01/06/2026
🌳🌿 ხუდადოვის ტყე-პარკის განახლება გრძელდება! 🌿🌳
ხუდადოვის ტყე-პარკის აღდგენისა და განვითარებისთვის თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ხე-მცენარეების დარგვის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. 🌱
📌 2026 წელს დაგეგმილია:
🌳 12 000 სხვადასხვა სახეობის ნერგის დარგვა;
📍 სამუშაოების განხორციელება 15 ჰექტარ ფართობზე.
✅ ხუდადოვის ტყის გადარჩენის მიზნით, 2018 წლიდან დღემდე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება:
🌲 სანიტარული ჭრების ფარგლებში, მოიჭრა 6 000-მდე ხმელი და დაავადებული ხე;
🧪 აქტიურად მიმდინარეობს ფიტოსანიტარული ღონისძიებები, მათ შორის, კვლევითი და სამკურნალო სამუშაოები;
🤝 2019 წელს, თბილისის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 2 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა ტყის ბუნებრივი განახლების ხელშემწყობი ღონისძიებები. სამუშაოების შედეგად:
✔️ განხორციელდა ფართობის შემოღობვა;
✔️ ეკალ-ბარდებისა და სხვა ნარჩენების გატანა;
🌱 2018-2025 წლებში თბილისის მერიის მიერ დაირგო 20 000-მდე სხვადასხვა სახეობის ნერგი, ხოლო გაშენებულმა ფართობმა 20 ჰექტარი შეადგინა;
🔥 ტერიტორიაზე განთავსდა ხანძარსაწინააღმდეგო (კოცონის აკრძალვის) საინფორმაციო ბანერები;
👷♂️ ჩუღურეთის რაიონის გამგეობა და „თბილსერვის ჯგუფი“ პერიოდულად ახორციელებენ სატყეო ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოებს.
🌳🌳🌳 ხუდადოვის ტყე-პარკი ჩვენი ქალაქის მნიშვნელოვანი მწვანე სივრცეა. მისი დაცვა, განახლება და მოვლა ეკოლოგიურად ჯანსაღი და უკეთესი თბილისის შექმნის აუცილებელი ნაწილია.
18/05/2026
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, ყოფილი ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე ტყე-პარკის აღდგენის სამუშაოებს ახორციელებს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც მთლიანობაში 8,2 ჰექტარია, განხორციელდა უკანონო შემოღობვების დემონტაჟი და ჩატარდა მოვლითი ჭრის (გამოხშირვის) სამუშაოები.
პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„სამგორის რაიონში, ყოფილ ვარკეთილის მეურნეობაში ვიმყოფებით, სადაც მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ. 8 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება დასასვენებელი პარკი. არსებული სივრცე იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მოუწესრიგებელი. პროექტის ფარგლებში, კეთდება სასეირნო ბილიკები, საფეხბურთო, საკალათბურთო მოედანი, პატარებისთვის განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი. არსებული მრავაწლოვანი ხე-მცენარეები შენარჩუნებული იქნება, დაემატება ახალებიც. მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები. პროექტი წლის ბოლოსთვის დასრულდება. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ტერიტორიაა, სამუშაოები რამდენიმე ეტაპად გვაქვს დაყოფილი. ტერიტორიის გარკვეული ნაწილის მოწყობა ერთ თვეში, ხოლო პროექტი სრულად წლის ბოლოს დასრულდება. ირგვლივ ბევრი ოჯახი ცხოვრობს და ადგილობრივებს ექნებათ ძალიან დიდი სივრცე დასვენებისთვის, ვარჯიშისა და განტვირთვისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას. ყველა რაიონში, ყველა უბანში, უნდა იყოს მსგავსი სივრცეები“, - განაცხადა მერმა
2024 წელს სამუშაოები ჩატარდა 3.7 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების ქსელი, განთავსდა საპარკო ავეჯი, საბავშვო და სპორტული სივრცეები, ასევე, სასმელი წყლის შადრევნები.
ამ ეტაპზე სამუშაოები ტარდება დარჩენილ 4,5 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც შეიქმნება თანამედროვე რეკრეაციული სივრცე. უკვე მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები და ირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. გარდა ამისა, მოეწყობა კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, სპორტული და საბავშო სივრცეები.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა გამგეობამ ტყე-პარკთან მისასვლელი ახმეთ მელაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც განახორციელა. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი.
რეკრეაციული სივრცის აღდგენა 2026 წლის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარს შეადგენს.
ადგილზე, თბილისის მერთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე იმყოფებოდნენ
08/05/2026
🌱 ინფორმაცია მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი ექსპერტების შესახებ
🌱 მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირების (ექსპერტების) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 20 ექსპერტი, რომელიც სხვადასხვა ეტაპის გავლის შედეგად შეირჩა.
🌱 საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გთავაზობთ მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირების (ექსპერტების) სიას:
🟢 ანა გოგოლაძე
🟢 ბექა ბერძენიშვილი
🟢 ბექა წიწილაშვილი
🟢 გიორგი ანდიაშვილი
🟢 გიორგი კაპანაძე
🟢 გიორგი მჭედლიშვილი
🟢 გრიგოლ დეისაძე
🟢 დავით მორჩილაძე
🟢 ეთერი სვანიძე
🟢 ზვიად ტიგინაშილი
🟢 თამარ თოლორდავა
🟢 თეიმურაზ ნაფეტვარიძე
🟢 თომა დეკანოიძე
🟢 იაკობ კაპანაძე
🟢 ივანე ბეწუკლიშვილი
🟢 ლევან გოშაძე
🟢 მანანა ელბაქიძე
🟢 მზია ჯიქია
🟢 ნინო ერაძე
🟢 ქეთევან ტიგიშვილი
🌱 ექსპერტთა საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე, ან დარეკეთ მერიის ცხელ ხაზზე: +995322722222