თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

Share

კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

Photos from თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო's post 21/01/2026

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ოქროპირიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრა პონევაჩ-პანასა და ქვეყანაში ვიზიტად მყოფ უნგრეთის განათლების მინისტრის მოადგილეს, ზოლტან მარუჟას შეხვდა.

გურამ ოქროპირიძემ უნგრელ სტუმრებს დიდუბის რაიონში მდებარე N19 საბავშვო ბაღში უმასპინძლა, სადაც მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სკოლამდელი განათლების სისტემის პრიორიტეტებზე, სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირებასა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბაღებში ერთ-ერთი პრიორიტეტი ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით, არაერთი სამუშაო განხორციელდა. საუბარი შეეხო არსებულ გამოწვევებსაც.

სტუმრებმა დაათვალიერეს ბაღის ინფრასტრუქტურა, სამზარეულო, სასადილო სივრცეები და სააღმზრდელო გარემო.

სააგენტოს ხელმძღვანელის, გურამ ოქროპირიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება სკოლამდელი განათლების სერვისების გაუმჯობესების მიზნით და ამ კუთხით, სააგენტო მუდამ ღიაა პარტნიორებთან თანამშრომლობისათვის.

თავის მხრივ, უნგრელმა სტუმრებმა მზადყოფნა გამოთქვეს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობისა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში ჩართულობისთვის.

30/12/2025
Photos from თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო's post 29/12/2025

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ოქროპირიძემ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე ესწრებოდა.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გურამ ოქროპირიძემ ისაუბრა დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ინსტიტუციური განვითარების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებზე, ბაღების ავტორიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე.

მისი თქმით, 2025 წელს თბილისში ორი ახალი საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა, სადაც 1000-მდე აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას; გრძელდება ხუთი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელთა ნაწილი 2026 წელს ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში; მიმდინარეობს სამი საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობების სრული რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია და ასევე დაწყებულია სამზადისი ახალი სამშენებლო პროექტების განხორციელებისათვის 2026 წელს.

„საინტერესო წელი იყო სააგენტოსთვის, რადგან დასრულდა ორი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, დავიწყეთ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ითვალისწინებს ბავშვთა და პერსონალის აღრიცხვის ელექტრონულ ფორმაზე გადასვლას, საშუალოდ 25%-ით გაიზარდა ბაგა-ბაღების პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, გაიზარდა საზაფხულო ბაღების რაოდენობა და განხორციელდა არაერთი საინტერესო პროექტი პარტნიორ ორგანიზაციებთან, როგორც პერსონალის პროფესიული განვითარების, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ღონისძიებას თბილისის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები და პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

Photos from თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო's post 27/12/2025

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ასოციაცია "საქართველოს SOS - ბავშვთა სოფელს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინელი ბავშვებისათვის თბილისის N93 საბავშვო ბაღში მიმდინარე ჰუმანიტარული პროექტის გაგრძელებას ასოციაციის პატრონაჟით, ასევე, ახალი პროექტების დაწყებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მასშტაბით.

უკრაინელი ბავშვებისათვის საგანმანათლებლო და სოციალური პროექტი 2022 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ ინიციატივითა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდებოდა, 2026 წლიდან კი ის ახალი, გაფართოებული ფორმატით, ასოციაცია "საქართველოს SOS - ბავშვთა სოფლის" მხარდაჭერით გაგრძელდება.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ განიხილავენ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და მხარდამჭერი პროექტების დაწყებას, მათ შორის, ინკლუზიური და სკოლამდელი განათლების, ძლიერი ოჯახების მხარდაჭერისა და ტრანზიციის ხელშეწყობის მიმართულებებით.

ღონისძიება სასტუმრო “რედისონ რედ თბილისში” გაიმართა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენრტოს დირექტორმა გურამ ოქროპირიძემ და ასოციაციის პროგრამების განვითარების ეროვნულმა დირექტორმა თამარ ჭანტურიამ.

Photos from საქართველოს პარლამენტი's post 11/12/2025
10/12/2025

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგები 2025 წლის 30 დეკემბრიდან 2026 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება. 15 იანვრიდან კი თბილისის ყველა საბავშვო ბაღებში აღსაზრდელდა ელექტრონული აღრიცხვა დაიწყება.

Photos from თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო's post 08/12/2025

თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღი ბავშვთა აღრიცხვის ელექტრონული სისტემაში 2026 წლის იანვრიდან ჩაერთვება. ამ მიზნით, ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ოქროპირიძე სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას N27 საბავშვო ბაღში დაესწრო და მშობლების შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, თითოეულ აღსაზრდელზე გათვალისწინებული რამდენიმე პლასტიკური ბარათი, რომელსაც მეურვე ბაღში შესვლისას და გამოსვლისას წამკითხველთან დააკავშირებს. სისტემის კოტნროლს ბაღისა და სააგენტოს ადმინსტრაციები უზრუნველჰყოფენ.

ბავშვთა ელექტრონული აღრიცხვის პროგრამა საპილოტე რეჟიმში 2025 წლის 16 სექტემბრიდან ათ საბავშვო ბაღში დაინერგა და ამ დრომდე, პროგრამული ან სისტემური ხარვეზები არ გამოვლენილა.

Photos from თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო's post 03/12/2025

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ოქროპირიძე მოადგილესთან და სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტებთან N2 და N155 ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა, სადაც სტანდარტული მონიტორინგი ჩატარდა.

სპეციალისტების მიერ შემოწმდა სამზარეულო, პროდუქტის საწყობები და ასევე, პროდუქტის გაცემასთან და აღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

სააგენტოს განვითარების განყოფილების სპეციალისტებმა კი დაათვალიერეს სააღმზრდელო ჯგუფები, სასადილო სივრცეები, ასევე შეამოწმეს აღმზრდელების მიერ გაწეულ მეთოდური სამუშაო და ჩანაწერები.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები ყოველდღიურად უწევენ ზედამხედველობას თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში სხვადასხვა მიმართულებით შესრულებულ სამუშაოს. შედეგების მიხედვით, ხდება თანამშრომელთა კონსულტირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

03/12/2025

თბილისის ბაღებში ტრადიციული საახალწლო საჩუქრების შეტანა დაიწყო.

Photos from თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო's post 27/11/2025

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გურამ ოქროპირიძე, მოადგილეებთან ერთად, იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სააგენტოს დაკვეთით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ.

კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა სააგენტოს ხელმძღვანელს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პროექტების შესრულების გეგმა-გრაფიკების, ამჟამად არსებული მდგომარეობისა და თითოეული პროექტის დასრულების ვადების თაობაზე.

ამჟამად, დედაქალაქში ხუთ საბავშვო ბაღის შენობა შენდება და ორი ბაღის შენობებს რეაბილიტაცია უტარდება.

გურამ ოქროპირიძის განცხადებით, პროექტების მონიტორინგი კვლავ ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება, რადგან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს მშენებლობის სტანდარტები და დროულად მოხდეს შენობება-ნაგებობების აღჭურვა და ექსპლუატაციაში მიღება, სადაც ათასობით ოჯახი ისარგებლებს სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სერვისებით.

Photos from თბილისის მერია / Tbilisi City Hall's post 24/11/2025

❤️

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


მიცკევიჩის ქუჩა 29/29ა
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00