21/05/2026
ნათია ფანჯიკიძე სტუმრად Radvision-თან. თემა - ჰიპოქონდრია. ჰიპოქონდრია არის დაავადების შიში, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ესა თუ ის დაავადება ან სჭირს, ან აუცილებლად დაემართება
ორგანოთა დუმილი 🔜 ნათია ფანჯიკიძე სტუმრად - Radvision - ში 🫀
Nyd de videoer og den musik, du holder af, upload originalt indhold, og del det hele med venner, familie og verden på YouTube.
20/05/2026
ფსიქოთერაპიის ცენტრი „კამარა“ მუშაობს ბავშვებთან 3 წლიდან, მოზარდებთან და ზრდასრულებთან.
ცენტრი სთავაზობს დახმარებას როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა სირთულის მქონე ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სურს თვითშემეცნება, ემოციური მხარდაჭერა, პიროვნული განვითარება, ურთიერთობებზე მუშაობა ან ცხოვრებისეული კრიზისების გადალახვა.
კამარა მუშაობს სხვადასხვა აღიარებული ფსიქოთერაპიული მიმართულებით: კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, EMDR, ტრავმაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, ფსიქოანალიზი, ექსპრესიული არტთერაპია, გეშტალტთერაპია, ეგზისტენციალური თერაპია - რაც საშუალებას გვაძლევს, თითოეულ ადამიანს შევთავაზოთ მის საჭიროებებზე მორგებული დახმარება.
ცენტრში ასევე მუშაობს ექიმი ფსიქიატრი და ნარკოლოგი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დიაგნოსტიკურ შეფასებასა და მედიკამენტურ მხარდაჭერას.
კამარაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური ფსიქოთერაპევტები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები, რომელთა პროფესიული მომზადება ეფუძნება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს, უწყვეტ განათლებას, სუპერვიზიასა და მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას.
ინდივიდუალური შეხვედრების, ფსიქოკონსულტირების და ექიმთან ვიზიტის ფასები მერყეობს 80 ლარიდან 110 ლარამდე, სერვისის ტიპის და სპეციალისტის წელთა ნამსახურეობის მიხედვით.
15/05/2026
ნათია ფანჯიკიძე სტუმრად ანნა გრიგოლიშვილთან. თემა: ფსიქოლოგიური ძალადობა
ფსიქოლოგიური ძალადობა / ნათია ფანჯიკიძე
ნათია ფანჯიკიძე სტუმრად ანნასთან #ფორიუ #ფსიქოლოგია
14/05/2026
🔘ნანა ჯანაშვილი - ფსიქოლოგი, კოგნიტურ - ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტი.
▪️საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიული საზოგადოების წევრი.
▪️საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის EABCT -ის მიერ აკრედიტირებული სალიცენზიო პროგრამის წევრი.
▪️თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი;
✔️ კლინიკური პრაქტიკის ძირითადი მიმართულება:
კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, სქემათერაპია, დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპია, მაინდფულნესი.
📂ფსიქოთერაპიის სახლ ,,კამარაში”
უძღვება ინდივიდუალურ თერაპიებს.
👤Მუშაობს, როგორც მოზარდებთან ასევე ზრდასრულებთან, სხვადასხვა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორიცაა:
▪️დეპრესია;
▪️სოციალური შფოთვითი აშლილობა;
▪️პანიკური აშლილობა;
▪️ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა;
▪️გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
▪️პოსტტრავმული სტრესული აშლილობა;
▪️კვებითი აშლილობები;
▪️თვითშეფასების პრობლემები;
▪️ინტერპერსონალურ ურთიერთობებში სირთულეები.
🗓️ ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდეთ 599 23 90 02
📍Მისამართი: ოქროყანის ქუჩა 17
13/05/2026
მაისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვეა.
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ იწყება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი უკვე კრიზისშია. ზრუნვის დასაწყებად საკმარისი მიზეზებია, როცა ვამჩნევთ ქრონიკულ დაღლილობას, შფოთვას, შინაგან დაძაბულობას, ურთიერთობებში განმეორებად სირთულეებს, სხეულში დაგროვილ სტრესს, მოტივაციის დაკარგვას, ან უბრალოდ იმ განცდას, რომ საკუთარ თავთან კავშირი დავკარგეთ.
ნებისმიერ მდგომარეობასთან გასამკლავებლად ერთი კონკრეტული ფსიქოთერაპიული მიდგომა არ არის უნივერსალური გზა ყველასთვის.
ზოგჯერ დახმარება იწყება უშუალოდ სიმპტომთან მუშაობით, ზოგჯერ არასასურველ ფიქრებთან გამკლავების ტექნიკებით, ზოგისთვის სხეულთან კავშირის დამყარებით, ზოგჯერ ტრავმულ გამოცდილებასთან მიახლოვებით, იმის მიხედვით, სად არის ფსიქოთერაპიის დახმარება საჭირო - ურთიერთობების საკითხებში, ემოციების რეგულაციაში, წარსულის გააზრებაში თუ ახალი ქცევითი ჩვევების ჩამოყალიბებაში.
კამარაში ფსიქიკური ჯანმრთელობა განიხილება მრავალმხრივად. ჩვენთან მუშაობენ სხვადასხვა თერაპიული მიმართულების სპეციალისტები — ექიმი ფსიქიატრი და ნარკოლოგი, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტები, EMDR-თერაპიის სპეციალისტები, მათ შორის ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფებშიც, ფსიქოანალიტიკოსები, გეშტალტთერაპევტები, არტთერაპევტები და ტარვმაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტები. ტარდება ეგზისტენციალური ფსიქოთერაპიის, ინტერპერსონალური თერაპიის კურსები.
ეს მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულ ადამიანს საკუთარი ისტორია, საკუთარი სიმპტომი, საკუთარი ტემპი და საკუთარი გზა აქვს.
ზოგჯერ ადამიანს სჭირდება მკაფიო სტრუქტურა; ზოგჯერ უსაფრთხო სივრცე საუბრისთვის; ზოგჯერ ტრავმასთან ფრთხილი მუშაობა; ზოგჯერ კი საკუთარი თავის დანახვა ახალი კუთხით.
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სისუსტის ნიშანი არ არის. ეს არის პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, ურთიერთობებზე, სხეულზე, მომავალზე და იმ ადამიანებზე, ვისთანაც ჩვენი ცხოვრება ყოველდღე იკვეთება.
მაისში, და არა მხოლოდ მაისში, კამარა აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ფსიქოთერაპია იყოს ხელმისაწვდომი, პროფესიული და ადამიანის რეალურ საჭიროებებზე მორგებული.
#ფსიქიკურიჯანმრთელობა #კამარა #ფსიქოთერაპია #ექსპრესიულიხელოვნებისთერაპია
11/05/2026
🔘მეგი საჯაია - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი; კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი,
▪️საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიული საზოგადოების წევრი.
▪️საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის EABCT -ის მიერ აკრედიტირებული სალიცენზიო პროგრამის წევრი.
▪️თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი; განათლების ფსიქოლოგიის მიმართულების დოქტორანტი.
✔️მიმართულებები: კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (სქემა თერაპია, დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპია)
📂ფსიქოთერაპიის სახლ ,,კამარაში”
უძღვება ინდივიდუალურ თერაპიებს.
👤Მუშაობს, როგორც მოზარდებთან ასევე ზრდასრულებთან, წყვილებთან და ოჯახთან.
✔️ კლინიკური პრაქტიკის ძირითადი მიმართულება:
▪️გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობა (GAD)
▪️პანიკური აშლილობა
▪️სოციალური შფოთვითი აშლილობა
▪️ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD)
▪️ჰიპოქონდრიული აშლილობა
▪️პოსტ-ტრავმატული სტრესული აშლილობა (PTSD)
▪️დეპრესია
▪️ინტერპერსონალური ურთიერტობის პრობლემები
სხვადასხვა დამოკიდებულებები, მათ შორის აზარტომანია
ინტერპერსონალური ურთიერთობის პრობლემები;
▪️მშობიარობის შემდგომი დეპრესია
ემოციური რეგულაციის სირთულეები.
🗓️ ვიზიტის დასაჯავშნად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 599 23 90 02
📍Მისამართი: ოქროყანის ქუჩა 17
17/04/2026
ლიტერატურისა და მენტალური კჯანმრთელობის და საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელობის შესახებ
ბიბლუსი Talks - პირველი გადაცემა
📺 ბიბლუსი იწყებს გადაცემათა სერიას "ბიბლუსი Talks"🗣️ პირველი გადაცემის სტუმარია ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე👉 თემა: .....
26/03/2026
შვილები და მშობლები.
ნათია ფანჯიკიძე ბავშვის აღზრდის შესახებ გვანცა დარასელიას პოდკასტში
როგორ გავზარდოთ ბედნიერი შვილი: აღზრდის შეცდომები და „კარგი შვილის“ ფენომენი ☝️
🎙️ გვანცას პოდკასტი | Gvantsa's Podcast | Gvancas Podkasti 📢 როგორ გავზარდოთ ბედნიერი შვილი: პირადი სივრცე, ემოციები და მშობლის პასუხის....