კომუნიკაციების კომისია | Communications Commission

კომუნიკაციების კომისია | Communications Commission

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from კომუნიკაციების კომისია | Communications Commission, Government Organization, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, Tbilisi.

01/06/2026

📱კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მიხედვით, სამეგრელოს რეგიონში WhatsApp-ის აპლიკაციით ყველაზე სწრაფად „სილქნეტის” აბონენტები რეკავდნენ.

🟦სილქნეტი - 3.26 წამი
🟥მაგთიკომი - 3.32 წამი
🟪სელფი მობაილი - 3.35 წამი

📲კომუნიკაციების კომისიამ მონიტორინგი სამეგრელოში 2026 წლის მარტში ჩაატარა. მონიტორინგი ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის ETSI-ის მეთოდოლოგიის მიხედვით ჩატარდა. დეტალური ანგარიში იხილეთ https://shorturl.at/X0tCS

ComCom-მა 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა 29/05/2026

✅ კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც, როგორც გასული წლის საქმიანობის შეჯამების, ისე 2026 წლის გეგმის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

📒 წლიურ ანგარიშში კომისიის რეგულირებაში შემავალი სფეროების, მათ შორის ტელეკომისა და მაუწყებლობის დარგების ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევებია მიმოხილული. ასევე, წლიური ანგარიშის დოკუმენტი დეტალურად მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ.

ComCom-მა 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც, როგორც გასული წლის საქმიანობის შეჯა...

Photos from კომუნიკაციების კომისია | Communications Commission's post 28/05/2026

📃კომუნიკაციების კომისიის 28 მაისის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს:

🖇️ComCom-ის გადაწყვეტილებით, შპს „ინექსფონს” და შპს „არკომს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მიენიჭა.

🚫შპს „PC&I Networks“-სა და შპს „ა+ბ“-ს ავტორიზაცია შეუჩერდათ. შპს „ფასთ თივი ჯორჯიამ“ ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზაცია გაიარა, ხოლო შპს „ჰაიტექ ელექტრონიქსს“ ავტორიზაციის გავლის მიზნით, დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადა განესაზღვრა.

✅კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ალნეტს“ პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობა მიეცა.

🟢კომისიამ შპს „ტელეკომპანია რიონი“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა.

📝კომისიამ ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივრის მიღების საკითხთან დაკავშირებით მხარეების პოზიციები მოისმინა, ხოლო „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ ბეჟან ბეჟუაშვილის საჩივარი განუხილველად დატოვა.

📑კომისიამ ასევე დაამტკიცა კომუნიკაციების კომისიისა და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2025 წლის ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულების მაჩვენებლები. ამას გარდა, კომისიის გადაწყვეტილებით, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდა და ორგანიზაციული მოწყობის ახალი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა დამტკიცდა.

ვინ გახდა მედიაწიგნიერების კონკურსის გამარჯვებული? 28/05/2026

🏆ComCom-ის მედიაწიგნიერების კონკურსს "ნამდვილი თუ მოგონილი?!" 200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული ჰყავს.

ვინ გახდა კონკურსის გამარჯვებული ნახეთ ვლოგში 👇

ვინ გახდა მედიაწიგნიერების კონკურსის გამარჯვებული? 🕵️‍♀️200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მო...

Photos from კომუნიკაციების კომისია | Communications Commission's post 28/05/2026

🕵️‍♀️200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცამეტედ ჩაატარა.

🥇I ადგილი ოზურგეთის ნ. დუმბაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, იოსებ ქუთათელაძემ დაიკავა, რომელსაც კომუნიკაციების კომისიამ საჩუქრად უახლესი თაობის სმარტფონი გადასცა.

🥈II ადგილი თბილისის 169-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ბარბარე გორგოძემ მოიპოვა, რომელმაც საჩუქრად უახლესი თაობის ლეპტოპი მიიღო.

🥉III ადგილზე კოლეჯი და სკოლა-ლიცეუმი „ფესვების“ მე-11 კლასის მოსწავლე, გიორგი ბიწაძე გავიდა, რომელსაც უახლესი თაობის პლანშეტი გადაეცა.

🏅ComCom-მა ასევე საუკეთესო 10 ნამუშევრის ავტორს პრიზები გადასცა.

200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცამეტედ ჩაატარა 28/05/2026

🕵️‍♀️კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეცამეტედ ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის 200-მდე მოსწავლემ მიიღო.

🏆კონკურსანტების ნამუშევრებიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ავტორებიც ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზებით დააჯილდოვა. გარდა გამარჯვებულებისა, კომისიამ ასევე საუკეთესო 10 ნამუშევრის ავტორს პრიზები გადასცა.

200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცამეტედ ჩაატარა კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეცამეტედ, ჩაატარა. კონკურსში ....

27/05/2026

📢 28 მაისს, 15:00 საათზე, კომუნიკაციების კომისიაში საჯარო სხდომა გაიმართება.

✅ სხდომაზე განხილული იქნება 10 საკითხი.

📄 კომისიის დღის წესრიგი დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ კომისიის ვებგვერდზე: https://comcom.ge/ge/agenda

🔴 სხდომას პირდაპირ ეთერში უყურეთ კომისიის ვებგვერდზე ან Youtube არხზე - https://www.youtube.com/

27/05/2026

🤖 იდეიდან — პერსონაჟამდე: გაინტერესებს, როგორ „გავცოცხლდი“?

✨მე კაი ვარ და ჩემს შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტის არაერთი პლატფორმა გაერთიანდა. ვიზუალი, ხმა, მუსიკა თუ მოძრაობა — ნახე ჩემი შექმნის სრული პროცესი!

🚀 ეს AI-ს პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილია. მომავალი კიდევ უფრო საინტერესოა!

ComCom-ის წარმომადგენელმა EPRA-ს 63-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 27/05/2026

✔️ კომუნიკაციების კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ქორიძემ, მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) რიგით 63-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

📋აღნიშნული შეხვედრა, რომელიც ალბანეთის აუდიოვიზუალური მედიის ორგანოს (AMA) მასპინძლობით ჩატარდა, მიზნად ისახავდა EPRA-ს წევრებსა და მუდმივ დამკვირვებლებს შორის არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის გაზიარებასა და თანამშრომლობის საკითხების განხილვას.

✅ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს), ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიისა და მედია საბჭოს წარმომადგენლები იღებდნენ.

ComCom-ის წარმომადგენელმა EPRA-ს 63-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა კომუნიკაციების კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ქორიძემ, მარეგუ.....

26/05/2026

🇬🇪 კომუნიკაციების კომისია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00