ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre

ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre

Share

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოფიციალური გვერდი / Official web page of Anzor Erkomaishvili's Folklore State Centre

ხალხური შემოქმედების კაბინეტი (1936 წელი), ხალხური შემოქმედების სახლი (1937-1980 წლები), ხალხური შემოქმედებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრი (1980-2004 წლები), საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი (2005 წლიდან).
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის აპრილში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერ

05/06/2026

გელოდებით 6 ივნისს, 19:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში 💫

Photos from ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre's post 05/06/2026

Შუახევის სალოტბარო სკოლას ვულოცავთ სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაში გამარჯვებას 🏆

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის შუახევის სალოტბარო სკოლას და მის ხელმძღვანელს - ეთერ დარჩიძეს ოლიმპიადის უმაღლესი ჯილდო - გრანპრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ გადასცა.

წელს ოლიმპიადაში 30-მდე ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი და 800-ზე მეტი ახალგაზრდა შემსრულებელი მონაწილეობდა.

📷აჭარის მთავრობა / Government of Ajara

Photos from ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre's post 04/06/2026

,,ლხინმა შეჰყარა სოფელი" - ფოლკლორის ცენტრის პროექტი, თბილისში 4-დან 11 ივნისამდე გაიმართება 🎵

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დღეს თბილისში ჩამოვიდნენ რაჭა - ლეჩხუმის რეგიონის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები და ლოტბარები.

რეპეტიციამდე, ფოლკლორის ცენტრის ხმის ჩამწერ სტუდიაში ონისა და ამბროლაურის სკოლების მოსწავლეთა მიერ შესრულებული საგალობლები ჩაიწერა, რომელიც პერიოდულად ფოლკლორის ცენტრის ფეისბუქ გვერდზე განთავსდება.

პროექტის ფარგლებში, ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია სამი კონცერტი.
პირველი 6 ივნისს - რაჭა -ლეჩხუმის რეგიონის, 8 ივნისს - ჭუბერისა და მესტიის სალოტბარო სკოლების, 10 ივნისს კი ბეჩოს, ლატალის, ფარისა და ეცერის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით.

წარმოდგენილი იქნება მრავალხმიანობის გამორჩეული ნიმუშები და ტრადიციული ქართული საგალობლები.

დასწრება თავისუფალია.

განსაკუთრებული მადლობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციებს და მუნიციპალიტეტების მერიებს მხარდაჭერისთვის.

04/06/2026

5 ივნისს, 17:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის გალერეა და საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია წარმოგიდგენთ, კალიგრაფ ნინო ხეცურიანის პერსონალურ გამოფენას 🖋️

გამოფენაზე - ,,კალმის მეტყველი მითოსი’’ წარმოდგენილია კალიგრაფიული ნამუშევრები შთაგონებული ქართული მითოლოგიური გმირებით და ლეგენდებით.

გამოფენა ეძღვნება გარემოს საერთაშორისო დღეს.

03/06/2026



02/06/2026

ვემზადებით ქართული ფოლკლორული მუსიკალური საღამოსთვის, შევხვდებით ხვალ 20:00 საათზე.
💫

Photos from ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre's post 02/06/2026

ფოლკლორის ცენტრის სარედაქციო ჯგუფმა გამოსაცემად მოამზადა თურქეთის ექსპედიციის მასალები 📚

2015 წლის სექტემბერში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თურქეთში - ბურსის ვილაიეთის ინეგოლში და მის მიმდებარე სოფლებში
განხორციელდა მნიშვნელოვანი ფოლკლორული ექსპედიცია, რომლის მიზანს ეთნიკური ქართველებით დასახლებული რეგიონების ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის მოძიება და
დაფიქსირება წარმოადგენდა.

ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ანზორ ერქომაიშვილი, გიორგი დონაძე და უჩა დვალიშვილი. მათი მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის შედეგად, შეიკრიბა უნიკალური მუსიკალურ - ქორეოგრაფიული ნიმუშები.

ექსპედიციის წევრებმა მიაკვლიეს და ჩაიწერეს არაერთი მივიწყებული სიმღერა, საკრავიერი მელოდია და საცეკვაო ნიმუში, რომელთა ნაწილი გაქრობის პირასაა.

ასევე შეკრებილ იქნა ზეპირსიტყვიერების, ტრადიციული
ყოფისა და ეთნოგრაფიული კულტურის ამსახველი უნიკალური მასალები. წიგნს თან დაერთვება ქორეოგრაფიული ნიმუშების ნახაზები და ვიდეო მეხსიერების ბარათი.

გამოცემა მიეძღვნება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 90 წლის იუბილეს.

Photos from ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre's post 02/06/2026

,,მართვე უდრის ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენას" - განაცხადა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში სიტყვით გამოსვლისას.

,,მადლობა იყო ბატონი ანზორის ყველაზე საყვარელი სიტყვა. ის იყო ყოველთვის მადლიერი ყველა ადამიანის, ვინც თუნდაც მცირედით გაუმართავდა ხელს ქართულ ხალხურ სიმღერას. Პირველი და მთავარი მადლობა დღეს მას ეკუთვნის.

ეს რეპერტუარი, რაც დღეს მოვისმინეთ, ჩვენთვის ძალიან იმედისმომცემია.
მართვეს ლოტბარებთა გუნდი - გიორგი ხუნაშვილი, ლიკა ლიპარტელიანი, სერგო ურუშაძე, დათო კახიძე დიდი ხანი არაა, რაც ბატონ ვალერი ქუტიძის და ირაკლი ტყვაცირიას ხელმძღვანელობით, მუშაობენ ამ ახალ პროგრამაზე, დასაფასებელია მათი თავდაუზოგავი შრომა. Მართვე კიდევ და კიდევ წინ წავა. ეს არის პირველი ნაბიჯი - ანსამბლი შედგა იმ გზაზე, რასაც ქართული ფოლკლორის ფესვებთან დაბრუნება ჰქვია. გვიგულეთ თქვენს გვერდით. " - განაცხადა გიორგი დონაძემ.

Martve • მართვე

31/05/2026

გეპატიჟებით 6 ივნისს, 19:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში 🎵

კანდი მერლანის საიუბილეო საღამო 30/05/2026

სვანური ცეკვის უბადლო შემსრულებელი, ანსამბლ ,,რიჰოს” მთავარი ქორეოგრაფი კანდი მერლანი 85 წლის გახდა!

ფოლკლორის ცენტრის სახელით ვულოცავთ და ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

🎥 ვიდეო - კანდი მერლანის საიუბილეო კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში, 2021 წელი.

კანდი მერლანის საიუბილეო საღამო კანდი მერლანი - ქართული ფოლკლორის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი სა...

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


დავით აღმაშენებლის გამზირი 68/David Agmashenebeli Avenue 68
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00