms.gle/B9ww5KB8TwxZR8Xk7

მათ ვისაც უკვე აქვთ შევსებული კითხვარი, ავტომატურად რეგისტრირებულად ითვლებიან ტრენინგებზე, შესაბამისად არ არის აუცილებელი ხელმეორედ ლინკზე რეგისტრაცია. (რეგისტრაციისას ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში).

გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი რათა ბევრმა ახალგაზრდამ ნახოს ინფორმაცია ყაზბეგისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან. მათ, გარდა ტრენინგებში მონაწილეობისა, შესაძლებლობა მიეცემათ მენტორინგის სესიებშიც ჩაერთონ.

17/08/2022

პროექტის "სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში ბიზნეს ტრენინგებზე რეგისტრაცია გრძელდება!

25 აგვისტოს ჩათვლით შეავსეთ აპლიკაცია ლინკზე:
https://forms.gle/B9ww5KB8TwxZR8Xk7

მათ ვისაც უკვე აქვთ შევსებული კითხვარი, ავტომატურად რეგისტრირებულად ითვლებიან ტრენინგებზე, შესაბამისად არ არის აუცილებელი ხელმეორედ ლინკზე რეგისტრაცია. (რეგისტრაციისას ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში)

გაწევრიანდით ჩვენს Facebook ჯგუფში, რათა ოპერატიულად მიიღოთ ინფორმაცია და დასვათ კითხვები:
https://www.facebook.com/groups/ruralwomen/

გთხოვთ, გაუზიაროთ ინფორმაცია ახალგაზრდებს თქვენი მუნიციპალიტეტიდან. მათ, გარდა ტრენინგებში მონაწილეობისა, შესაძლებლობა მიეცემათ მენტორინგის სესიებშიც ჩაერთონ

17/08/2022

📅 19 აგვისტოს
⏱ 12 საათზე
ჩატარდება საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის (და არა მხოლოდ).

შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც აქამდე ვერ მოახერხა ჩვენს შეხვედრებში მონაწილეობა

შეხვედრა გაიმართება Zoom პლატფორმის მეშვეობით:

Topic: საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
Time: Aug 19, 2022 12:00 Baku, Tbilisi, Yerevan

https://us06web.zoom.us/j/84842222491?pwd=QkhxcEFmZ3ZpTnBJdm81QkErUUZmQT09

Meeting ID: 848 4222 2491
Passcode: 123456

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


Vakhtang Orbeliani Street 35
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00