26/01/2022
თბილისის მერია და ფონდი ELECTRONAUTS წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ცერემონია "ელექტრონავტი XII" სრულ ვიდეო ვერსიას 🎶
Electronaut XII / Award ceremony / Full Version
2007, the Electronaut Foundation was founded. The foundation's major purpose is to explore new Georgian musical forms, as well as to support and popularize G...
29/11/2021
თბილისის მერიის მხარდაჭერით, მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონიალი, “ელექტრონავტი XII”, 11 დეკემბერს ჩატარდება. ტრადიციულად, ელექტრონავტების ვინაობას ინტერნეტ-გამოკითხვის მონაწილეების გარდა, ასევე განსაზღვრავს ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური.
ჟიურიმ წელს 9 ნომინაციაში, 200 ზე მეტი არტისტის (2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 15 ნოემბრამდე) გამოქვეყნებული ნამუშევარი განიხილა, საჯარო ხმის მიცემა კი 29 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი, ინტერნეტ გვერდზე electronauts.ge. გამარჯვებული ნომინანტები დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდებიან, რომელიც კვლავ Leno Records-ის მხარდაჭერით კინოსტუდია “ქართული ფილმის” დარბაზში, შეზღუდული დასწრების პირობებში ჩატარდება.
წლევანდელი დაჯილდოება მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:
მუსიკალური ვიდეო / Best Video
ლეიბლი / Best Label
ალბომი / Best Album
დიჯეი / Best DJ
ლაივ სთრიმი / Best Live stream
ტრეკი / Best Track
მედია / Best Media
Z არტისტი / Z Artist
ელექტრონავტი XII / Electronaut XII
წელს, პანდემიიდან გამომდინარე, კატეგორიების სიიდან ამოღებულია ფესტივალის ნომინაცია, ხოლო საუკეთესო ცოცხალი შესრულების ნომინაცია, “ლაივ სთრიმის” ნომინაციით ჩანაცვლდა.
ფონდი “ელექტრონავტი” 2007 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ახალი ქართული მუსიკალური ფორმების აღმოჩენა, მუსიკოსების წახალისება და პოპულარიზაციაა.
პანდემიის დროს ჩატარებული ბოლო დაჯილდოების შემდეგ, ფონდმა გააფართოვა ქართული სცენის პოპულარიზაციის და კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, ინტერნეტ-ეკოსისტემა და დღეს უკვე რამდენიმე ინტერნეტ და სოციალური მედიის გვერდს აერთიანებს.
საბოლოო ნომინანტების სია (სამეულები), ელექტრონავტების ფეისბუქ გვერდიდან, 10 დეკემბერს გახდება ცნობილი.
ხმის მისაცემად, გადადით შემდეგ ბმულზე: https://electronauts.ge/
Home - Electronauts
მიიღე მონაწილეობა წლის ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ დაჯილდოებაში და მიეცი ხმა შენს რჩეულს.
27/04/2021
თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან The Cultural and Creative Industries Union of Georgia-ს 4-პუნქტიანი ინიციატივის უზრუნველსაყოფად გამოიყო 2 მილიონი ლარის ოდენობის თანხა, რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალებული ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის ხელშეწყობას და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზიდულობის კერების შენარჩუნებას ითვალისწინებს.
ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის 4 პუნქტიანი გეგმა გულისხმობს:
-არტისტების მხარდაჭერას (ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და დიჯეი)
-შემოქმედებით და ტექნიკურ პოზიციებზე დასაქმებული პირების მხარდაჭერას (ვიჯეი, ხმის ინჟინერი, არტისტის მენეჯერი, ბუქერი, განათების სპეციალისტი, მუსიკალური სივრცის მენეჯერი)
-თბილისის მასშტაბით არსებული ელექტრონული მუსიკის სივრცეების საიჯარო და კომუნალური ვალდებულებების მხარდაჭერას (ღამის კლუბი, პრეკლუბი, მულტიფუნქციური მუსიკალური სივრცე)
-ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის ეკოსისტემაში შემავალი ორგანიზაციებისა და კოლექტივების ერთჯერად ფინანსურ მხარდაჭერას (ფესტივალი, ღონისძიება და წვეულებათა სერია, საგანმანათლებლო სკოლა, მუსიკალური ლეიბლი, ფირფიტების მაღაზია, არტისტების სააგენტო, ონლაინრადიო ან FM რადიოსადგური, ბილეთების სარეალიზაციო პლატფორმა.)
ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდი მხარს უჭერს იმ ინიციატივებს, რომლებიც გამოირჩევიან საზოგადოებრივ სივრცეებში ცოდნის გაზიარებითა და რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობით და ამით უზრუნველყოფენ თავისუფალი, შემოქმედებითი პროცესების უწყვეტ, შეუფერხებელ დინებას.
დაფინანსების მისაღებად, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პროცედურებს, წესებს და კრიტერიუმებს, აგრეთვე სააპლიკაციო ფორმას, რომლის საშუალებითაც ხდება განაცხადის გაგზავნა
დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ვებგვერდზე:
www.act4culture.com
act4culture | ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდი
სარგებლობა შეუძლია თბილისის მასშტაბით არსებულ ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროში შემავალ ორგან...
22/09/2020
🔰 COVID-19-ის მიერ ღამის ეკონომიკაში გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, აღნიშნული სფეროს ექსპერტებმა და სხვადასხვა ქვეყნის ურბანული დაგეგმარების სპეციალისტებმა "ღამის ცხოვრების აღდგენის საყოველთაო გეგმა" (Global Nighttime Recovery Plan) შეიმუშავეს.
📌 დოკუმენტის პირველ თავში ღამის ცხოვრების ღია სივრცეში გადმოტანასა და მის მენეჯმენტზეა საუბარი. განხილულია, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს მისაღებად. დოკუმენტის თანახმად, ღამის ეკონომიკის აღდგენისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებისა და ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობაა.
დეტალურად ➡
Chapter One: Open Air Nightlife and COVID-19: Managing Outdoor Space and Sound - NIGHTTIME.ORG
In response to the severe and increasing vulnerability of global nighttime economies and cultures caused by COVID-19, a global collaboration of some of the foremost minds on nightlife governance and urban planning, spearheaded by nightlife advocacy agency, VibeLab, has created the Global Nighttime ...
27/08/2020
🎵❓ როგორი შეიძლება იყოს პანდემიის შემდგომი საკლუბო სცენა?
⭕ COVID-19-მა ხელოვნებისა და მუსიკის სფეროს წარმომადგენლებს ძალიან დიდი ზარალი მიაყენა, ვინაიდან ცოცხალი პერფორმანსები და კონცერტები, მათი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა.
📌 კლუბების გახსნა ახლო მომავალში არ იგეგმება, შესაბამისად, მუსიკოსებს საკუთარი საქმის კეთებისა და შემოსავლის მიღებისათვის ალტერნატიული გზების მოძებნა მოუხდათ. ონლაინ სთრიმინგის მეშვეობით უამრავი მათგანი ახერხებს საკუთარი საქმიანობის მონეტიზაციას, ასევე, სხვადასხვა მუსიკალურ ვებგვერდზე მსმენელს სიმღერის ან ალბომის მოსმენის სანაცვლოდ, მუსიკოსისთვის თანხის გადარიცხვა შეუძლია.
ახალი მუსიკალური პლატფორმების შესახებ დეტალურად 👇
The gig-less economy: what could a post-pandemic dance music scene look like?
The gig-less economy: what could a post-pandemic dance music scene look like? As dance music’s top-heavy, tour-focused infrastructure crumbles, people across the industry are wondering how new revenue streams can emerge to support artists during and after the pandemic. DJ Mag looks at different...
15/07/2020
🎉 ღია სივრცეში კულტურული ღონისძიების ჩატარება დასაშვებია, თუკი დამსწრეთა რიცხვი 200 ადამიანს არ აღემატება.
✔ შეგახსენებთ რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებისთვის შეიმუშავა.
➡️ ბილეთების გაყიდვისთვის გამოიყენეთ ელექტრონული სისტემა;
➡️ სტუმრებისთვის ადგილები უნდა გადანაწილდეს უსაფრთხო მანძილის დაცვით;
➡️ უზრუნველყავით ღონისძიებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის წინასწარი დეზინფექცია შესაბამისი წესით;
➡️ გააკონტროლეთ პირთა ნაკადი რათა არ მოხდეს უსაფრთხო დისტანციის დარღვევა.
დეტალური ინფორმაციისთბის გაეცანით #25-ე დანართს 👇https://www.moh.gov.ge/ka/news/5096/