ქალაქ თბილისის N116 საჯარო სკოლა

ქალაქ თბილისის N116 საჯარო სკოლა

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქალაქ თბილისის N116 საჯარო სკოლა, Tbilisi.

14/05/2026

✅2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს, 09:00 საათზე იწყება და 25 მაისის 00:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.

🌐რეგისტრაცია განხორციელდება ონლაინ რეჟიმში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - registration.emis.ge.

ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია განხორციელდება 12 საპილოტე ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი.

🌐იხილეთ ვრცლად: https://mes.gov.ge/content.php?id=14660&lang=geo&csrt=8275066506861202848

13/05/2026

🔎 პირველკლასელთა რეგისტრაცია (III ეტაპი — ტერიტორიული პრინციპი)

🔗 ბავშვის პირადი ნომრით შეგიძლიათ წინასწარ გადაამოწმოთ, რომელ საჯარო სკოლებშია შესაძლებელი მისი რეგისტრაცია:
🌐 https://experience.arcgis.com/experience/a88e0630cc8342f3b44f4dc6b306e436/

📖 დეტალური ინსტრუქცია — როგორ გადაამოწმოთ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
🔗 https://emis.ge/posts/127

📊 სკოლებში არსებული ლიმიტების შესახებ ინფორმაცია:
🌐 https://skolebi.emis.ge/

⏰ რეგისტრაცია დაიწყება 15 მაისს, 09:00 საათზე
და გაგრძელდება
📅 25 მაისის 24:00 საათის ჩათვლით

🔗 რეგისტრაციის მისამართი:
🌐 https://registration.emis.ge/

🎥 რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია:
🌐 https://www.youtube.com/watch?v=dTkrkCSEtZg&t=1s

🏙 ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია განხორციელდება 12 საპილოტე ქალაქში:

თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი.

🌐 რეგისტრაცია განხორციელდება ბავშვის რეგისტრაციის მისამართის შესაბამისი სასკოლო უბნის საჯარო სკოლებში.

📘 რეგისტრაციის III ეტაპის დეტალები:
🌐 https://skolebi.emis.ge/details?key=2c5e0778-a83e-4e20-9e2a-b5a06be65c83

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის
📞 0 32 2 200 220
📧 [email protected]

#პირველკლასელები #სკოლისრეგისტრაცია #განათლება #საჯაროსკოლა

Photos from ქალაქ თბილისის N116 საჯარო სკოლა's post 12/05/2026

ჩვენი სკოლის VII ბ კლასის მოსწავლეებმა გერმანული ენის მასწავლებლის ეკატერინე კეზევაძის ხელმძღვანელობით მოამზადეს საინტერესო კვლევითი პროექტი თემაზე: „ასურეთი - გერმანული მემკვიდრეობა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში მათ შეისწავლეს შვაბების ისტორია, კულტურა, ტრადიციები და არქიტექტურა, დაამზადეს პლაკატები და განიხილეს ჯგუფში.

კვლევის შემდეგ დამრიგებლის, სალომე სიჭინავას აქტიური მხარდაჭერით მოსწავლეებმა მოინახულეს სოფელი ასურეთი , ყოფილი გერმანული დასახლება ელიზაბეთტალი, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 50 კმ-ში მდებარეობს.
მოსწავლეებმა ასევე გამოაცხვეს ტრადიციული გერმანული ბრეცელი.

ასურეთის ისტორია განსაკუთრებით საინტერესოა: 1818 წელს აქ გერმანელი კოლონისტები ჩამოსახლდნენ და დააარსეს დასახლება ელიზაბეთტალი. მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებამ სოფლის სწრაფ წინსვლას შეუწყო ხელი.

დღეს ასურეთი უნიკალური კულტურული სივრცეა, სადაც ქართული და გერმანული მემკვიდრეობა ერთმანეთთან ჰარმონიულად ერთიანდება. ამ პროექტის დახმარებით მოსწავლეებმა შეძლეს ისტორია რეალურ გარემოში შეეგრძნოთ და უკეთ გაეაზრებინათ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა.

24/04/2026

❤️

Photos from ქალაქ თბილისის N116 საჯარო სკოლა's post 23/04/2026

7/2 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს, 22 აპრილს საინტერესო პრეზენტაციები მიუძღვნეს (გეოგრაფიის მასწავლებელი: მ.ახალაია).

მათმა ნამუშევრებმა წარმოაჩინა,თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედამიწის დაცვა. თითოეულმა გამოავლინა ფანტაზია, შრომა და სიყვარული ბუნების მიმართ. განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ მოსწავლეებმა გაიაზრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობა და თავიანთი იდეებითა და შემოქმედებით გადმოსცეს.

07/04/2026

თბილისის ფრენბურთის სასკოლო ლიგა 2026-ის საუკეთესო ფრენბურთელი გახდა ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ბარბარე ჯიბლაძე🏆

❤️

31/03/2026

პროექტული სწავლება ხელოვნებაში - ,,გაცოცხლებული სურათები".
პროექტი მიზნად ისახავდა სხვადასხვა ეპოქების და მიმდინარეობის პერიოდში მოღვაწე ცნობილი მხატვრების ხელოვნების ნიმუშების გაცნობას. 11/2 და11/3 კლასის მოსწავლეები, მასწავლებელ - მედეა შოგირაძის ხელმძღვანელობით, გაეცნენ ცნობილი პორტრეტების ისტორიებს და მათი ავტორების შესახებ გაიგეს უცნობი ფაქტები. წარმოგიდგენთ მოსწავლეების მიერ საინტერესოდ გაცოცხლებულ პორტრეტებს

Photos from ქალაქ თბილისის N116 საჯარო სკოლა's post 31/03/2026

ჩვენს სკოლაში ჩინური ენის სწავლება აქტიურად და დიდი ინტერესით მიმდინარეობს უკვე მე-5 კლასიდან 🎎

ამ საინტერესო სასწავლო პროცესის ფარგლებში, ჩვენი მოსწავლეები ესტუმრნენ ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტს, სადაც მათთვის სპეციალურად იყო დაგეგმილი ჩინური ენისა და კულტურის გაცნობითი ღონისძიება.

ღონისძიება მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია ჩინური ენის შესწავლის პერსპექტივებზე, გაეცნენ ჩინეთში სწავლისა და სამომავლო კარიერული განვითარების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ინტერესით ჩაერთვნენ ჩინური კალიგრაფიისა და ტრადიციული მხატვრობის მასტერკლასებში, სადაც თავადაც სცადეს ფუნჯით წერა.

გარდა ამისა, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა მოერგოთ ჩინური ტრადიციული სამოსი, გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები და ჩართულიყვნენ სახალისო და შემეცნებით აქტივობებში.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


Tbilisi