09/04/2026
ეროვნულ ბიბლიოთეკას ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის წარმომადგენელი, თეოლოგიის დოქტორი, კონგრესის ბიბლიოთეკის ქართულენოვანი და სომხურენოვანი მასალების კურატორი პოლ კრეგო ესტუმრა. ის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, კონსტანტინე გამსახურდიას შეხვდა. სტუმარი ასევე ეწვია ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ დარბაზს.
პოლ კრეგოს ხელშეწყობით წლებია ვითარდება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკას შორის ურთიერთობები. იგი პირადად ქმნის ქართული ლიტერატურის კოლექციას კონგრესის ბიბლიოთეკაში.
ამჯერად ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მას საჩუქრად გადასცა ბიბლიოთეკის მიერ გამოცემული ლიტერატურა, მათ შორის ისტორიული ნარკვევები, კონსტანტინე გამსახურდიას თარგმანები, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის, ნოდარ დუგლაძის პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში გამოცემული გაზეთ „ივერიის“ 1886 და 1887 წლების ნომრების კრებულები.
#ეროვნულიბიბლიოთეკა
09/04/2026
გამოცხადდა ვაკანსია აშშ-ის საელჩოს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ge.usembassy.gov/ka/jobs/
09/04/2026
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვა, წარმოთქმული ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრის გახსნაზე:
„ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში სულ 14 თვე იყო, ეს მეტად ხანმოკლე პერიოდია პოლიტიკისთვის და მიუხედავად ამისა, რამდენი ბედის განმსაზღვრელი ამბის, გადაწყვეტილების, გადადგმული ნაბიჯის და ხდომილების დამტევია. მისი მოღვაწეობის ძირითადი და საკვანძო ამბავია დიდი ხელშეკრულების დადება ხალხსა და სახელმწიფოს შორის.
ეს ხელშეკრულება, ცხადია, მატერიალური სახით, იურიდიულ ფორმულირებებად ჩამოყალიბებული არ არსებობს, თუმცა პირობით დათქმასავით ჩადებულია სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამის შემდეგ ხელისუფლებები და ხალხი გამოიცდებიან იმის შესაბამისად, თუ რამდენად ერთგულნი არიან ამ პირობითი ხელშეკრულებისა. ამ მხრივ გაფრთხილებად და იმავდროულად, ერთგვარ ანდერძად ჟღერს ზვიად გამსახურდიას სიტყვები: „არ შეიძლება საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის მოტყუება - ამაზე მწარე ხვედრი, ამაზე შემზარავი დანაშაული არ არსებობს“.
ასეთია მისი პოლიტიკური ანდერძის არასრული წართქმითი და უკუთქმითი ინტერპრეტაცია, ანუ როგორი უნდა იყოს და როგორი არ უნდა იყოს. მისი სახელი და ბიოგრაფია კი ამიერიდან საზომია, მეტრია, რითიც ყველა გაიზომება”.
კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვა სრულად ბმულზე: http://bit.ly/4m3y90m
09/04/2026
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ძალაში შედის სავიზო დეპოზიტის პროგრამა.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრებათ 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით ხშირად დასმული შეკითხვების გვერდს: https://ge.usembassy.gov/ka/visas-ka/
09/04/2026
A magyarok többsége szerint a Fidesz győzelme esetén megmarad a rezsicsökkentés, míg egy Tisza-kormány alatt emelkednének a rezsiárak. Még a Tisza szavazói sem bíznak abban, hogy pártjuk nem növelné a költségeket.
09/04/2026
“სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი,
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.” - ლადო ასათიანი
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა
09/04/2026
9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის მიერ 1989 წელს ჩადენილ სისასტიკეს. დღეს, 37 წლის შემდეგ, პატივს მივაგებთ იმ 21 დაღუპულ ქართველს და ასობით დაშავებულს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას.
31/03/2015
სამწუხარო რეალობა.... ფაქტი ფაქტად რჩება... უბრალოდ "უბნის ექიმი" არ ადასტურებს...
31/03/2015
ერთად დავიცვათ საყდრისი! 30 მარტი მთავრობის კანცელარია.
27/03/2015
მსოფლიო ჩემპიონი თბილისშია
29 მარტი
საქართველო-გერმანია
დინამო არენა 20:00