07/05/2026
ღვინის ეროვნული სააგენტო / National Wine Agency of Georgia
wine.gov.ge
ცხელი ხაზი: 1501
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ღვინის წარმოების ხარისხის კონტროლი და სერთიფიცირება;
ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება;
საექსპორტო პოტენციალ
07/05/2026
#ერთადვიზრუნოთღვინისხარისხზე
🍷"მეღვინეობაში ყველაფერი ვაზიდან იწყება. ჩვენი მიზანია ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება. ქართული ღვინო არის ჩვენი ისტორია და იდენტობა" - მათე ლილუაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, მეღვინე-მევენახე
#ღვინისეროვნულისააგენტო #ხარისხი #რეფორმა
07/05/2026
#8მაისს საქართველოში ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება
🍷საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით, ყოველწლიურად 8 მაისს ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება.
🍷ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ღვინის ინდუსტრიისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, ასევე ღვინის სექტორში მოღვაწე უცხოელი პროფესიონალები. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორი ჯონ ბარკერი ეწვევა.
🍷კონფერენციაზე განხილული იქნება „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის“ სამეცნიერო პროექტის მიღწევები და მიმდინარე საქმიანობა. ასევე, სხვადასხვა ქვეყნის სპიკერები ისაუბრებენ გლობალური ღვინის ბაზრის მდგომარეობაზე, ახალ გამოწვევებზე, საექსპორტო ბაზრების სპეციფიკებსა და ამ ბაზრებზე დამკვიდრების შესაძლებლობებზე.
🍷ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე მოეწყობა ღვინის დეგუსტაციები, ასევე 8 000-წლიანი ღვინის ისტორიის თემაზე შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ღონისძიება დასრულდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენა გაიმართება.
🍷საქართველო მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ღვინის სამშობლო, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტი ისტორია 8 000 წელს ითვლის. არქეოლოგიური აღმოჩენები, ქვევრის ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი და ღვინის განსაკუთრებული ადგილი ქართულ კულტურაში ერთობლიობაში ქმნის საფუძველს, რომ ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ღირებულებად ითვლება.
#ღვინისეროვნულიდღე #იყოარისდაიქნება #ღვინისეროვნულისააგენტო
🍷🍇8 მაისს, საქართველოში ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება
👤 ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის კოორდინატორი, მარიამ მეტრეველი ღვინის ეროვნული დღის მნიშვნელობასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრობს
#8მაისი #ღვინისეროვნულიდღე #იყოარისდაიქნება #ღვინისეროვნულისააგენტო
🍷ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქალაქ ათენში, ისტორიულ შენობაში „The Hellenic Armed Forces Officers' Club“ ქართული ღვინის დეგუსტაცია და საზეიმო მიღება გაიმართა.
✅ ნიკოლოზ მაჭავარიანი, კომპანია "გიუაანი", გაყიდვების მენეჯერი.
➡️სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://wine.gov.ge/Ge/News/39427
06/05/2026
🍷ღვინის ეროვნული სააგენტოს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროგრამის“ ფარგლებში ლ. ჯორჯაძის ისტორიული ნაშრომი წიგნად გამოიცა.
🍇ნაშრომი „მევენახეობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესობა ხელთმძღვანელობისათვის კახური ღვინის მაყენებლებისა“ წარმოადგენს 1876 წელს გამოცემული ისტორიული ტექსტის რედაქტირებულ და თანამედროვე მკითხველისთვის ადაპტირებულ ვერსიას.
🍷წიგნში განხილულია მევენახეობა-მეღვინეობის მრავალფეროვანი საკითხები, მათ შორის ისტორიული და სტატისტიკური ცნობები, მევენახეობის რეგიონების კლიმატი, სავენახე ნიადაგები, მარნის მოწყობა, რთველი, ღვინის დაავადებები და ზადები, ქვევრების მომზადება და სხვა მნიშვნელოვანი თემები.
➡️სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://wine.gov.ge/Ge/News/39428
#ღვინისეროვნულისააგენტო #სოფლისმეურნეობა2026
🍷ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქალაქ ათენში, ისტორიულ შენობაში „The Hellenic Armed Forces Officers' Club“ ქართული ღვინის დეგუსტაცია და საზეიმო მიღება გაიმართა.
➡️სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://wine.gov.ge/Ge/News/39427
05/05/2026
05/05/2026
#რეფორმა #ხარისხი #ქართულიღვინო
#ერთადვიზრუნოთღვინისხარისხზე
🍷"ოდესღაც ეს ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო, რომ საბოლო ჯამში საქართველოში გაშენდეს ხარისხიანი ვაზის ჯიში, ხარისხიანი ნამყენი. სახელმწიფო მეუბნება, რომ ჩავატარო ჩემი ნიადაგის ანალიზი, ამაში ცუდს ვერ ვხედავ. “ - გიორგი ბარისაშვილი, "ბარისაშვილის ღვინის მარანი".
🍷„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით, 2026 წლის 1 მაისიდან, სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
32, Marshal Gelovani Avenue
Tbilisi
0159
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |

07/05/2026