05/06/2026
🔈სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდის ვადა დღეს სრულდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტებს შეგახსენებთ, რომ 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდის ვადა დღეს, 5 ივნისს, 18:00 საათზე იწურება.
კონკურსში მონაწილეობის საფასური 10 ლარს შეადგენს. რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - მიმდინარეობს.
საფასურის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.
საფასურის გადახდის შემდეგ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციის პროცესი 8 ივნისის 18:00 საათამდე უნდა დაასრულონ.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებს სთავაზობს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების ან არსებული დაფინანსების გაუმჯობესების შესაძლებლობას.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, არ გადადონ პროცედურების შესრულება და გაითვალისწინონ დადგენილი ვადები.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/ #/ge/post/3599
05/06/2026
🔈საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 8 ივნისს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს Microsoft Teams-ის პლატფორმის ბმულის საშუალებით - https://bit.ly/3RZt12s.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე კომპონენტის - წაკითხულის გააზრების, ანალიტიკური წერის, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის სპეციფიკას, ტესტირების ფორმატს და შეფასების პრინციპებს გაეცნობიან.
ასევე, განხილული იქნება გამოცდისთვის მომზადებასთან დაკავშირებული პრაქტიკული რეკომენდაციები. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, წერილობით დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლებისგან.
შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა, ზოგადი უნარების და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ივანე წერეთელი და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები - თამარ აბაშიძე და რამაზ ლიპარტელიანი გაუძღვებიან.
04/06/2026
🔷ისტორიის, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები ისტორიის, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრების მიზანს საგამოცდო პროცესის და ტესტირების შესახებ აბიტურიენტების ინფორმირებულობის ამაღლება წამოადგენს.
ონლაინ შეხვედრები Microsoft Teams-ის პლატფორმის გამოყენებით ხორციელდება, რაც ყველა დაინტერესებული პირისთვის მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.
შეხვედრების მიმდინარეობისას მონაწილეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია საგამოცდო პროგრამების შინაარსობრივი სტრუქტურის, ტესტირების ფორმატისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დავალებების ტიპოლოგიასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ დეტალური განმარტებები ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან.
შეხვედრებს ცენტრის შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს სხვა საგნობრივი მიმართულებებითაც გამართავს.
04/06/2026
🔈სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდისთვის განსაზღვრული ვადა 5 ივნისს სრულდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტებს შეგახსენებთ, რომ 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პროცესი განსაზღვრული ვადების შესაბამისად აქტიურად გრძელდება.
კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდა სავალდებულოა 5 ივნისის 18:00 საათამდე, ხოლო რეგისტრაციის დასრულება - 8 ივნისის 18:00 საათამდე.
კონკურსში მონაწილეობის საფასური შეადგენს 10 ლარს. გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ სახელმწიფო სასწავლო გრანტი. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ სტუდენტებს, რომლებიც 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩაირიცხნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსება.
იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის შედეგად სტუდენტი ვერ გაიუმჯობესებს დაფინანსებას, მას უნარჩუნდება არსებული სახელმწიფო გრანტი და კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მომავალშიც აქვს.
03/06/2026
🔈მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 4 ივნისს, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე აბიტურიენტებისთვის მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს Microsoft Teams-ის პლატფორმის ბმულის გამოყენებით - https://bit.ly/42Z5YHn.
მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ წერილობით დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან.
შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა თევდორაძე და გეოგრაფიის მიმართულების კოორდინატორი ეთერ ნებიერიძე გაუძღვებიან.
02/06/2026
🔈ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლებისათვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 3 ივნისს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდებს დაეთმობა. დაინტერესებულ პირებს მონაწილეობის მიღება Microsoft Teams-ის ბმულის საშუალებით შეუძლიათ - https://bit.ly/4e7EWUs
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენლები ნანა ლოლაძე, მანანა ჯავახიშვილი და ირმა ხომერიკი აპლიკანტებს საგამოცდო პროგრამებს, ტესტების სტრუქტურას, შეფასების პრინციპებსა და დავალებების თავისებურებებს გააცნობენ, ასევე, უპასუხებენ მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს.
მსგავსი ფორმატის საინფორმაციო შეხვედრები სხვა საგამოცდო საგნებთან დაკავშირებითაც გაიმართება. შეხვედრების თარიღებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
02/06/2026
🔷შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები გამოაქვეყნა
2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმების, მაქსიმალური ქულების და ტესტირებისთვის გამოყოფილი საგამოცდო დროის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - https://naec.ge/ #/ge/post/3589
აღნიშნული განსაზღვრავს აბიტურიენტთა, მაგისტრანტობის კანდიდატთა და მასწავლებელთა ცოდნისა და უნარების შეფასების ერთიან პრინციპებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები სხვადასხვა ტიპის დავალებებს მოიცავს, მათ შორის არჩევითპასუხებიან, ღია, შესაბამისობისა და სხვა ფორმატის ამოცანებს. არჩევითპასუხებიან დავალებებში თითოეულ შეკითხვას რამდენიმე სავარაუდო პასუხი ახლავს, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი და იგი განსაზღვრული ქულით ფასდება. ღია ტიპის დავალებები ფასდება წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს შეფასების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი ოთხი ნაწილისაგან შედგება - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა. თითოეული ნაწილისთვის განსაზღვრულია მაქსიმალური ქულები და შესრულების დრო: წაკითხულის გააზრება - 21 ქულა (75 წუთი), ანალიტიკური წერა - 18 ქულა (70 წუთი), ლოგიკური მსჯელობა - 17 ქულა (70 წუთი), რაოდენობრივი მსჯელობა - 19 ქულა (75 წუთი).
გამოქვეყნებული შეფასების კრიტერიუმები საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობას, სამართლიანობასა და მონაწილეთა ცოდნისა და უნარების თანაბარ პირობებში შეფასებას უზრუნველყოფს.
01/06/2026
🔈სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საფასურის გადახდის ვადა 5 ივნისს სრულდება
2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტებს შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდა 5 ივნისის 18:00 საათამდე, ხოლო რეგისტრაციის პროცესის დასრულება 8 ივნისის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.
კონკურსში მონაწილეობის საფასური 10 ლარს შეადგენს. რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - მიმდინარეობს.
საფასურის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს სტუდენტებს, რეგისტრაციისა და საფასურის გადახდის პროცედურები განსაზღვრულ ვადებში დაასრულონ.
01/06/2026
🔈კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე - CB PET, CB FCE და CB CAE - რეგისტრაცია დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება. იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც რეგისტრაციას აღნიშნულ ვადაში ვერ გაივლიან, გვიანი რეგისტრაცია 16 ივნისიდან 17 ივნისის 16:00 საათამდე გაგრძელდება.
2026 წლის ივნისის საგამოცდო სესიაზე კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ონლაინ შეუძლიათ-https://bit.ly/43CFpIc
რეგისტრაციის პროცესში კანდიდატმა უნდა შეავსოს ყველა სავალდებულო ველი და ატვირთოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი. თუ აპლიკანტს აღნიშნული დოკუმენტები არ აქვს, აუცილებელია „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“ ატვირთოს.
რეგისტრაცია წარმატებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც კანდიდატი ცენტრისგან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებს. გამოცდის განრიგი ელექტრონულ ფოსტაზე სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში გაიგზავნება.
კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების სერტიფიკატი უვადოა და აღიარებულია მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტსა და ორგანიზაციაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას წელიწადში სამჯერ - მარტში, ივნისსა და დეკემბერში უზრუნველყოფს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://bit.ly/3RAXS5r