22/07/2025
მოგზაურობა თუშეთში დღენახევარში – 25 ოლიკო ცისკარიშვილი სტატია ცხელ გულზე უნდა დაიწეროს, ბლოგიც. ასე ვმუშაობდი ყოველთვის. არ მიყვარს გადადებული საქმ....
ეკოლოგია, ტურიზმი, ისტორიული ძეგლები
22/07/2025
მოგზაურობა თუშეთში დღენახევარში – 25 ოლიკო ცისკარიშვილი სტატია ცხელ გულზე უნდა დაიწეროს, ბლოგიც. ასე ვმუშაობდი ყოველთვის. არ მიყვარს გადადებული საქმ....
28/05/2025
ქართველი ახალგაზრების უმრავლესობა, მომავალს, სამშობლოს გარეშე, უცხოეთში გეგმავენ ხატია ბარამიძე გლობალიზაციის ეპოქაში საერთაშორისო განათლება ქართველ ახალგაზრდებს მრავალ შესაძლებლობას სთავ.....
28/05/2025
როცა წასვლა გადარჩენაა ლიზი ხარჩილავა „სადღაც აქ ვარ, და მაინც მგონია, რომ არ მეკუთვნის“, – ამბობს თემო, 26 წლის, რომელიც უკვე მესამე წელია ე...
03/05/2025
სტუდენტური ცხოვრება ქართულად – როგორ გადავრჩეთ თვეში 300 ლარად? ენი ცხვედაძე როგორც ჩემი ლექტორი ამბობს, სტატია პოზიტიურად უნდა დაიწყოო ჰოდა პოზიტიურად გეუბნები მკითხველო, რო...
03/05/2025
ძალიან საინტარესო წიგნია
📣 "დანიელი" - ამბავი ახალგაზრდა მღვდელზე, რომელიც ანაფორამაც ვერ დაიცვა ამქვეყნიური სატანჯველისგან. ☦️⚰️🌳
📖 "...ჩვენ და სამყარო ერთნი ვართ. თუკი ადამიანი სამყაროს ნაწილია, სიკვდილი შეუძლებელია. შენ მოკვდები იმიტომ, რომ არ გჯერა სამყაროს მთლიანობის, მე - არა, რადგან მისი ნაწილი ვარ ისევე, როგორც ოკეანეში ტალღა წყლის ნაწილია. ასეა სიბრაზე და სიმშვიდეც, სიკეთეც და ბოროტებაც, ისიც ადამიანის და სამყაროს ნაწილია. მე არ ვარ გახლეჩილი, მე არც ბოროტი ვარ და არც კეთილი, არც მორწმუნე და არც ათეისტი. მე ადამიანი ვარ და ვარ სამყაროს ნაწილი. ასე რომ, დიახ, არ არსებობს სიკვდილი. გინდა, ღრმად მოხუცებული მიიცვალე და გინდა - ახალგაზრდა, გინდა, ლოგინში გაიპარე და გინდა, თოკზე ჩამოიკიდე თავი..." 🌍✨️🙌
✅️ წიგნი უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნის მაღაზიებში: ლატერნა, ლიგამუსი, სტამბა, პარნასი, ბიბლუსი, სანტა ესპერანსა, სიესტა, აქტი, რუსთაველის 16 და დადიანის 22.💸
#ჩემიგამომცემლობა
ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი:
თუ გინდა რამე შეიცვალოს, ნუ დაელოდები სხვას, იქნებ, ის სხვა შენ ხარ 🥰
11/10/2024
დღეს, უმაგრესი დღე მქონდა. ხვარამზის კონკურსის ფინალისტად დასახელდა ჩემი ლექსი და უამრავი პრიზები შემხვდა. გალერის ვაუჩერი, პატარა ფიალა, ნინო სალუქვაძის შესანიშნავი ნახატი, ავტორისვე წარწერით. უფლისციხეში ვიზიტი და კაკლებში Courtyard Kaklebi - კაკლები ვახშამი და ღამითაც გვიმასპინძლებენ, კიდევ ორი საჩუქარი გზაშია... უდიდესი მადლობა ამ კონკურსის ორგანიზატორებს Mariam Khutsurauli, ყველა სპონსორს, ჟიურის წევრებს... იქაც ვთქვი, და აქაც ვიტყვი, პოეტად ვერ ვგრძნობ თავს, სულ ორჯელ გავაგზავნე კონკურსებზე ჩემი ლექსები, ერთხელ, ბათუმში, ასი სიტყვის კონკურსზე, სადაც ათეულში გავიდა ჩემი ლექსი და მეორედ აქ. ხოდა, რაღაცნაირად სტიმული მომეცა. მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ, ვისაც მოგწონთ ჩემი ლექსები, რაღაცნაირად ხვარამზეს სხივიც შემოიჭრა ჩემს სულში, აწი რაღა დამადუმებს და რაღა აღარ დამაწერინებს არ ვიცი 🥰
გთავაზობთ ფინალში გასულ ლექსს.
ვაითუ, ვეღარ ამიბილიკდეს
გადაბალახდნენ ბილიკები,
წყაროსთავიდან მორაკრაკე რუც ჩაიკარგა,
გამოვდე ცელი -
ღმერთმა უწყის როდინდელ ქვაღორღს
და ამეშალა ბასრი ფიქრები.
იმ გორის იქით,
ბარდნალს მოუკლავს ყველა საფლავი,
ხვარამზეს საფლავს მზე დაჰნათის...
დგას ნანრევებზე სხივთა გუმბათი.
ხეების ჩრდილში ატოტვილა ყმაწვილქალობა,
კანჭებდაბირკულ მოგონებებს აშრობს ივლისი...
ვეღარ შევხარი მთაში განთიადს,
ტიალი ფიქრი მიღრღნის მომავალს,
ვაითუ, ვეღარ ამიბილიკდეს...
ჩავისუნთქავ ხვარამზეს ზაფხულს,
და ისევ ლექსებს მივადგები,
გასათიბ ლექსებს...
საკუთარ თავის მოთმინებას.
და ღმერთი-რჯული,
არ ვარ სიკვდილი,
ხელში ის ცელი მიჭირავს,
რომელიც იმ ბილიკის ბალახებს თიბავს,
შინ რომ დაგაბრუნოს.
07/10/2024
შეხსენებისთვის ვდებ: ხვალ (08.09.2024), უძალიანესმაგრესი წიგნის „გული ფარად“ წარდგენაა მზიურში, კაფე მზიური • Cafe Mziuri საღამოს შვიდ (19:00) საათზე, რომლის ავტორი არის ახალგაზრდა და ნიჭიერი მწერალი დავით ხარატიშვილი Davit Kharatishvili. გელოდებით ყველას, მათ შორის ჩემს მეგობრებს, ყოფილ და ახლანდელ სტუდენტებს, მედიის წარმომადგენლებს. ეს ის წიგნია, რომელიც ყველა თქვენგანის გულს შეეხება და იგრძნობს, თუკი არ ჩამქრალა თქვენში სამართლიანობისა და სამშობლოს სიყვარული. წიგნი შესული მოთხრობები იმ სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც ისევ დუღს ჩვენში და გვაწუხებს. მერწმუნებთ არ ინანებთ - ამას, როგორც გამოცდილი მკითხველი და ამ წიგნის რედაქტორი ვამბობ. მოკლედ, გელით და შეხვედრამდე 🥰
05/10/2024
ყველას, ყველას, ყველას!!! მოკლედ, ახლოვდება სამშაბათი, 8 ოქტომბერი და გელით მზიურში, საღამოს შვიდ საათზე, ძალიან მაგარი ავტორის, დავით ხარატიშვილის, ძალიან მაგარი წიგნის პრეზენტაციაზე. ეს ის წიგნია, სადაც ავტორს ჩვენს დღევანდელობის მაჯისცემაზე უდევს ხელი, ის წიგნია, რომელიც თქვენს სულებთან ახლოს მივა... დამეჯერება, როგორც ამ წიგნის რედაქტორს და ამ წიგნის მრავალჯერ წამკითხველს. მოდით, არ ინანებთ.
09/09/2024
წადი არხოტში, იქ ზღაპარია!!! ოლიკო ცისკარიშვილი არხოტი, საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში პირველად დავდგი ფეხი, ია თაბაგარის წყალობით. შვიდ სე....
მე ხომ ვთარგმნი ოშოს, ჩემმა პატარა მეგობრებმა აგერ უშოს გევრდი შექმნეს, საოცარი ხელი აქვს გიორგის, ერთხელ გამიკეთა ჩანთა, და ჩემმა მეგობარმა წამართვ-იჩუქა, ახლა მეორეს რიგში ვარ... იმედია მომიწევს მალე... მოიწონეთ გვერდი და შანსი გექნებათ თქვენც გქონდეთ ერთადერთი, ექსკლუზიური ჩანთები, საფულეეები და მოკლედ, რაც გნებავთ... 🥰 https://www.facebook.com/people/USHO-%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%9D/61565442564681/
18/07/2024
ზაფხულში საკითხავი
TikTok · ჩემი გამომცემლობა Check out ჩემი გამომცემლობა’s video.
| Monday | 10:00 - 00:45 |
| Tuesday | 10:00 - 00:45 |
| Wednesday | 10:00 - 00:45 |
| Thursday | 10:00 - 00:45 |
| Friday | 10:00 - 00:45 |
| Saturday | 10:00 - 00:45 |
| Sunday | 10:00 - 00:45 |