თბილისის 45-ე საჯარო სკოლა

თბილისის 45-ე  საჯარო სკოლა

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თბილისის 45-ე საჯარო სკოლა, Public School, სარაჯიშვილის ქ. 25, Tbilisi.

30/03/2026

🌿 ეკო კლუბი „მწვანე სიცოცხლე“ (ხელმძღვანელი: მზია საკანდელიძე),
ხელოვნების კლუბი „ჩუქურთმა“ (ხელმძღვანელი: შორენა ჩიტაშვილი)
ერთობლივად, ინტეგრირებულად აცხადებენ:
🎨 ნახატების კონკურსს თემაზე:
„ჩემი ერთი პატარა ნაბიჯი – დიდი ცვლილება“ 🌍
💚 კონკურსის მიზანია მოსწავლეებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერება, საკუთარი როლის გააზრება და მცირე ქმედებების მნიშვნელობის წარმოჩენა.
👩‍🎓🧑‍🎓 მონაწილეობა შეუძლიათ 5-დან 12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს.
📄 🎨 ნახატის ზომა: თავისუფალი (მოსწავლის სურვილის მიხედვით)
• ტექნიკა: თავისუფალი
• ნამუშევარი უნდა შეესაბამებოდეს თემას „ბუნების დაცვა“ 🌱
• შესრულება: თავისუფალი ტექნიკა (ფანქარი, ფერადი ფანქარი, აკვარელი, გუაში და სხვ.)
📅 ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა: 15 აპრილი
📩 გამოგზავნა: [email protected]
[email protected]
🏆 გამოვლინდება საუკეთესო ნაშრომები და დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.
✨ შეფასების კრიტერიუმები:
✍️ ესე:
• ნახაატი:
• თემასთან შესაბამისობა (ბუნების დაცვა 🌱)
• კრეატიულობა და იდეის ორიგინალურობა
• ვიზუალური ეფექტი და კომპოზიცია
• ტექნიკური შესრულება
• გზავნილის სიძლიერე
🌍 მოდი, ერთად ვიფიქროთ – როგორ შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა შეცვალოს მსოფლიო უკეთესობისკენ!
თბილისის 45-ე საჯარო სკოლა
კლუბი ჩუქურთმა
#ბუნება #თანამშრომლობა #დედამიწა #დაცვა #ხელოვნება

29/03/2026

სსიპ ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეების მიერ გაცოცხლებული ზღაპარი 🌟 “სამართალმა პური ჭამა”
ავტორი და რეჟისორი: თამარ ყამარაული

25/03/2026

Iა და Iე კლასებში განხორციელდა საინტერესო შემეცნებითი პროექტი — „ცოცხალ ორგანიზმთა საბინადრო გარემო“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ესტუმრნენ კონტაქტურ ზოოპარკს, სადაც ახლოდან დააკვირდნენ სხვადასხვა ცხოველს და გაეცნენ მათ ბუნებრივ გარემოს. მიღებული ცოდნის საფუძველზე ბავშვებმა დაამზადეს ცხოველთა საბინადრო გარემოს მაკეტები.
სკოლაში მოეწყო ნამუშევრების გამოფენა. მოსწავლეებმა ერთმანეთს წარუდგინეს საკუთარი ნამუშევრები, ისაუბრეს ცხოველებზე და მათთვის საჭირო გარემოზე.
პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ინტერესის გაღრმავებას ბუნების მიმართ, ცოდნის გაზიარებას და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. 🐾🌿
პედაგოგები: ნინო ჯღამაძე და ეკატერინე ურიადმყოფელი.

25/03/2026

🌿 ეკო კლუბი „მწვანე სიცოცხლე“ (ხელმძღვანელი: მზია საკანდელიძე) და კლუბი „პლატფორმა 9 ¾“ (ხელმძღვანელი: ხატია მჭედლიშვილი) ერთობლივად, ინტეგრირებულად ატარებენ ესეების კონკურსს თემაზე:

✍️ „ჩემი ერთი პატარა ნაბიჯი – დიდი ცვლილება“

💚 კონკურსის მიზანია მოსწავლეებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერება, საკუთარი როლის გააზრება და მცირე ქმედებების მნიშვნელობის წარმოჩენა.

👩‍🎓🧑‍🎓 მონაწილეობა შეუძლიათ 5-დან 12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს.

📄 ესეს მოცულობა: მაქსიმუმ 3 გვერდი

📅 ესეების მიღების ბოლო ვადაა: 15 აპრილი

📩 ნამუშევრები გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე:
👉[email protected]
👉 [email protected]

🏆 გამოვლინდება სამი საუკეთესო ესეს ავტორი, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

✨ შეფასების კრიტერიუმები:
• თემის სიღრმისეული გააზრება
• კრეატიულობა და ორიგინალურობა
• არგუმენტაციის ხარისხი და ლოგიკურობა
• სტრუქტურა და გამართულობა
• ენობრივი სიზუსტე და სტილი

🌍 მოდი, ერთად ვიფიქროთ – როგორ შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა შეცვალოს მსოფლიო უკეთესობისკენ!

წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილე

#ბუნება #დედამიწა #მშობლიურიენა #თანამშრომლობა #დაცვა

თბილისის 45-ე საჯარო
პლატფორმა 9 ¾

Photos from თბილისის 45-ე  საჯარო სკოლა's post 09/03/2026

2026 წლის 6 მარტს, N 45 საჯარო სკოლის თეატრალური კლუბის, “ლიტერატურული თეატრის” ფარგლებში, ხელოვნების მასწავლებელმა, თამარ ფიროსმანაშვილმა წარმოადგინა სპექტაკლი “ბასიანის ბრძოლა,” ლადო ასათიანის ამავე სახელოწოდების პოემის მიხედვით. სპექტაკლში მონაწილებოდნენ Vგ, Vვ და VIIგ კლასის მოსწავლეები. ასევე, წარმოდგენა გაიხსნა Vდ კლასის მოსწავლეების სიმღერით, რომელიც მოამზადა მუსიკის მასწავლებელმა ანი კურცხალიამ.

Photos from დავითიანნი [DAVITIANNI]'s post 06/03/2026

🏆”დავითიანნის თასის” გათამაშება ფრენბურთში ლიდერთა კლუბების პროექტში ჩართულ სკოლებს შორის.
🔶დავითიანნისა და ფრენბურთის ფედერაციის მხარდაჭერით გამართულ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
🥇პირველი ადგილი - თბილისის N45 საჯარო სკოლა

Photos from თბილისის 45-ე  საჯარო სკოლა's post 06/03/2026

2026 წლის 5 მარტს, სსიპ ქალაქ თბილისის N45 საჯაროს ისტორიის კლუბის ,,ნიკე'' ინიციატივით, განხორციელდა პროექტი ,, ,,დილა''- ჟურნალი, რომელიც თაობებს აერთიანებს'' (პროექტის ხელმძღვანელი მარეხი ჩიკვაიძე) . ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები საბავშვო ჟურნალის ,,დილა'' მწერლები ქალბატონები ლალი ღაჭავა Lali Gachava და მაია დიაკონიძე Maia Diakonidze. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას იღებდნენ ისტორიის კლუბის წევრები ანა გაბრიჭიძე , ანა მარია ჭოველიძე Ana Maria , თათა გოგოლიძე ,ანა ვასაძე Ana Vasadze , ულამაზესი ნახატი შექმნა ბარბარე გასიტაშვილმა Barbare Gasitashvili, თეატრალური ნაწილის მონაწილეები იყვნენ მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები თამარ ყამარაული Maia Sulamanidze Iamze Abuladze ეთერ მახარაშვილი , მუსიკალური გაფორმება ეკუთვნოდათ მუსიკის პედაგოგებს Anuki Kurcxalia Ana Lomiashvili , სცენის გაფორმება- მხატვარს, სკოლის ხელოვნების პედაგოგს ასმათ კუპატაძეს Asmat Kupatade. ისტორიის კლუბი მადლობას უხდის ყველას პროექტში მონაწილეობისათვის.

Photos from თბილისის 45-ე  საჯარო სკოლა's post 05/03/2026

1ბ კლასში (დამრიგებელი მაია ყამარაული) გაიმართა განსაკუთრებული, სიყვარულით სავსე, დედის დღისადმი მიძღვნილი თბილი და ფერადი გაკვეთილი, რომელშიც მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად დაამზადეს ლამაზი კალათები, სავსე ფერადი ყვავილებით.

მშობლის და შვილის ერთობლივმა მუშაობამ კიდევ უფრო გაამყარა ურთიერთობა და კლასში განსაკუთრებული ემოციური გარემო შექმნა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ძვირფასო დედებო დედის დღეს♥️

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Culinary Team

Attire

Telephone

Address

სარაჯიშვილის ქ. 25
Tbilisi