29/05/2026
🔹 სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 200-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის.
🔹 აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
➡︎ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლებს შეუსყიდის იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/gkjRa
27/05/2026
ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში შენდება 7 კორპუსი, სადაც 1 700-ზე მეტი დევნილი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, სრულად გარემონტებულ ბინას მიიღებს.
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დევნილი მოსახლეობის ღირსეული პირობებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს უცვლელი პრიორიტეტია. სამუშაოები უპრეცედენტოდ მაღალი ტემპითა და მასშტაბით მიმდინარეობს, აღნიშნული პროექტი კი, ზუგდიდის პარალელურად, თბილისში, რუსთავსა და ბორჯომშიც აქტიურად ხორციელდება.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ. საცხოვრებელი ფართების მშენებლობის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კომფორტული გარე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ჯანსაღი გარემოს შექმნას – კომპლექსის ეზოში მოეწყობა სპორტული სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და ღია სავარჯიშო სივრცეები.
27/05/2026
ირაკლი კობახიძე - ზუგდიდში, დაახლოებით 1 წელიწადში, 1 700 დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი და ესეც არის სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების მიმართ
25/05/2026
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! 🇬🇪
🇬🇪 26 მაისს მცხეთაში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების პროგრამა:
🕚 12:00 – 19:00 - საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;
🕚 12:00 – 19:00 - თემატური ფოტო და საინფორმაციო სტენდები;
🕚 12:00 – 17:00 - საბავშვო გასართობ-შემეცნებითი პროგრამა: ვორქშოპები, სახალისო თამაშები და ფოტოზონები;
🕚 12:00 – 17:00 - პირველადი გადაუდებელი დახმარების (CPR) დემონსტრაცია;
🕚 12:00 – 16:00 - ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი;
🕚 12:00 – 19:30 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
🕚 14:00 – 16:00 - ოჩოფეხებისა და მასკოტების საზეიმო მსვლელობა დრამების შოუსთან ერთად;
🕚 17:10 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;
🕚 17:15 – 19:15 - დასკვნითი კონცერტი.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!🇬🇪