ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები

ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები

Share

თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდუ?

Photos from თამარ კეკენაძე / Tamar Kekenadze's post 08/04/2024
ევროპარლამენტარი სვენია ჰანი - აზრთა მნიშვნელოვანი გაცვლა მქონდა საქართველოს ლიბერალური პა 28/06/2022

"თავისუფალი დემოკრატები"-ს თავმჯდომარე თამარ კეკენაძე და პარტიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნანა ლაბუჩიძე ბრიუსელში ALDE-ს წევრ პარტიებთან ერთად შეხვედრებს მართავენ

ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტი და ევროპარლამენტარი სვენია ჰანი:

„აზრთა მნიშვნელოვანი გაცვლა მქონდა საქართველოს ლიბერალური პარტიების წარმომადგენლებთან. „ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) წევრი ხუთი პარტია ერთად მუშაობს საკუთარი ქვეყნის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. ისინი პარლამენტში არსებული ყველა ჯგუფის ახალი, თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებენ, იმისთვის, რომ ერთობლივად იმუშაონ აუცილებელ რეფორმებზე, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს"

ევროპარლამენტარი სვენია ჰანი - აზრთა მნიშვნელოვანი გაცვლა მქონდა საქართველოს ლიბერალური პა ევროპარლამენტარი სვენია ჰანი აცხადებს, რომ პარტიების - „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“,

21/06/2022

ევროკომისიის რეკომენდაციები და „ტრიოს“ სამომავლო გეგმები ბრიუსელში მრგვალი მაგიდის ფორმატში განვიხილეთ, შეხვედრას ვესწრებოდით „თავისუფალი დემოკრატების“, „რესპუბლიკელების“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ლელოს“ ლიდერები.
🔵 ევროკომისიის რეკომენდაციების სისრულეში მოყვანა შესაძლებელია, თუმცა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში - შეუძლებელი.
🔴„ქართული ოცნება“ ევროკაშვირთან დაახლოებისთვის არაფერს აკეთებს და მაქსიმალურად დისტანცირებულია დასავლური ღირებულებებისაგან

06/06/2022

დღეს 5 პოლიტიკური პარტიის "თავისუფალი დემოკრატები", "სტრატეგია აღმაშენებელი", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "გირჩი მეტი თავისუფლება" და "ლელო" ლიდერებმა "ALDE"-ს პარტიების ყრილობაზე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით საერთო პრესკონფერენცია გამართეს

"საქართველოსთვის 🇬🇪, მოლდოვისთვის 🇲🇩 და უკრაინისთვის 🇺🇦 კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩაიწერა არა მხოლოდ ერთ არამედ ორ რეზოლუციაში. ALDE-ს კონგრესის დროს მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი რეზოლუციების პაკეტი, განსაკუთრებით მეორე ჩანაწერი არის მნიშვნელოვანი, რადგან იგი ეხება უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად მიღებული გაკვეთილების გამოცდილებას.

ჩვენი ევროპელი პარტნიორები ითვალისწინებენ იმას, რომ არ უნდა განმეორდეს ის შეცდომა, რაც 2008 წელს დაუშვა ნატომ და ევროკავშირის კონტექსტში სწორად უნდა იყოს გააზრებული რა მნიშვნელობა აქვს ამ სამი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის ხელშეწყობას" - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატები"-ს თავმჯდომარე თამარ კეკენაძემ

Photos from ეროვნული თავდაცვის აკადემია / National Defence Academy's post 25/05/2022

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დონალდ რამსფელდის სახელობის ოთახი გაიხსნა, რომლის ინიციატორები არიან „კამკა ქსელის“ საქართველოს წარმომადგენლები - ხელმძღვანელი თამარ კეკენაძე და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე

თამარ კეკენაძე: "დღეს, ჩემს მეგობრებთან, ქართველ რამსფელდელებთან ერთად, ეროვნული თავდაცვის აკადემია დონალდ რამსფელდის სახელობის სივრცე გავხსენით. 2022 წლის იანვრიდან, უკვე 6 კადეტი იღებს სპეციალურ, დონალდ რამსფელდის სახელობის სტიპენდიას, რომელიც ქართველ რამსფელდელთა ჯგუფმა დავაწესეთ და წლის განმავლობაში მინიმუმ 12 საუკეთესო კადეტს გადავცემთ.
გვინდა, რომ ამ ორი ინიციატივით, ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ თავდაცვის მდივნის დონალდ რამსფელდის ხსოვნის მიმართ, ადამიანის, რომელიც საქართველოს დიდი მეგობარი იყო და უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში.
ამავდროულად, თვითოეული ჩვენთაგანი თვლის, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების და ზოგადად თავდაცვის ძალების მხარდაჭერა საქართველოს ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა.
უკვე სექტემბრიდან, ამ ახალ სივრცეში, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ.
ჩვენი უღრმესი მადლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხემძღვანელობას ჩვენი ინიციატივების მხარდაჭერისთვის."

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


Zandukeli Street N7
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00