EU Integration Committee, Parliament of Georgia

EU Integration Committee, Parliament of Georgia

Share

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი Present Chairperson Maka Botchorishvili

Photos from საქართველოს პარლამენტი's post 02/06/2026
Photos from Levan Makhashvili / ლევან მახაშვილი's post 01/06/2026
Photos from EU Integration Committee, Parliament of Georgia's post 06/05/2026

🔹 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2026 წლის ბიუჯეტის პირველი 3 თვის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

🔹 ანგარიში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

🔹 აღინიშნა, რომ 2026 წლის I კვარტალში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა, ექსპორტი 23.4%-ით გაიზარდა, ხოლო ინფლაცია შენარჩუნებულია ზომიერ ფარგლებში.

🔹 ხაზგასასმელია, რომ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კვლავ ევროკავშირია, რომლის წილი 21.4%-ს შეადგენს.

🔹 კომიტეტის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად, მთავარ პრიორიტეტად რჩება, აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები კიდევ უფრო მეტად აისახოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.

Photos from EU Integration Committee, Parliament of Georgia's post 30/04/2026

🔹 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავა აირჩიეს.

🔹 კომიტეტის წევრებმა თორნიკე ფაღავას საკომიტეტო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

Photos from EU Integration Committee, Parliament of Georgia's post 17/04/2026

🔹 დღეს ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმართულებით რეგიონული განვითარების სამინისტროს ანგარიში მოისმინეს.

🔹 ანგარიში საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ზურაბ იაშვილმა წარადგინა. აღსანიშნავია, რომ სამინისტროების გაყოფის შემდეგ რეგიონული განვითარების სამინისტროს ანგარიშის განხილვა საკომიტეტო ფორმატში პირველად მოხდა.

🔹 განსახილველ თემას წარმოადგენდა საქართველოს რეგიონული და მუნიციპალური განვითარება და ამ მხრივ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

🔹 ყურადღება გამახვილდა რეგიონული პოლიტიკის მნიშვნელობაზე, როგორც რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის შემცირების ერთ-ერთ ძირითად მექანიზმზე. ხაზი გაესვა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების, დეცენტრალიზაციის პროცესის გაღრმავებისა და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის ზრდის მნიშვნელობას.

Photos from EU Integration Committee, Parliament of Georgia's post 16/04/2026

🔹 პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციას შეხვდა.

🔹 შეხვედრაზე განიხილეს ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ორმხრივ დღის წესრიგში არსებული გამოწვევები და ურთიერთობების შემდგომი ნაბიჯები.

🔹 მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული დიალოგის საჭიროებას.

Photos from EU Integration Committee, Parliament of Georgia's post 15/04/2026

🔹 დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა წარადგინა.

🔹 ცვლილებით ინერგება ახალი, C5 კატეგორიის ორდინარული ვიზა, რომელიც წარმოადგენს მრავალჯერად მოკლევადიან ვიზას და მის მფლობელს 5 წლის განმავლობაში საქართველოში 1 წლამდე ყოფნის უფლებას ანიჭებს.

🔹 აღნიშნული ვიზა განკუთვნილია იმ უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოდიან და პარალელურად დისტანციურად მუშაობენ უცხოეთში რეგისტრირებული პირის ან კომპანიისთვის. ვიზის გაცემა ასევე შესაძლებელი იქნება მათ მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე.

🔹 ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს საკონსულო მოსაკრებლისა და სახელმწიფო ბაჟის ოდენობების განახლებას. კერძოდ, ვიზის განაცხადის საფასური განისაზღვრა 20-დან 500 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო მის კონკრეტულ ოდენობას საქართველოს მთავრობა დაადგენს.

🔹 ცვლილების მიზანია მაღალი შემოსავლის მქონე ვიზიტორების მოზიდვა და საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული და ბიზნეს ჰაბის, პოზიციების გაძლიერება. ცვლილება ხელს შეუწყობს ტურიზმის და მომსახურების სფეროების განვითარებას, ასევე, უცხოური ვალუტის დამატებით შემოდინებას.

🔹 ასევე, განისაზღვრა, რომ ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნება დაჩქარებული წესით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

🔹 ამასთან, C5 კატეგორიის ვიზასთან მიმართებით დამატებით განისაზღვრა, რომ მიგრაციული რისკების გათვალისწინებით, ვიზის გაცემაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმწიფოს საიმიგრაციო პოლიტიკა. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება შესაბამისი ორგანოს დასკვნას დაეფუძნება, თუმცა, დასაბუთების ვალდებულება არ იარსებებს.

🔹 დაზუსტდა ვიზის გაცემაზე უარის გასაჩივრების საკითხიც. კერძოდ, გასაჩივრება აღარ იქნება შესაძლებელი სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობის ან საიმიგრაციო პოლიტიკის საფუძვლებზე ვიზის გაცემაზე უარის შემთხვევებში.

Photos from EU Integration Committee, Parliament of Georgia's post 08/04/2026

🔹 დღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც უცხოელთა სამართლებრივ მდგომარეობასა და სავიზო რეგულაციების ცვლილებებს ითვალისწინებს.

🔹 კანონპროექტი სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა წარადგინა.

🔹 კანონპროექტის თანახმად, შემოდის ახალი C5 კატეგორიის ორდინარული ვიზა, რომელიც წარმოადგენს მრავალჯერად მოკლევადიან ვიზას. აღნიშნული ვიზა მის მფლობელს 5 წლის განმავლობაში 1 წლამდე საქართველოში ყოფნის უფლებას ანიჭებს. C5 ვიზა განკუთვნილია იმ უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოდიან და პარალელურად დისტანციურად მუშაობენ უცხოეთში რეგისტრირებული პირის ან კომპანიისთვის. ვიზის გაცემა ასევე შესაძლებელია მათ მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე.

🔹 ცვლილების მიზანია მაღალი შემოსავლის მქონე ვიზიტორების მოზიდვა და საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული და ბიზნეს ჰაბის, პოზიციების გაძლიერება. ინიციატივა ხელს შეუწყობს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას, მომსახურების სფეროს განვითარებასა და უცხოური ვალუტის დამატებით შემოდინებას ქვეყნის ეკონომიკაში.

🔹 აგრეთვე, კანონპროექტით განისაზღვრავრება, რომ ვიზის გაცემაზე უარი გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება.

🔹 ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს საკონსულო მოსაკრებლისა და სახელმწიფო ბაჟის რაოდენობების განახლებას. კერძოდ, ვიზის განაცხადის საფასური განისაზღვრება 20-დან 500 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო მის კონკრეტულ ოდენობას დაადგენს საქართველოს მთავრობა.

Photos from EU Integration Committee, Parliament of Georgia's post 26/03/2026

🔹ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში მოისმინეს, რომელიც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ეხება.

🔹 სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიში ასახავს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობასა და მიღწეულ პროგრესს.

🔹 ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

🔹 დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე გარემოს დაცვის მიმართულებით. ასევე მიმოხილულია ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან დაახლოების პროცესში მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები.

🔹 განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნარჩენების მართვა, ქიმიური უსაფრთხოება, სამრეწველო ემისიების რეგულირება და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

🔹 სხდომაზე ასევე განიხილეს შესაბამისი კანონპროექტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებისა და მიღების სამომავლო გეგმები.

Photos from EU Integration Committee, Parliament of Georgia's post 09/02/2026

საქსტატმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით ანგარიში წარუდგინა

🔹 საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის საქმიანობის ანგარიში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით.

🔹 კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ კომიტეტის დაინტერესებულია სტატისტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის განხილვით, რადგან სტატისტიკა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და სწორად ნაწარმოები სტატისტიკური მონაცემები ქვეყნის მაჯისცემას ასახავს.

🔹 საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ წარადგინა სტატისტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. ხაზი გაესვა საქსტატის მთლიანად ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი ისევ კომბინირებულ მეთოდს იყენებს. მომხსენებლის თქმით, 2024-2025 წლები მეტწილად დაეთმო მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერას და ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო პირველი სრულიად ელექტრონული აღწერა.

🔹 გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა მონაცემთა ხელმისაწვდომობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და მონაცემთა ალტერნატიული მეთოდების გამოყენების მიმართულებაზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროსტატთან ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


რუსთაველის გამზირი 8, თბილისი, საქართველო/Rustaveli Avenue 8.
Tbilisi
0118

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30