01/06/2026
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
რეგულირების სააგენტოს უმთავრესი მიზანია სამედიცინო სფეროს ხარისხის გაუმჯობესება, რათა მოქალაქეებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები.
მიზნის მისაღწევად სააგენტო:
✅ ინსპექტირებას უწევს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას;
✅ მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე, შეისწავლის სამედიცინო დახმარების ხარისხს;
✅ ასრულებს პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივ
01/06/2026
25/05/2026
🇬🇪 26 მაისს მცხეთაში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების პროგრამა:
🕚 12:00 – 19:00 - საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;
🕚 12:00 – 19:00 - თემატური ფოტო და საინფორმაციო სტენდები;
🕚 12:00 – 17:00 - საბავშვო გასართობ-შემეცნებითი პროგრამა: ვორქშოპები, სახალისო თამაშები და ფოტოზონები;
🕚 12:00 – 17:00 - პირველადი გადაუდებელი დახმარების (CPR) დემონსტრაცია;
🕚 12:00 – 16:00 - ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი;
🕚 12:00 – 19:30 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
🕚 14:00 – 16:00 - ოჩოფეხებისა და მასკოტების საზეიმო მსვლელობა დრამების შოუსთან ერთად;
🕚 17:10 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;
🕚 17:15 – 19:15 - დასკვნითი კონცერტი.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!🇬🇪
19/05/2026
19 მაისი ოჯახის ექიმის მსოფლიო დღეა
ეს დღე გვახსენებს ოჯახის ექიმების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მათ უდიდეს როლს პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაში.
ოჯახის ექიმები ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, პრევენციასა და დროულ მხარდაჭერაზე. ისინი ხშირად პირველები არიან, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემის დროს მივმართავთ და სწორედ მათი პროფესიონალიზმი, ყურადღება და ადამიანურობა ქმნის ნდობასა და უსაფრთხოების განცდას.
გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში.
19/05/2026
🔹ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებზე საბუთების მიღება დაიწყო, გამოცდები კი 8 ივნისიდან დაიწყება
🔹2026 წლის კურსდამთავრებულთა ინტერესების გათვალისწინებით, წლის ბოლომდე დაინიშნება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების სესია, სადაც მაძიებელს, რომელიც ვერ გავა საგაზაფხულო სესიაზე, საშუალება მიეცემა გამოცდის ჩაბარების.
დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე https://rama.moh.gov.ge/ გამოცდების დაწყებამდე 2 კვირით ადრე.
14/05/2026
🔷ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებზე საბუთების მიღება იწყება
🔷 ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების 2026 წლის სესიაზე დარეგისტრირება შესაძლებელია ელექტრონულად 19 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე:
http://onlinereg.moh.gov.ge/login.html
➡️ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებ გვერდზე - https://rama.moh.gov.ge/geo/list/show/902-ertian-diplomisshemdgom-sakvalifikatsio-gamotsdaze-registratsia-itskeba
🔷️ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2026 წლის სესიაზე, განაცხადების მიღება განხორციელდება 19 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (შესვენება 13:00 სთ-დან-14:00 სთ-მდე), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მის: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 144 (– 2 სართული, შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან)
➡️ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებ გვერდზე - https://rama.moh.gov.ge/geo/list/show/903-sakhelmtsifo-sasertifikatsio-gamotsdaze-registratsia-itskeba
12/05/2026
🩺12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა
🤍თითოეული ექთნის პროფესიონალიზმი, პაციენტებზე ყოველდღიური ზრუნვა და ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სადარაჯოზე ყოფნა, განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს.
გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
ა. წერეთლის 144
Tbilisi
0119
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |
