04/06/2026
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო არ დაიწყებს, ან დაასრულებს ანტიდემპინგურ შესწავლას, თუ ⤵️
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს
ცხელი ხაზი 15 20
Georgian Competition and Consumer Agency
Hotline 15 20
04/06/2026
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო არ დაიწყებს, ან დაასრულებს ანტიდემპინგურ შესწავლას, თუ ⤵️
03/06/2026
🟦საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ციფრული კომპეტენციების ამაღლებისა და სამუშაო პროცესების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ხელოვნური ინტელექტის (AI) თემაზე ტრენინგი ჩატარდა. სასწავლო კურსის მიმდინარეობას GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე გაეცნო და თანამშრომლებთან ერთად, სამომავლო პროექტებში, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების შესაძლებლობები განიხილა.
📚 სასწავლო კურსი სახელწოდებით - „ხელოვნური ინტელექტის (AI) და საქმის ორგანიზების ინსტრუმენტების სწავლების პროგრამა“, უწყებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და მათი პროფესიული გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
💻 სასწავლო პროგრამა შემდეგ ძირითად მიმართულებებს მოიცავდა : ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპები და განვითარების ტენდენციები; ინოვაციური ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში; მონაცემთა დამუშავების, ანალიზისა და ავტომატიზაციის თანამედროვე მეთოდები; ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მართვის სამართლებრივი, ეთიკური და უსაფრთხოების ასპექტები.
სასწავლო კურსის ფარგლებში, თანამშრომლებმა თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.
GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრი, კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს.
ვრცლად იხ.: https://shorturl.at/J1ylg
𝗥𝗲𝗮𝗱 𝗶𝗻 𝗘𝗻𝗴𝗹𝗶𝘀𝗵 𝗵𝗲𝗿𝗲: https://shorturl.at/3JKuU
03/06/2026
ანტიდემპინგური შესწავლის დაწყების საფუძველი ⤵️
02/06/2026
ანტიდემპინგური ღონისძიების აღსრულება ⤵️
02/06/2026
🔷 GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 5 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 106 %-ით არის გაზრდილი
📊 მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 5 თვეში, GCCA-ში - 1036 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 3150 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 106 %-ით არის გაზრდილი.
🔎 საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 122 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 299 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 53 მოვაჭრეს - 82 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 69 176 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 109 საქმეზე - 93 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 80 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6 %, იმერეთი 4 %, ქვემო ქართლი 3 %, კახეთი 2 %, სამეგრელო ზემო-სვანეთი 1 % და სხვ.
მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 422 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 251, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 224, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 54, ხოლო სხვა დანარჩენზე - 85. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 71 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 11 %, განთავსება და საკვების მიწოდება 2 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 13 %.
📖ვრცლად იხ.: https://shorturl.at/VIInJ
𝗥𝗲𝗮𝗱 𝗶𝗻 𝗘𝗻𝗴𝗹𝗶𝘀𝗵 𝗵𝗲𝗿𝗲: https://shorturl.at/PHvkY
02/06/2026
რა არის დემპინგი ⤵️
01/06/2026
🔵 📚 ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და მათთვის დასაქმების პერსპექტივების გაფართოების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო უმაღლეს სასწავლებლებთან აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს. სააგენტოს სასწავლო - კვლევითი ცენტრის ინიციატივით, უწყების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (IBSU) და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში მიიღეს მონაწილეობა.
🖇️ საინფორმაციო შეხვედრების მიმდინარეობისას, სააგენტოს თანამშრომლებმა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ორგანიზაციის საქმიანობა, პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე პროექტები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა იმ კარიერულ პერსპექტივებსა და სტაჟირების პროგრამებზე, რომლებსაც GCCA-ი ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული ზრდისთვის უზრუნველყოფს.
დასაქმების ფორუმებს სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, წამყვანი ქართული კომპანიებისა და საერთაშორისო ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირისპირ შეხვედროდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, მიეღოთ ინფორმაცია მიმდინარე ვაკანსიების შესახებ და უკეთ გასცნობოდნენ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მსგავსი ხასიათის საგანმანათლებლო და კარიერულ ინიციატივებში მონაწილეობას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.
📖ვრცლად იხ.: https://shorturl.at/62fc8
𝗥𝗲𝗮𝗱 𝗶𝗻 𝗘𝗻𝗴𝗹𝗶𝘀𝗵 𝗵𝗲𝗿𝗲: https://shorturl.at/N5VBk
01/06/2026
🔷 საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ პირობითი ვალდებულებების (Commitment decisions) გამოყენების შესახებ სახელმძღვანელო მითითებები შეიმუშავა.
🖇️ პირობით ვალდებულებებს საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობა 2020 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ითვალისწინებს. აღნიშნული წარმოადგენს აღსრულების ალტერნატიულ და პრევენციულ მექანიზმს, რომლის გამოყენების დროსაც გადაწყვეტილება მიიღება კანონის სავარაუდო ნორმის შეფასების გარეშე - მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ეკონომიკური აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულებების შესრულების შედეგად, მაღალი ალბათობით, აღარ ექნება ადგილი კონკურენციის სამართლის დარღვევას. შესაბამისად, ქმედების ეფექტის შემდგომი კვლევა და ანალიზი აღარ ხორციელდება.
🔎 სააგენტოს მიერ პირობითი ვალდებულებების გამოყენება უკვე განხორციელდა ერთ-ერთ საქმეზე („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 (3) მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევის ფაქტზე).
პირობითი ვალდებულებების გამოყენების შესახებ სახელმძღვანელო მითითებები ➡️
https://gcca.gov.ge/uploads_script/legislation/tmp/phpvYk7YR.pdf
01/06/2026
➡️ სამართლიანი კონკურენციისა და ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის მიზნით, GCCA-ი ანტიდემპინგური კანონმდებლობის აღსრულებას უზრუნველყოფს.
ინფორმაცია დემპინგის, ანტიდემპინგური შესწავლისა და ადგილობრივი მწარმოებლების დაცვის მექანიზმების შესახებ ⤵️
30/05/2026
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ⤵️
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |