01/06/2026
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია - თბილისის საკრებულო
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია - თბილისის საკრებულო, Government Organization, თავისუფლების მოედანი N2, Tbilisi.
To prepare issues in advance, facilitate the implementation of City Assembly decisions and promote human rights and civil integration, the Legal Issues and Human Rights Commission has been established within the Tbilisi City Municipal Assembly.
01/06/2026
01/06/2026
გილოცავთ ნინოობას!
29/05/2026
🗓️29.05.2026
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.
ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა - გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილების პროექტი წარუდგინა. ცვლილების თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა 45 მილიონ 23 ათასი ლარით იზრდება და 2 მილიარდ 636 მილიონ 851 ათას ლარს შეადგენს. წარმოდგენილი ცვლილებით, თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაციის უზრუნველყოფის მიზნით, იზრდება კაპიტალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 35 მილიონი ლარით.
კომისიის სხდომაზე განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება" ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტში ცვლილება. საკითხი თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა წარადგინა.
თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თამარ ბერუაშვილმა კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამაში ცვლილება გააცნო. ცვლილების მიხედვით, თბილისში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩაერთვებიან.
სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ვაშაკიძემ უძრავი ქონების პრივატიზებისა და მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემის საკითხები წარადგინა.
სსიპ - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა „სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების წესში ცვლილება წარადგინა, რომლის მიზანია, გაგრძელდეს მოსწავლეების სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების ხელშეწყობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
სსიპ - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ კულტურული მემკვიდრეობის ზონაში არსებული ავარიული შენობების რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების მიზნით რამდენიმე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ სხვადასხვა მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების და დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის სახით შესასრულებელი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარადგინა.
29/05/2026
🌐 UCLG-ის ქართული დელეგაციის წევრებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე - ნინო ვარდოსანიძემ და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე - ლევან აბაშიძემ, ჩინეთის ქალაქ ჰანჯოუში გამართულ მე-6 საერთაშორისო სასწავლო სემინარში — "ტრანსასაზღვრო ელექტრონული კომერცია“ მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრა UCLG ASPAC-ის „სარტყელისა და გზის ადგილობრივი თანამშრომლობის კომიტეტის (BRLC) ორგანიზებით მოეწყო და მას სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
18-22 მაისს გამართული პროგრამის მთავარ თემას წარმოადგენდა — „ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის: ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის მომავლის გაძლიერება“.
📈 ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის როლი ციფრული ეკონომიკისა და ელექტრონული კომერციის განვითარებაში, გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიდგომებს და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სამუშაო სესიებში.
🌍 სემინარი ასევე მიზნად ისახავდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობის გაღრმავებასა და კულტურული დიალოგის ხელშეწყობას.
25/05/2026
#26მაისი
#ესდღეჩვენია 🇬🇪
15/05/2026
🗓️ 15.05.2026
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - ავთანდილ ცინცაძე უძღვებოდა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაერთიანებულ ფორმატში, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთასორისო ურთიერთობების კომისიასთან გაიმართა.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სსიპ - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს, ოთარ ჩიტიძეს მოუსმინეს, რომელმაც „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე სსიპ - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ჯაიანმა დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილებაზე ისაუბრა.
კომისიის სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის და M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები" მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ" საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6-25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თამარ ბერუაშვილმა წარადგინა. ცვლილების მიხედვით, სამგზავრო ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი აღდგენისთვის განსაზღვრული თანხა, 5 (ხუთი) ლარი, ბარათის მფლობელს აღარ დაეკისრება და როგორც ბარათის დაკარგვის, ასევე მისი დაზიანების შემთხვევაში, აღდგენა იქნება უფასო.
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ და სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე ნინო ვაშაკიძემ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილებები გააცნო.
კომისიის სხდომაზე სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილეს ნინო ვაშაკიძეს მოუსმინეს, რომელმაც უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
24/04/2026
📌24.04.2026
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის № 5-8 დადგენილებაში ცვლილებები წარადგინა. წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება ჯამში 84 მილიონ 849 ათასი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 591 მილიონ 827 ათას ლარს.
გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს გააცნო ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-4 დადგენილებაში ცვლილება და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N6-9 დადგენილებაში ცვლილება.
აღნიშნულის გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელს თამარ ბერუაშვილს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-18 დადგენილებაში ცვლილება წარადგინა. კერძოდ, „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესს" ემატება მომსახურების ახალი კომპონენტი - ფილტვის კიბოს სკრინინგი, ქვეპროგრამა მოიცავს ფილტვის კიბოს სკრინინგს 45-75 წლის ასაკის ჩათვლით, ორივე სქესისათვის.
თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ" თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში ცვლილება და რამდენიმე მისამართზე არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით, კომპანიების მიმართ ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების შესახებ დადგენილებები წარადგინა. ასევე, სერგო ბირკაძემ, სსიპ-ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე ოთარ ჩიტიძესთან და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროს ვახტანგ ლონჯარიასთან ერთად, კომისიის წევრებს გააცნო თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილება.
შპს თბილისერვის ჯგუფის უფროსის მოადგილემ დავით ბოდოკიამ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილისერვის ჯგუფს" შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავშირებით" ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, სასესხო შეთანხმების ხელმისაწვდომობის ვადის გახანგრძლივებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტი წარადგინა.
კომისიის სხდომაზე სსიპ-ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს დავით ჯაიანს მოუსმინეს, რომელმაც „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილება წარადგინა. განიხილეს ასევე „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) გრანტის მიღებასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის „GrCF2 W1 - თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი - აქტივების მართვის გეგმის" შესახებ გრანტის ხელშეკრულების გაფორმებაზე განკარგულების პროექტი.
სსიპ-ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საკრებულოს განკარგულებების პროექტები წარადგინა.
დღესვე, სსიპ-ქონების მართვის სააგენტოს უფროსს გიორგი კობიაშვილს მოუსმინეს, რომელმაც უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძემ რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის სახით შესასრულებელი ვალდებულებებისთვის გასატარებელი საკითხები წარადგინა.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
თავისუფლების მოედანი N2
Tbilisi
0114
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |
